x
image
თუთიკო ბერძენა
როგორ ამკვიდრებს ქაოსს ფბ საქართველოში, სადაც ყველაზე დიდთვალებიანი და დიდყურებიანი ხალხი ვცხოვრობთ..
image


არამედიკოსები რომ ერთმანეთს ხოცავენ და აგინებენ იმ ურთულესი ბიომოლეკულური და იმუნოლოგიური საკითხების გამო, რაც ჯერ მსოფლიოს მკვლევარ მედიკოსებსაც ვერ გაუშიფრავთ და გაგიჟდა ლამის მთელი ერი, რისი ბრალია? რა ესაქმება ამ ხალხს რეკომბინანტიზმთან, ვირუსული რნმ-ის რეპლიკაციასთან, სამიზნე ცილა-იმუნოგენთან, ეპიტოპის კომპლექს– MHC 2-თან, ვაქცინირებულებში ანტისხეულებისა და ლიმფოციტების მობილიზების გენეტიკურ მექანიზმებთან.?

კარგად ხომ არის ეს ხალხი, რაებზე მსჯელობენ, რაში სჭირდებათ, რას უხსნიან ერთმანეთს? ამას ჰქვია საყოველთაო ფსიქოზი.. საით გაგვიწევია, იმის ნაცვლად რომ, პრაქტიკულები ვიყოთ და ნიღაბი ყოველ 3 საათში ერთხელ გადავაგდოთ, დისტანცია დავიცვათ და ვისაც რა ვაქცინა უნდა, ის აიცრას..


99% ვარ დარწმუნებული რომ, ამ პანდემიის დროს მაგალითად, ფეისბუქს რომ 4-5 თვით გათიშავდნენ მთელ მსოფლიოში, კაცობრიობა დიდი ნერვული სტრესისაგან დაიძვრენდა თავს და რა თქმა უნდა ქართველებიც დაწყნარდებოდნენ. სამწუხაროდ, ფეისბუქი საყოველთაო შიშის ცეცხლზე ინფორმაციულ ნავთს ასხამს და მასების დეზორიენტაციას იწვევს სწორი ქმედებებისა და გადაწყვეტილებებისაგან .
შეუძლებელია ადამიანმა ამდენ აბსოლუტურად სხვადასხვა, ათეულ ათასობით ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციაში თავი უმწეოდ და დაბნეულად არ იგრძნოს და არ დაითრგუნოს....ადამიანის ტვინს, აინშტაინისაც რომ იყოს, არ შეუძლია ამდენი საპირისპირო ფსიქოემოციური განცდის (სიცილის, დარდის, მრისხანების, პატრიოტობის, ტირილის, სინაზის, სიმკაცრის, კრიმინალის, სიმართლის, შურის, ტყუილის, ფეიკის, მომხრეობის, "ანტობის", აქეთ ხაჭაპურის და მწვადის შიშხინის, იქით დაქცეული ოჯახების ტანჯვის ყურება, დახმარების მოლოდინე დაავადებული ბავშვები და ა. შ. ) ერთ სივრცეში სინქრონულად გადახარშვა-ადაპტირება და მიღება და ისიც ამ საყოველთაო უბედურების ჟამს.
ათი ათასობით ადამიანი პაექრობს რაღაც მიუწვდომელ მატერიაზე, ამ მატერიას კი მათი აზრი სამწუხაროდ ფეხებზე ჰკიდია.. შედეგი კი არის უმწეობის განცდის გაღრმავება და საყოველთაო ნერვების წყვეტა...
რისი ბრალია ის, რომ ასიათასობით, მედიცინასთან შეხებაში არმყოფი ადამიანი ისტერიულად აქვეყნებს პოსტებს, ასაბუთებს თავის მოსაზრებებს, ითრევს ამაში უამრავ სხვას, ურევს ტვინს, ილანძღება, ასწავლის მკურნალობის მეთოდებს, მსჯელობს ცალკეული ვაქცინის ვარგსობაზე. ბევრი ადამიანი განიცდის გარდაცვალებისა და მძიმე კლინიკის აღწერის ცალკეულ შემთხვევებს და როცა მართლა ემართება კოვიდი, ნახევრად ფსიქოლოგიურად კვდება....
