საზოგადოება დღის ყველაზე ცხელი ამბები 21 ივნისი, 14:12 გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, ამერიკამ უკრაინას შტატების წარმოების იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებაზე ყველანაირი შეზუდვა მოუხსნა. აწი უკრაინელი მერაკეტეები შეძლებენ, ნებისმიერ სამიზნეზე და ობიექტზე მიიტანონ იერიშები, და არამხოლოდ მათზე, რომლებიც ხარკოვის ოლქის მიმდებარედ არიან. 1. ეისკში რუსეთის საჰაერო ძალების ავიაბაზა დაიბომბა. 2.კრასნოდარის მხარეში, ნოვოროსიისკში დაიბომბა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. 3.უკრაინაში მოკლულია ერთერთი ყველაზე ცნობილი Z ვოენკორი - "მესაზღვრე ჯოჯოხეთიდან" 4უკრაინის IT არმიამ, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის საბანკო სექტორზე და სატელეფონო პროვაიდერებზე განახორციელა უმსხვილესი კიბერშეტევა.
დაიქრეშა გადახდის სისტემა Мир-ი, სბერბანკის, ტინკოფის, ალფა-ბანკის, ბილაინის, გაზპრომბანკის, როსტელეკომის, მეგაფონის და MTS-ის სერვისები.
5 იწვის ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ვოლგოგრადი
6. გასულ ღამეს რუსულმა ტაქტიკურმა ავიაციამ 4 X-59/69-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა გაუშვა უკრაინის მიმართულებით, რომელთა განადგურებაც უკრაინელმა მეზენიტეებმა წარმატებით მოახერხეს
7. მოკლულია 1060 რუსი ჯარისკაცი.
8. ამომავალმა მზის ქვეყანამ 53 ფიზიკური პირი და კომპანია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან, რის ხარჯზეც რუსეთში ელექტრონიკა და სხვა აპარატურა შედის.
9 იაპონიის მიერ დასანქცირდა 11 ფიზიკური პირი და 42 კომპანია, რაშიც მოიაზრება აქტივების დაყადაღება, იაპონურ კომპანიებთან კონტრაქტების გაფორმების აკრძალვა, აქციებით ვაჭრობა იაპონიის ბირჟებზე. სანქციების სიაში მოხვდა ჩელიაბინსკის ტრაქტორის ქარხანა, პერმის დენთის ქარხანა, არზამასის ჩარხმშენებელი ქარხანა, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მწარმოებელი კონცერნი "Алмаз-антей", ტანკების მწარმოებელი "УралвагонЗавод", ვერტმფრენების მწარმოებელი "Вертолеты России" და სხვა კონცერნები.
დასანქცირდნენ ჩინური, ინდური, უზბეკური და ემირატების კომპანიებიც, რომელთა საშუალებითაც რუსეთი ელექტრონიკას ყიდულობს.
10. პენტაგონის გადაწყვეტილებით, ჰეზბოლასთან ისრაელის მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი ომის ფონზე, წითელი ზღვაში ჰუსიტების ნასროლი რაკეტების/დრონების გსანეიტრალებლად და საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებისთვის უსაფრთხოებისთვის მყოფი USS Dwight D. Eisenhower (CVN-61)-ის საავიამზიდო დამრტყმელი დაჯგუფება, დაუყოვნებლივ გადაინაცვლებს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით, ისრაელ-ლიბანის სანაპიროებთან.
მათ, ასევე შეუართდებათ ბრიტანეთის საზღვაო ძალების საბრძოლო ხომალდები და ესპანეთში, როტას საზღვაო ბაზაზე მყოფი აშშ-ს საზღვაო ძალების 4 ერთეული Arleigh Burke-ს კლასის საესკადრო ნაღმოსანი, რომლებიც სავარაუდოდ ჩაერთვებიან ჰეზბოლას/ირანის მიერ, ისრაელის მიმართულებით გაშვებული/დრონების რაკეტების განეიტრალების ოპერაციაში და შესაძლო საპასუხო დარტყმებში.
აღსანიშნავია, რომ წითელ ზღვაში საერთაშოიროს საზღვაო გადაზიდვების მარშრუტების უსაფრთხოებას, ევროკავშირის მიერ დაწყებული საზღვაო ოპერაცია განაგრძობს, რომლებიც კვლავიდნებურად გაანეიტრალებენ ჰუსიტების მიერ, კომერციული გემების მიმართულებით გაშვებულ დრონებს/რაკეტებს.
136 2-ს მოსწონს |