x
image
თუთიკო ბერძენა
რუსებისა და მსოფლიოს მოაზროვნე ადამიანების გამონათქვამები რუსეთზე
ალბათ, უპრიანი იქნება სტატია რუსებსა და რუსეთზე ფიოდორ დოსტოევსკის, ლევ ტოლსტოისა, ანტონ ჩეხოვის და, ზოგადად, რუსი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების მოსაზრებებით დავიწყოთ, რადგან ვინ თუ არა ისინი იცნობდნენ საკუთარ ერს ყველაზე უკეთ.

image



ფიოდორ დოსტოევსკის "ეშმაკნი":

1. ჩვენ რუსები ამერიკელებთან შედარებით უსუსური ბალღები ვართ, კაცი ან ამერიკაში უნდა დაიბადო, ან კარგა ხანს იცხოვრო იქ, თუ გინდა, იმათ დონემდე მიაღწიო.

2.ჩვენი რუსი ლიბერალი პირველ ყოვლისა ლაქიაა და თვალი იმისკენ უჭირავს, ვის გაუწმინდოს ჩექმები.


3. რუსული ათეიზმი კალამბურს არასოდეს გასცილებია.

4. რუსეთში თუ აჯანყებას დაიწყებ, უთუოდ ათეიზმიდან უნდა დაიწყო.

5. მხოლოდ რუს თაობას აქვს უნარი ჭეშმარიტებას პირდაპირ თვალებში შეხედოს. ევროპაში ასე ჯერ არ გაკადნიერებულან: იქ ქვისაგან ნაგები სახელმწიფოა, იქ კიდევ შემორჩათ დასაყრდენი. რამდენადაც ვატყობ და რამდენადაც განსჯა შემიძლია, რუსული რევოლუციური იდეის (სოციალისტური) მთელ არსს სინდისის უარყოფა წარმოადგენს.


რომანი „ეშმაკნი“ პოლიტიკური ხასიათისაა და ნათლად ასახავს რუსეთის იმპერიის ცხოვრებას მე-19 საუკუნეში. მწერალი ამხელს საზოგადოებრივი გარემოს რღვევისა და ხრწნის გამოვლინებებს, ზღვარგადასულ ეგოიზმსა და კარიერიზმს, სიცრუეს, შანტაჟს და პიროვებასა და თავისუფლებაზე ძალმომრეობას. რისეთი დრემდე არ შეცვლილა.

ფიოდორ დოსტოევსკი "დანაშაული და სასჯელი":

"რუსი ხალხი ზოგადად ფართო ხალხია, ავდოტია რომანოვნა, ფართო, როგორც მათი მიწა, და უკიდურესად მიდრეკილი ფანტასტიკისაკენ, უწესრიგობისკენ; მაგრამ უბედურება ისაა, იყო ფართო განსაკუთრებული გენიალურობის გარეშე".

ფიოდორ დოსტოევსკი "იდიოტი":

რუსი ადამიანისთვის უფრო ადვილია ათეისტი იყოს, ვიდრე ყველასთვის მთელ მსოფლიოში! და რუსები არა მხოლოდ ხდებიან ათეისტები, არამედ აუცილებლად სჯერათ ათეიზმის, როგორც ახალი სარწმუნოების. მაგრამ ამას აკეთებენ, როგორც ქრისტიანები და არავითარ შემთხვევაში არ იმჩნევენ, რომ სჯერათ ნულის".


"თუ ღმერთი არ არსებობს, ყველაფერი ნებადართულია" ამავე ნაწარმოებიდან. რუსი იმდენად მიდრეკილია, მისთვის იყოს ყველაფერი ნებადართული, რომ ღმერთსაც უარყოფს ყველაფრის ნებადართულობისთვის.

„რუსი ეს არის ხალხი, რომელიც ევროპაში დაძრწის და იმას ეძებს, გართობის მიზნით რა გაანადგუროს და მოსპოს“.