სამწუხაროა, რომ ამ ეტაპზე ფეისბუქი ყველაზე დიდ ქაოსს ამკვიდრებს პანდემიის ლიკვიდაციის სფეროში და განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ყველაზე დიდთვალებიანი და დიდყურებიანი ხალხი ვცხოვრობთ..
8
113
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
113
  
2021, 14 სექტემბერი, 20:15
3)თავისუფლება და მონობა, თავისუფლებაზე უკვე დავწერე და აღარ გავჩერდები. მონობა არის ადამიანის სურვილის საწინააღმდეგო ქმედება,რაც ასევე ძალადობაც არის. როცა ითხოვენ ადამიანების აცრას მათი სურვილების დაკიდებით ეს არის მონობა და ძალადობა. ამიტომ არ მომწონს ადამიანების იძულებით აცრის პროპაგანდა. მიუხედავად იმისა,რომ აცრაში ცუდ ვერაფერს ვხედავ,ძალადობაა და არ მოსულა.
4) გადასახადები- ეს არის ადამიანებზე ძალადობის ფორმა და ამას ყველა ქვეყანა ეძევა. სხვანაირად დაკანონებულ ძალადობად განიხილება ეს ამბავი. საქართველოში ადამიანები თავისი ნებით არ გადაიხდიან გადასახადს,მაგრამ გეტყვიან რო საჭიროა. შე ოჯახაშენებულო,თუ ხვდები რო საჭიროა,მაშინ შენი ნებით რო გადაიხადო არა?! ფეხბურთზე მაქვს ხოლმე ხშირი კამათი ამაზე,დაფინანსების მოხსნას ვითხოვ,რადგან ასე უფრო განვითარდება ეს სფერო და მუქთა ფულის თემა მოიხსნება. სულ მეჩხუბებიან და როცა ვეუბნები,თუ გიყვარს ფეხბურთი,მაშინ გადაიხადე შენი ნებით და გააკონტროლე. ასევეა საპატრიაქოს და პირველი არხის ამბავიც. გადასახადები შესამცირებელია და ეს ამ სირობების დაფინანსების გაუქმებით მოხდება. შენ თუ გინდა ტელევიზია აფინანსე და თუ გინდა ჭოკით ხტომა,რა ჩემი საქმეა.ამით კონტროლის გადანაწილება ხდება,თუ არ მოგწონს ხარისხი ჩემს ფეხებს გადაუხდი და თუ მოგწონს,მაშინ გადაუხდი.
5)საპატრიაქო- სულ ვიცოდი რო რუსების აგენტებით იყო სავსე ეს ორგანიზაცია,მაგრამ რაც ჩანაწერები გამოქვეყნდა მას მერე დავრწმუნდი. რაღაცეები დამატებულია ამ ჩანაწერებში,მაგრამ კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს.
2021, 14 სექტემბერი, 20:00
რაც შეხება თავისუფლებას,ცუდი არ არის სიტყვის თავისუფლება და წესით ადამიანები ამას უნდა ხვდებოდნენ. სიტყვის თავისულფება არ ნიშნავს ყველაფრის თქმას,რაც თავში მოუვა ადამიანს. ბევრჯერ მითქვამს,რომ თავისუფლება პასუხიმგებლობის გარეშე დიდი სირ.... ყველა ადამიანი,რომლებიც ავრცელებენ ანტივაქსერულ განცხადებებს პასუხისმგებლები უნდა იყვნენ თავის ყველა სიტყვაზე,სხვანაირად არაა თავისუფლება. მაგას სიგიჟე ქვია მოკლედ რო ვთქვათ. თან ეგ ხალხი არ არიან თავისუფალნი,რადგან ფანატიზმით შეპყრობილები არიან და ბრმათ ენდობიან იმ დიად წვერიანებს. ამ წვერიანებმა რო იძალადონ მათზე,ამასაც ღმერთის ნებად ჩათვლიან და ფეხებს დაუკოცნიან მოძალადეს. თავისი შიშების დასაფარად გაახსენდათ სიტყვის თავისუფლება,თორე ადრე მაგ თავისუფლებას აგინებდნენ. ამ ქვეყნის პრობლემა არის საპატრიაქო(ეკლესია არა) და სწორედ ამ სასულიერო პირებმა და მათზე მინდობამ გამოიწვია თავისუფლების არასწორი გაგება. ზოგადად,მარტივად ვცდილობ ხოლმე რაღაცეებს,მაგრამ გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად განმარტებას გავაკეთებ
1) ლგპტ პრაიდებზე-ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება,რადგან მე ვარ კაცი და კაცთან ვწევარს გაყვირის ქუჩაში,როცა ჩვეულებრივი მამრი არ ყვირის ქალთან დაწოლაზე და ამისთვის დროშას არ იგონებს.ეს იმათ,ვინც ამბობს რო ჰეტეროებს თუ შეუძლიათ ლგბტ რატო არაა. ჰეტეროების მსგავსი პრაიდებიც იგივე სიმახინჯე იქნება,რაც ლგბტ თემის თუ ტომის.
