x
image
თუთიკო ბერძენა
Mediator image
გიორგი გაბუნია: კოვიდ სტატისტიკა მოკლე კაბას ჰგავს, იგი ბევრს გამოგვიმზეურებს , მაგრამ ყველაზე მთავარს ფარავს

ექიმი, მეცნიერებთა დოქტორი გიორგი გაბუნია საინტერესო და საგულისხმო მოსაზრებას გვიზიარებს

"მე გავაკეთებდი ასე: მთელ საქართველოში დავაკანონებდი ამ ეტაპზე მხოლოდ ორ ვაქცინას სინოფარმს და მოდერნას, რომელთაც აქვთ უმინიმალურესი გვ. მოვლენები და ყველას ავცრიდი. მერე დაუყოვნებლივ ავკრძალავდი ფეისბუქში და ყველა ბეჭდვით გამოცემაში არაფრისმომტან კამათებს და მესამე ყველაზე მთავარი - ხალხს ვასწავლიდი ნიღბის სწორად ტარების წესს და დისტანცირებას. ფეისბუქია სწორედ ის უმავნებლესი წყარო, რომელიც ტვინს ურევს რიგით მოქალაქეს. ტეტანუსის ან ცოფის ვაქცინის შესახებ ვის აქვს ინფორმაცია, მაგრამ ყველა ულაპარაკოდ იცრის. ეს იმიტომ რომ კლასიკური გამოცდილი ვაქცინებია და ხალხიც მათზე არ ჭორაობს. ვერ გავამტყუნებთ იმ ადამიანებს, ვინც არ იცრის, ეშინიათ. ჯერ მართლა ბევრი არაფერია ცნობილი ორგანიზმში მომავალში მოსალოდნელ ძვრებზე არც კოვიდის შემდგომ და არც ვაქცინირების მერე. ათწლეული დასჭირდება ამის დაკვირვებას.


აქ ჯერ ვაქცინით ცოცხლად დარჩენაზეა ლაპარაკი. ყველას, მეცნიერსაც და არამეცნიერსაც შევახსენებ, რომ სტატისტიკური მონაცემებით მსჯელობა კარგია, მაგრამ მოგეხსენებათ თვითონ სტატისტიკა მოკლე კაბას ჰგავს, იგი ბევრს გამოგვიმზეურებს ხოლმე, მაგრამ ყველაზე მთავარს ფარავს.


ჰო, კიდევ, დავბლოკავდი ახლახან აღმოცენებულ მესიანურ ექიმ-ლექტორებს, რომელთაც ჯიუტად სჯერათ, რომ იმუნიტეტის გაძლიერება რაიმეთი შეიძლება და ტვინს უბურღავენ ისედაც ნერვებმოშლილ მასას. იმუნიტეტის გაძლიერებას არა, მაგრამ მის გამუდმებულ ტონუსში ყოფნას ხელს უწყობს ყველა ჩვენ მიერ გადატანილი ინფექცია და ბავშვობიდან ვაქცინირებები. ატრენირებს. იმუნიტეტი სამწუხაროდ მთელი ცხოვრება გვაქვს ის, რაც დაბადებისას გვერგო."



0
15
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0