
ერთხელ, ღამე, პროვინციაში, სადაც მონასტერი იყო, დიდი თოვლი მოვიდა. დილით მოსწავლეები, რომლებსაც წელამდე თოვლში მოუხდათ გავლა, მედიტაციის დარბაზში შეიკრიბნენ.
მასწავლებელმა შეკრიბა მოსწავლეები და იკითხა:
— აბა, რას იტყვით, რა უნდა გავაკეთოთ ამ სიტუაციაში?
პირველმა მოსწავლემ თქვა:
— უნდა ვილოცოთ, რომ თოვლმა დნობა დაიწყოს.
მეორემ კი თქვა:
— ყველა ჩვენ-ჩვენს კელიებში უნდა ვიყოთ, ხოლო თოვლი თავის გზაზე წავიდეს.
მესამემ თქვა:
— მისთვის, ვინც ჭეშმარიტება შეიცნო, სულ ერთი უნდა იყოს - არის თოვლი, თუ არ არის ის.
მაშინ მასწავლებელმა თქვა:
— ახლა კი მომისმინეთ, მე რას გეტყვით.
მოსწავლეები უდიდესი სიბრძნის მოსასმენად მოემზადნენ.
მასწავლებელმა მათ თვალი მოავლო და თქვა:
— აიღეთ ნიჩფები და საქმეს მიხედეთ!
მორალი: ნურასოდეს დაივიწყებთ იმის შესახებ, რაც მართლა მუშაობს - ეს მოქმედება არის! 





