ფსიქოლოგია საიდან ამდენი აგრესია ხალხში?! 2021, 8 იანვარი, 2:14
თანამედროვე საზოგადოებაში ყველას მიერ მიღებული ნორმები მატერიალური წარმატების მირწევაზე აკეთებენ აქცენტს, რის მისაღწევადაც, წესით, ცოდნა, თვითდისციპლინა და ინტენსიური შრომაა საჭირო. როგორც მე-20 საუკუნის ამერიკელი სოციოლოგი რობერტ კინგ მერტონი ამბობს, ადამიანები, რომლებიც სინამდვილეში შეუპოვრად იღვწიან, წარმატებას უნდა აღწევდნენ მიუხედავად იმისა, თუ საიდან დაიწყეს მათ ცხოვრება, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ ხდება, რადგან ადამიანთა დიდი ნაწილისთვის ამ წარმატების მიღწევის საშუალებები შეზღუდულია. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ადამიანები წარმატების მიღწევას ნებისმიერი საშუალებით ცდილობენ, მათ შორის, უკანო გზებით. თაღლითობა, მიტაცება, გამოძალვა, წართმევა, წაგლეჯა, მაქინაციები, გაყალბება, მოტყუება, მითვისება, ცილისწამება - არასრული ნუსხაა იმ უკანონო გზების, რითაც მატერიალურ წარმატებას აღწევენ ადამიანები. მერე კი, როგორც წესი, გამარჯვებულებს აღარ ასამართლებენ. გემახსოვრებათმ ნოდარ დუმბაძის რომანიდან "კუკარაჩა" ცნობილი ფრაზა: "ხალხი ბრბოა, ხვალ მოვა და შენი ფეხის ნაბან წყალს დალევს" საქმე იმაშია, რომ კონფორმიზმი ზოგ შემთხვევაში საწჭიროა კიდეც, მაგალითად, გუნდური მუშაობისას, როცა გუნდის საქმიანობას ერთი მიზანი აქვს. კრილოვის იგავის "გედის, კალმახის და კიბოს" მსგავსად რომ არ გამოვიდეს, სადაც თითოეული ტვირთს სხვადასხვა მიმართულებით ექაჩება და ადგილიდან ვერ ძრავენ, კონფორმიზმი ასეთ შემთხვევაში გონივრულია და მაღალპროდუქტიულობის საფუძველი, მაგრამ ჩვენში კონფორმიზმმა, რომელიც არიერულ კიბეზე მაღლა სვლის უცილობელ პირობად იქცა, ნეგატიური სახე მიიღო: როცა შენი წარმატების განმსაზღვრელი (სამსახურის ხელმძღვანელი ან სკოლაში მასწავლებელი) გეუბნება, რომ ზეცა მწვანეა, უპირობოდ უნდა აღიარო ზეცის სიმწვანე. ეს, ერთი მხრივ, კლავს ინდივიდუალიზმს, რომელიც ყველა დიდი იდეის, მეცნიერული აღმოჩენის, გამოგონებისთვის მნიშვნელოვანი პიროვნული თვისებაა, მეორე მხრივ, კონფორმისტი ვერასდროს აღუდგება წინ მისი წარმატების განმსაზღვრელ პირს მაშინაც კი, თუ მთელი მათი საქმიანობა უფსკრულში გადასაჩეხ გზაზე დგას. წარმოიდგინეთ, ადოლფ ჰიტლერი რომ კონფორმისტების გარემოცვაში არ ყოფილიყო, როგორი იქნებოდა მსოფლიო დღეს! გარდა იმისა, რომ ადამიანების განადგურება და ჰოლოკოსტი იქნებოდა აცილებული თავიდან, მიწასთან არ გასწორდებოდა, ცეცხლით არ შთაინთქმებოდა კაცობრიობის მიერ შექმნილი და მეოცე საუკუნებმდე მოტანილი უამრავი კულტურული მემკვიდრეობა და მატერიალური სიკეთეები. 35 5-ს მოსწონს
|