"ამბობენ, რომ რუსები ღვთის მადიდებელი ერია. ეს სინამდვილეა, ისინი რელილიური ხალხია - სანამ ტავს მოგაჭრიან ნაჯახით, მანამ აუცილებლად გადაიწერენ პირჯვარს"

ლევ ტოლსტოი "პეტრე პირველში"ჯერ კიდევ როდის ამბობდა რუსებზე :
"ვსხედვართ უზარმაზარ ტერიტორიაზე და ღატაკები ვართ!"
ღირს დაფიქრებად, რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ მიწით ვერ ძღებიან და სწრაფვა აქვთ, ყველაფერი ირგვლივ მათსავით მოატიალონ? დესტრუქციული ერი.
ანტონ ჩეხოვი "ალუბლის ბაღი"

"რუსები 200 წლით მაინც ჩამოვრჩებით მსოფლიოს. ჯერაც არაფერი გვაქვს, წარსულისადმი გარკვეული დამოკიდებულებაც კი. მხოლოდ ვფილოსოფოსობთ, ვუჩივით სევდიანობას და ვსვამთ არაყს.
ალექსანდრე პუშკინი:

„რუსი გულგრილია და უსამართლო, ესაა ხალხი, რომელიც ადამიანურ ღირსებას, თავისუფალ ადამიანს და თავისუფალ აზროვნებას არ ცნობს“.

ივან ტურგენევი "მამები და შვილები":
ადრე, არც ისე დიდი ხნის წინ, ვამბობდით, რომ ჩვენი ჩინოვნიკები ქრთამს იღებენ, არც გზები გვაქვს, არც ვაჭრობა, არც სასამართლოები... <...> და მერე მივხვდით, რომ უნდა საკუთარ წყლულებზე ლაპარაკი არ ღირს, რადგან მას მხოლოდ ვულგარულობისა და დოქტრინალიზმისკენ მივყავართ; ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი ბრძენები, ეგრეთ წოდებული პროგრესული ადამიანები, არ არიან კარგები, რომ ვართ დაკავებულნი სისულელეებით, ვსაუბრობთ რაღაც ხელოვნებაზე, არაცნობიერ შემოქმედებაზე, პარლამენტარიზმზე, ადვოკატურაზე და ღმერთმა იცის, რაზე აღარ. მაშინ, როცა საქმე ეხება პურს, როცა ყველაზე უხეში ცრურწმენა გვახრჩობს, როცა ჩვენი ყველა სააქციო საზოგადოება იშლება მხოლოდ და მხოლოდ პატიოსანი ხალხის დეფიციტის გამო, რადგან ჩვენს გლეხს სიამოვნებს საკუთარი თავის ძარცვა, რათა სადმე დუქანში გამოთვრეს
მიხეილ ბულგაკოვი:

„რუსები ხალხი კი არა, პირუტყვის ხროვაა, სულთამხუთავებისა და ბოროტი სულების ველური ურდო“.

შმელიოვი:

„რუსეთს სძულს თავისუფლება, მონობას ეთაყვანება და უყვარს ბორკილები ხელებსა და ფეხებზე, ხალხი, რომელიც ჭუჭყიანია და ფიზიკურად და მორალურად მზადაა ნებისმიერ წუთს დაჩაგროს ყველა და ყველაფერი“.

ვიქტორ პელევინი "მაქციის წმიდა წიგნი":
"რუსი მამაკაცების უმეტესობა ჰომოფობია იმის გამო, რომ რუსულ გონებაში ძალიან ძლიერია ღირსების კრიმინალური კოდექსის მეტასტაზები . ნებისმიერი სერიოზული ადამიანი, რასაც არ უნდა აკეთებდეს, ქვეცნობიერად ცდილობს მიეზომოს ციხის საწოლებს და რომ მის სამსახურებრივ ჩანაწერებში ციხის ტაბუების შესამჩნევი დარღვევა არ იყოს, რისთვისაც მას მოუწევს უკანალით ანაზღაურება. მაშასადამე, რუსი მაჩოს ცხოვრება მუდმივ სპირიტუალურ სეანსს ჰგავს: სანამ სხეული ფუფუნებაში ნებივრობს, სული ციხეში სასჯელს იხდის".

