x
image
თუთიკო ბერძენა
რატომ ტყუის გიორგი ფხაკაძე, რომ პფაიზერით არის აცრილი?

image


საფრანგეთში მოღვაწე ექიმი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პფაიზერის ვაქცინის უპირატესობაზე არაერთ ვიდეო მიმართვას ავრცელებს, თუმცა თვითონ პარიზის გარეუბანში მოდერნათი აიცრა.
ვაქცინაცია რომ ერთადერთი გზაა პანდემიასთან ბრძოლის, გასაგებია და მოსახლეობის დიდი ნაწილი რეგისტრირებულია, ერთ ნაწილს სურს დარეგისტრირება და ვერ რეგისტრირდება, მაგრამ ადამიანისგან, რომელსაც იმედის თვალით უყურებს ბევრი ადამიანი საქართველოში, უსმენს და სჯერა მისი, ასეთი ტყუილი ეჭვებს აღვიებს ვაქცინაციის მომხრეებშიც კი, ხოლო ეჭვებს განამტკიცებს ანტივაქსერებში.

ერთ-ერთმა კომენტატორმა კომენტარად მისწერა: თუკი ასეთი კარგია პფაიზერი, მოდერნათი რატომ აიცერით ან ეგებ უბრალოდ "ჩავარდა" მოდერნა და ხელიდან აღარ გაუშვით"
კომენტარი რამდენიმე წუთში ფხაკაძის მხრიდან წაიშალა, რამაც კომენტატორის მეორე კომენტარი განაპირობა:" გეპასუხათ, რომ მოდერნათი ცრიდნენ ჩამოვლით და ბარემ თქვენც აიცერით, ასე ხომ დაძვრებოდით და კომენტარის წაშლაც აღარ დაგჭირდებოდათ? წაშლით თქვენ კიდევ უფრო განამტკიცეთ ის ფაქტი, რომ ფაიზერით ავიცერიო, ცრუობთ! ის რომ მოდერნათი ხართ აცრილი, საფრანგეთში მოღვაწე ექიმებისგან ისედაც ცნობილია და რაში გჭირდებათ ასეთი ტყუილი? პფაიზერის მეტი რეკლამისთვის? რეგისტრირებული ვიყავი პფაიზერზე და ამ სიცრუის გამო სინოფარმით ავიცრები! ტყუილი არ უნდა იკადროთ თქვენი სტატუსისა და რეგალიების მქონე კაცმა! "ცრუ" არ გისწავლია, გიორგი, სკოლაში, რადგან რუსული სკოლა დაამთავრე, დედა ხომ რუსი იყო? თორემ ასეთი ტყუილის თქმასაც ვერ გარისკავდი, კადრებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ!"

რა ინტერესები აქვს გიორგი ფხაკაძეს პფაიზერთან მიმართებაში, ეს უკვე საინტერესო ხდება.
თუმცა დღესდღეობით ვაქცინაცია რომ ერთადერთი გზა პანდემიის დამარცხების, ეგ ცხადზე ცხადია.

0
326
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0