2) არ არსებობს არანაირი ცალკე გამოყოფილი უფლებები მაგ. ქალის,ბავშვის,მოხუცის თუ ლესბის. სხვადასხვა წიგნებში და სკოლაშიც ასწავლიან რო ეს ასეა,მაგრამ სიგიჟეა. ამ ქვეყნად შეიძლება არსებობდეს ადამიანის უფლებები და ზემოთ ჩამოთვლილები ამაში შედიან. უბრალოდ,ვიღაც ტვინაღრძობები ფულს იხდიან და ესენიც ეწევიან პროპაგანდას.
2021, 14 სექტემბერი, 19:43
ყველაფერს ორი მხარე აქვს და ასევე ორ ნაირად შეუძლია გამოიყენოს ადამიანმა. ლოგიკა დამყარებული ნაბოდვარზე ჩვეულებრივი სირ.... ანტივაქსერების მსჯელობა არის დამყარებული არასწორ ინფორმაციაზე და უმეტეს შემთხვევაში ფანატიზმით არის გამოწვეული. ის დიდი ბატონი(ამ შემთხვევაში წვერიანები) უპირობო მორჩილებაზე და მათი ყველა სიტყვის დაჯერებაზე. არ არის ეს კარგი და ასევეა მკვეთრად ცენტრალიზებული სახელმწიფოებიშიც. ტელევიზიით გამოვიდა ის "დიდი პიროვნება" და ეს უკვე ნორმად აღიქმება. ეს კარგია ამ შემთხვევაში,შედეგი მოიტანა და რა იქნება,თუ რამე ცუდისკენ მოუწოდებენ?! კარგიათქო და ეპიდვითარება ვიგულისმხე,თორე არაფერი არაა იმაში კარგი რო ერთი ადამიანის სურვილებით იმართება ქვეყანა. რაც არ უნდა მაგარი იყოს ის ერთი ადამიანი,მაინც ადამიანია და შეცდომისგან დაზღვეული არაა.
2021, 14 სექტემბერი, 0:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 14 სექტემბერი, 0:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 12 სექტემბერი, 6:16
რაც შეეხება რეკომენდაციების დაცვას,ადამიანმა ადამიანობა არ უნდა დაკარგოს,თორე ვირუსი რად უნდა,მკვდარია ისედაც. ჩემი მეზობელი არ არის მცირე წონის და ექიმებმა ვერ მოახერხეს მარტო გაყვანა,რაშიც რამოდენიმე ადამიანი დავეხმარეთ ყველანარი ეკიპირების გარეშე. გამყრელიძის რეკომენდაციით მეორე ბრიგადას უნდა დალოდებოდა პირველი ან ვიღაცას,რაც შეიძლება გადამწყვეტი ყოფილიყო ამ ადამიანის სიცოცხლისთვის. საბედინიეროდ,არ დავიმფიცირდით და ის ადამიანიც კარგად არის. ყველა ადამიანი მოკვდებით როდისღაცა,მაგრამ ადამიანს დახმარებაზე უარი არ უნდა უთხრა,თუ შეგიძლია რა თქმა უნდა. გამყრელიძელმ ის რეკომენდაციები დაახვიოს და გაი... არის რაღაცეები უნდა შეასრულო ადამიანმა პირადი მორალიდან გამომდინარე და არის რაღაცეები,რაც არ უნდა შეასრულო,რადგან ცხოველს გამსგავსებს.