მთელი მათი ხანმოკლე ისტორია საპირისპიროს ამტკიცებს, შეძრწუნებული ევროპელებს აღწერილი აქვთ ამ" მაჩოების" საყოველთაოდ დამკვიდრებული ყოველდღიური სოდომია. სტალინმა მისი მმართველობისას ქურდულ მენტალიტეტის დანერგვით, ახალი ფსევდოცხოვრების წესი მოახვიათ თავს, თუმცა ამაოდ.
ბორის აკუნინი:
"ძალიან რუსულია მოიპოვო იმაზე მეტი ვიდრე გჭირდება და მერე მიაგდო დასალპობად".
თემურ (ტიმურ) კარგინოვი სერიალი "ადექი" სეზონი 2 სერია 26:
"რუსებმა იციან, როგორ გაერთონ სხვა ერებით. ერთობიან მეტსახელების მოფიქრებითაც კი გარშემომყოფებისათვის.
რუსები ბელორუსებს ეძახიან ბულბაშებს,
უკრაინელებს – ხოხლებს,
შუა აზიელებს – ჩურკებს,
კავკასიელებს – ხაჩებსა და შავტრაკებს,
ებრაელებს – ჟიდებს...
რუსებს ჰგონიათ, რომ შეურაცხმყოფელს ვერ უწოდებთ., რადგან ლინგვისტურად დაცული არიან.
...მაგრამ ქალები გარყვნილნი და მამაკაცები ლოთნი კი არიან."
ალექსანდრე სოლჟენიცინი "პირველ წრეში":
"ამბობენ, რომ მთელი ხალხის უსასრულოდ დათრგუნვა შეუძლებელია. ტყუილია! შეიძლება! ჩვენ ვხედავთ, როგორ მორალურად განადგურდა ჩვენი რუსი ხალხი, გულგრილი გახდა არა მარტო ქვეყნის, არა მარტო მეზობლის, არამედ საკუთარი და შვილების ბედის მიმართაც კი. გულგრილობა, სხეულის უკანასკნელი გადარჩენის რეაქცია გახდა ჩვენი განმსაზღვრელი თვისება. ამიტომ არყის პოპულარობა უპრეცედენტოა თუნდაც რუსული მასშტაბით. ეს საშინელი გულგრილობაა, როცა ადამიანი ხედავს თავის ცხოვრებას არა მოწყვეტილს, არამედ ისე უიმედოდ დაქუცმაცებულს, ისე გაფუჭებულს, რომ მხოლოდ ალკოჰოლით დავიწყების გამო მაინც ღირს ცხოვრება. ახლა არაყი რომ აკრძალულიყო, მაშინვე რევოლუცია დატრიალდებოდა ჩვენს ქვეყანაში."
ამავე წიგნიდანაა : " რუსული საათი საუკუნით ჩამორჩა დროს".
იოსებ ბროდსკი "ნობელის ლექცია":
"ადამიანისთვის, რომლის მშობლიური ენაც რუსულია, პოლიტიკურ ბოროტებაზე საუბარი ისეთივე ბუნებრივია, როგორც საჭმლის მონელება.
ალექსანდრე გერცენი:
" მთელი რუსეთი პატრიოტიზმის სიფილისმა დაიპყრო"

