x
მეტი
  • 08.12.2021
  • სტატია:115482
  • ვიდეო:352855
  • სურათი:489377
«იმქვეყნად დასვენება» – არ გამოვა! რას აკეთებს სული სიკვდილის შემდეგ და როგორ უნდა დავეხმაროთ მას ორმოცამდე

ქრისტიანულ რელიგიაში მიღებულია, რომ ადამიანის სული, გარდაცვალების შემდეგ, სხვა სამყაროში ხვდება, სადაც ცხოვრება უფრო ადვილია, ვიდრე დედამიწაზე. ალბათ, გარდაცვლილი ნათესავების და ახლობლების სიკვდილის შემდეგ, უმრავლესობა იმაზე დაფიქრებულა, თუ რას აკეთებენ ისინი, აქედან წასვლის შემდეგ?.. და ალბათ, ფრაზაც გაგიგიათ: «იმქვეყნად დასვენებ...». მაგრამ, რეალურად, სულს «იმქვეყნად», დასვენებისთვის არ სცალია... და ეს ფრაზაც აქტუალობას კარგავს.


image


ორმოცამდე


ითვლება, რომ გარდაცვალებიდან 40 დღის მანძილზე, სული ჯერ კიდევ დედამიწაზეა. ის საკუთარ ახლობლებს სტუმრობს და მისთვის ნაცნობი ადგილების მოსანახულებლად დადის. მას ნებისმიერ ქვეყანაში შეუძლია გაემგზავროს და ნახოს, თუ როგორ ცხოვრებენ ოჯახის წევრები და ნაცნობ–მეგობრები, მისი არყოფნის პირველ დღეებში.

სწორედ ეს, 40 დღე, არის ყველაზე მთავარი გარდაცვლილი ადამიანის სულისთვის, რადგან ამ პერიოდში, ნათესავებს, მის მიერ, დედამიწაზე ჩადენილი ცოდვებისთვის, სასჯელი თავიდან აცილებაში დახმარება შეუძლიათ: საჭიროა, მის სახელზე, ეკლესიაში პანაშვიდის გადახდა, 40 დღის მანძილზე, სახლში სანთლის ანთება და სპეციალური ლოცვების კითხვა. ხოლო, ნათესავებმა, მისი სახელით, სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებები უნდა მოაწყონ.


ორმოცის შემდეგ


40 დღის შემდეგ, ადამიანის სული ღმერთის წინაშე წარსდგება და მისი შემდგომი ბედი, სწორედ მაში გადაწყდება. განიხილება მისი ცხოვრება – დადებითი და უარყოფითი მხარები... და ის, თუ როგორ ცდილობდნენ, გარდაცვალების შემდეგ, ნათესავები მის დახმარებას.

შესაბამისად, თუ მას უფრო მეტი კარგი აქვს გაკეთებული, ვირე ცუდი, სული ჰარმონიაში და სიმშვიდეში გააგრძელებს ცხოვრებას. ხოლო, თუ მას სიცოცხლეში, ბევრი ცუდი რამ აქვს ჩადენილი, მაშინ მას ცოდვების გამოსყიდვა და იმის გაცნობიერება დასჭირდება, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე ხდებოდა.


რა შეუძლია სულს სხვა სამყაროში


ითვლება, რომ ცოცხალ ადამიანს საიქიო ცხოვრების წარმოდგენა არ შეუძლია, რადგან ის ყველაფერი, რაც იქ ხდება, ჩვენი წარმოსახვის ზღვარს სცილდება. სულები იქ, ერთმანეთს ეკონტაქტებიან, მაგრამ უფრო ხშირად, სხედან და განვლილ ცხოვრებას აანალიზებენ.

ბევრს სწამს, რომ ყველა ადამიანს, ამ ცხოვრებაში, საკუთარი მისია აქვს... და თუ მას ვერ შეასრულებს, მან საიქიოში უნდა გაანალიზოს, წარმატებას რატომ ვერ მიაღწია?..

imageimageimageimageimageimageimage






0
488
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
488
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0