2021, 12 სექტემბერი, 6:06
ეხლა ქართველ წვერიანთა ბჟუტური,თითქოს ანტიქრისტეს ნიშანია ეს და ადამიანებს გვნიშნავენ,წვერიანებო ეგ არის სრული სიგიჟე და ადამიანთა გაზომბების მცდელობა,რაც არ არის ჰუმანურობასთან კავშირში. ჯერ ის გაარკვიეთ,ღმერთი არსებობს და მერე რომელია სწორი ქრისტე,მუჰამედი თუ ბუდა?! სხვათაშორის,ფარნავაზი არმაზის კერპთან იღეღავდა მუხლებს და დამწერლობა გვისახსოვრა,პირველი სახელმწიფო შექმნა. გამოდით და თქვით,რომ არმაზის გამო ის ჯოჯოხეთში მოხვდა ან თქვენ ჯობდით რამეში. რელიგია შეიქმნა,რადგან ადამიანებს დაეჯერებინათ ის,რასაც მათი გონება ვერ სწვდებოდა და დღესაც ეგრეა. მორწმუნენი ამბობთ,რომ ადამიანები ღმერთის ნებით კვდებიან,სინამდვილეში აქ ღმერთი არაფერ შუაშია. 50-80 ადამიანამდე კვდება,რადგან ვერ ვუმკლავდებით პანდემიას და ამაში ყველას პასუხისმგებლობა გვაქვს. შეგიძლიათ ღმერთს მიაწეროთ ეს ამბავი,მაგრამ სისულელეა. თუ მაგის გჯერათ,ამოასუნთქეთ სამედიცინო სექტორი და გადადით პირდაპირ ღმერთის ნებაზე. თქვენაირი ხალხის მკურნალობა ექიმებისთვის დიდი პატივია და არ მიაგოთ ეს პატივი იმათ,ვისაც არ ენდობით. ილიასთან ან იკობთან მიბრძანდით და იქ იმკურნალეთ,თუ შეგიშვეს რაღა თქმა უნდა.მეტი საქმე არ აქვთ თქვენს გამო კორონა აიკიდონ:) ამ ილიას გერმანიაში დაარბენონებთ სამკურნალოდ,მაშინ როცა ბავშვები შიმშილით იხოცებიან და ელემენტარული პირობები არ აქვთ. მოოქროვილ ეკლესიებზე და ხატებზე არაფერს ვამბობ,სირცხვილია ამის დედაც ვატირე
2021, 12 სექტემბერი, 5:52
აინშტაინზე მაგარი ტვინი ნამდვილად არ მაქვს და არ მგონია,საჭირო იყოს ეგ ამბავი.ბევრი აინშტაინიც მოსაწყენი იქნება ალბათ. დიდი არაფერი უნდა ინფორმაციის გაცხრილვას,ლოგიკა უბრალოდ. თუ გავითვალისწინებთ იმას რო საქართველოში ლოგიკური აზროვნება უჭირთ და ზოგადად აზროვნება,მაშინ სოციალური ქსელს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ ამ ისტერიკას,რაც ხდება ქვეყანაში.

არაფერი ყოფილა ისე ადვილად გადასაწყვეტი ჩემთვის,როგორც აცრაზე დარეგისტრირება. ძალიან მარტივია,თუ ანტივაქსერობ,მაშინ მე არ ვენდობი მეცნიერებას,ექიმებს. თუ ეს ასეა,მაშინ მე არ ვიყენებ არანაირ მედიკამენტს,არ ვიყენებ არანაირ მოწყობილობას. თუ ვსვავ ციტრამონს საჭიროების შემტხვევაში,მაშინ მე ვიკეთებ აცრას. თუ არ ენდობი ვაქცინაციას,მაშინ რატო ენდობი იგივე ციტრამონს ან ნებისმიერ წამალს,რასაც აწარმოებენ ან ექიმი გვიწერს. თუ შენი მოკვლა უნდათ,უფრო ადვილად მოახერხებენ. თუ არ ვცდები,40$ ღირს ერთი დოზა ფაიზერი და ერთი ტყვია 5.56 მმ 10 დოლარი,უსვრიათ,სადღაც ესვრიან და მომავალშიც გაისვრიან. რა საჭიროა ერთი თვის ინტერვალში ნემსების გარჭობა და გადარჭობა?!
0 1 8