"მე ვერსად ვხედავ რუსეთში თაავისუფალ ადამიანებს"
ახლა ვნახოთ, რას ამბიობდნენ დიდი ქართველები რუსეთზე:
ივანე ჯავახიშვილი:
"როგორ ახერხებდა რუსეთი საქართველოს ისე მოჯადოებას, რომ იგი რამდენიმე მწარე გამოცდილების შემდგომაც მაინც „ქრისტესმოყვარე“ რუსეთის მფარველობის გულწრფელი მოიმედე იყო? რუსეთი საქართველოს ისე უყურებდა, როგორც კარგს იარაღს, რომელიც საჭიროებისამებრ შეიძლებოდა მშვენივრად გამოეყენებინა თავის სასარგებლოდ. ეს აზრი თვით რუსეთის მთავრობას აქვს ცინიკური გულახდილობით გამოთქმული გრაფ ნ. პანინის პირით ერთს საიდუმლო მიწერილობაში, რომელიც მან სახელმძღვანელოდ საქართველოში მყოფ რუსეთის წარმომადგენელს, გენერალ ტოტლებენს გაუგზავნა: უნდა ეცადოთ საქმე საქართველოში ისე მოაწყოთ, რომ ყველაფერი ჩვენი „ხელმძღვანელობით ხდებოდეს“, თვით ქართველებს კი ისე ეგონოთ, ვითომც ისინი თავიანთ მთავრობის განკარგულებას ასრულებდნენ, თვით მთავრობაც დარწმუნებული იყოს, თითქოს ყველაფერი მისი სურვილისა და ნების თანახმად ხდებოდეს, ერთი სიტყვით, ყოველი ჩვენი წადილი განხორციელდეს, მაგრამ იმნაირად კი, რომ „სული აქაური (ე.ი. რუსული) იყოს, სხეული კი ქართულიო“.
ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძემ ლერმონტოვის "მწირის" თარგმნისას ფინალი შეცვალ.
რუსული მწირი ასე მთავრდება:
«И божья благодать сошла
На Грузию! Она цвела
С тех пор в тени своих садов,
Не опясаяся врягов,
За гранью дружеских штыков»
ილიას ფინალი კი ასეთია:
„მას აქეთ, რაცა კურთხევა ღვთისა
მიეცა ტანჯულს ივერიის ერს,
რაც კარგი ექნას რუსისა შტიკსა –
ღმერთმა იმ რუსსვე ასკეცად მისცეს“.
ღირს დაფიქრებად.
ილია ჭავჭავაძე, საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლისთავის აღნიშვნაზე:
“მე, კერძოდ, წინააღმდეგი ვარ ასეთის დღესასწაულის გადახდის, 40 წლის განმავლობაში მე სულ იმ აზრის ვიყავ, რომ საქართველოს რუსეთის იმპერიასთან დაკავშირება იყო თვით ქართველი ერის სიკვდილი. 40 წლის განმავლობაში ამას ვფიქრობდი, ამას ვემსახურებოდი, ამას ვაკეთებდი როგორც სიტყვით, ისევე კალმით. ეხლა თქვენ მეუბნებით, რომ 40 წლის განმავლობაში თქვენი ნაფიქრ-ნაღაღადევი უარი ჰყავით და ასე უცბად ჩვენს განძრახვას დაემორჩილედო.
არა! მე ჩემი 40 წლის ნამაგდარი შეხედულება უარი ვერ ვყავი, გაუმეორე კვალად: მე ასე ვფიქრობ მეთქი და ამიტომ თქვენც გირჩევთ, რომ ამ აზრის იყვნეთ და ჩვენი სიკვდილის ასის წლის თავს ნუ ვიდღესასწაულებთ მეთქი, მათ არ ქმნეს. მე კიდევ უარი ვსთქვი: მე არ თანაუგრძნობ თქვენს განძრახვას და ამიტომ მშვიდობით ბრძანდებოდეთ. მე ჩემთვის, თქვენ თქვენთვის"
ვაჟა-ფშაველა
image
აკაკი წერეთელი

ყველასთვის ცნობილია, რომ აკაკი წერეთელი რუს ქალზე დაქორწინდა, ამიტმ მას ჰქონდა შესაძლებლობა, კიდევ უფრო ახლოს და შიგნიდან, მცირე სოციალურ ჯგუფში- ოჯახში გაეცნო რუსული გამომძალველი ხასიათი. მოხუცი აკაკი წერს შესაბამის, თუმცა სკაბრეზულ ლექსს:

ვიყავ რუსეთში ვნახე ვაკენი,
ქალნი უნიფხვო, კაცნი - მაკენი.
ვაი ჩემო მიწა-წყალო, ვაი ჩემო შუქურ-მაქო,
მე იმისი დედა მოვ.., ვინც პირველად რუსი აქო"
ნაპოლეონ I ბონაპარტი:
"გათხარე რუსი და იპოვი მონღოლს!"
სხვათა შორის, მოგეხსენებათ, რომ რუსეთთან ბრძოლები ნაპოლეონმა მოიგო, ომი კი - არა რუსმა, არამედ რუსულმა კლიმატმა მოიგო, რაც სიზუსტითაა აღწერილი და გადმოცემული ტოლსტოის ნაწარმოებში "ომი და მშვიდობა"!
ოტო ფონ ბისმარკი:


" არასდროს დაუჯეროთ რუსებს, მათ ერთმანეთისაც კი არ სჯერათ"

ერიხ ფრომი:


"მთელ რუსეთს განკურნება სჭირდება"


ზინაიდა გიპიუსი:

"რუსეთი - შეშლილთა ძალიან დიდი სახლია"

კარელ ჩაპეკი:

"რუსები მის ირგვლივ ყველაფერს უწოდებენ სლავურს, რათა შემდეგ ყველაფერს სლავურს - რუსული უწოდონ. "

რონალდ ნოქსი:

"რუსეთი კაცობრიობის განვითარების დაბალ საფეხურზე დგას"



image


საიდან ამდენი აგრესია ხალხში?!

რატომ არ უნდა წარმოთქვა ის, რაც არ გინდა მოხდეს შენს ცხოვრებაში

პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი ინაუგურაციიაზე მოსახვერდად სესხი აიღო

0
228
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
228