ვიდეო გაკვეთილები 256 წლის ჩინელი ლი ცინიუნის დღეგრძელობის საიდუმლო გაგაოცებთ 2021, 12 აგვისტო, 21:46 ჩინელმა ლი ცინიუნმა, არც მეტი, არც ნაკლები, 256 წელი იცოცხლა. 1933 წლის "ნიუ იორკ თაიმსის" ნომერში გამოქვეყნებული ნეკროლოგი იუწყებოდა, რომ 256 წლის ასაკში გარდაიცვალა სუპერ-დღეგრძელობა, ლი ცინიუნი. გავრცელებული ჭორების მიხედვით, ცინიუნს ჰყავდა 200 მემკვიდრე (შვილი) და 24 ცოლი. 23 ცოლთან მან ტკბილად იცხოვრა და 23-ჯერ გახდა ქვრივი, ხოლო 24-ე გახდა ცინიუნის ქვრივი. ასეთი რამ ადვილი მოსალოდნელია, თუ ის ნამდვილად 256 წელი იყო ცოცხალი. ლი ცინიუნის დაბადების თარიღად მიჩნეულია 1677 წელი, ჩინეთი, სიჩუანის პროვინცია.ცინიუნამდე ყველაზე ხანდაზნულ, დღეგრძელ მოკვდავად ასახელებდნენ ფრანგ ჟანა-ლუიზა კალმანს, რომელმაც 122 წელი იცხოვრა. ცინიუნის დღეგრძელობის საიდუმლოს ამოხსნა არც ისე ადვილია. ჩინელს როდესაც ჰკითხეს ამის შესახებ, მან ასეთი პასუხი გასცა: "დამშვიდდით; კუსავით იჯექით; მტრედსავით ენერგიულად იმოძრავეთ და იძინეთ ძაღლივით". უცნობია, ზუსტად რას გულისხმობდა ცინიუნი ამ სიტყვებში. ალბათ, მან მოგვიწოდა მშვიდი ფსიქიკური მდგომარეობის შენარჩუნებისა და კარგი ძილისაკენ. 701 შეფასება არ არის
|