x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მტყუნის დედას შ...ა ზოლიანმა ვიrმა, რაც მე არ მიმიცია,  დაიწყეთ დაპლьური თამაშები?" - რამ აღაშფოთა სოსო გოგაშვილი 

image


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საგანგებო პოსტს ავრცელებს და ყველა იმ ადამიანს მიმართავს, ვინც ფიქრობს რომ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს ე.წ. კრებსი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარული მიყურადების აღმწერ დოკუმენტაციას წარმოადგენს სწორედ მან მიაწოდა: "არ ვაპირებდი რეაგირებას ვიღაც “პ.კ. – დ.ჩ”- ს შესრულებულ სტანდარტულ დავალებაზე, მაგრამ ცენტრალიზირებული დავალება ჩაგიშლიათ და “მესიჯბოქსიც” მზადაა. გასაგებია ჩემთვის ყველაფერი, ანუ დაიწყეთ დაპლьური თამაშები ხოდა გეკითხებით: თუ გვარამიამ, რაც წაიკითხა ეგ მისი ნაბოდვარია და შეთხზული, მაშინ გოგაშვილი შუამავლებით რაღას აწვდის მას? თუ მე მას მართლა მივაწოდე ინფორმაცია, რაშიც ბრალს მდებთ, ესეიგი გამოდის, რომ რაც წაიკითხა ყველაფერი მართალი ყოფილა? მაშინ, თუ ასეა დაიწყეთ გამოძიება, დაკითხეთ ყველა, თუ მაგრები ხართ დაადგინეთ და დასაჯეთ დამნაშავე! მაგრამ საცერივით გაგიხდათ უწყება, ვეღარ იცავთ შიდა უსაფრთხოებას და ეგ არ გინდათ აღიაროთ. ჯერ სად ხართ რას დაამსგავსეთ ყველაზე მთავარი სამსახური, ან ვის ხელში ჩააგდეთ? პ.ს. მე, თუ პირადად რამის გაკეთება გადავწყვიტე, ამას ვერავინ დამიშლის, ღიად გავაკეთებ და ხმამაღლა ვიტყვი ნებისმიერ მედიასთან, ვინც სიმართლეს არ დამიკარგავს. ადრეც მითქვამს, კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი, სამხილებელი და მოსათხოვი. რა შუამავალი, რის შუამავალი. Я не буду грузиться, заканчивай бурить и варганку крутить ასე რომ, გირჩევთ ნუ გაიბანძებთ თავს მდარე ხარისხის “დეზით”. რეალურ საფრთხეებზე და გამოწვევებზე ამუშავეთ პროფესიონალები, ვინც შეგრჩათ მანდ პ.პ.ს.ხო და კიდევ ერთი, როგორც ალალმართალი ქიზიყელი ჩემდათავად ამაი ვიტყვი: მაშ მტყუნის დედას შესცა ზოლიანმა ვიrმა, რაც მე არ მიმიცია"- წერს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც პოსტს თან ასევე აღნიშნულ ფოტოსაც ურთავს.


image


შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით ნიკა გვარამიამ საავტორო გადაცემა "მთავარ აქცენტებში" დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, დოკუმენტებში, რომელიც მას სანდო წყარომ მიაწოდა პოლიტიკოსებზე, სასულიერო პირებზე, ჟურნალისტებზე, ბიზნესმენებზე და საჯარო მოხელეებზე თვალთვალის დროს მოპოვებული ინფორმაცია იყო ასახული. "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის თქმით, თვალთვალის მოკლე შინაარსი სუს-ში პერსონალურად ბიძინა ივანიშვილისთვის მზადდებოდა.
















0
799
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
799