საბუნებისმეტყველო 18 საინტერესო და რთულად დასაჯერებელი რეალობა ოკეანეების შესახებ, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს! 2021, 11 ოქტომბერი, 13:11 არსებული ინფორმაციით, ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილში, რომელიც მდებარეობს მარიანას ღრმულში მხოლოდ 3-მა ადამიანმა მოახერხა ჩასვლა. ჩელენჯერის თხრილი არსებული მონაცემებით ყველაზე ღრმა ადგილია მთელ ოკეანეთში. სხვა საინტერესო ინფორმაციის მისაღებად, ბოლომდე წაიკითხეთ ჩვენი დღევანდელი სტატია. 1. ჩვენი პალნეტის ზედაპირის 71% ოკეანეებით არის დაფარული. 2. ოკეანეების სიდიდე გაინტერესებთ? ქვემოთ მოცემულ ფოტოში წყნარ ოკეანეს ვხედავთ... წარმოდგენაც კი რთულია... 3. ოკეანის საშუალო სიღრმე დაახლოებით 3.70 კმ -ია. 4. ბურჯ ხალიფა 160 სართულისგან შედგება, ხოლო ოკეანის საშუალო სიღრმე 4.5 უფრო მაღალია, ვიდრე ეს მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა. 5. ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილი, ჩელენჯერის თხრილი, მდებარეობს წყნარ ოკეანეში, მარიანას არქიპელაგთან ახლოს. 6. Nat Geo-ს თანახმად, ოკეანის საშუალო სიღრმის წნევის სიმძლავრე იგივეა, რაც ადამიანის სხეულზე 50 თვითმფინავის დაცემა. 7. ოკეანეების სიღრმეებში არსებული საიდუმლოებების მხოლოდ 5 % ია გამოკვლეული. 8. ჩვენთვის ოკეანეების სიღრმეები გამოიყურება ასე: 9. დღეის მდგომარეობით ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილს მხოლოდ სამმა ადამიანმა მიაღწია. 1960 წელს დონ უოლში და ჟაკ პიკარდი 20 წუთის განმავლობაში იყვნენ წყალქვეშ ტრიესტში, ჩელენჯერის თხრილის 11 000 მეტრის სიღრმეზე. 10. მესამე ადამიანი, ვინც იგივე სიღრმეზე მიაღწია იყო ჯეიმს კამერონი, ტიტანიკის ცნობილი რეჟისორი, მან ეს 2012 წელს გაბედა. 11. არსებული ინფორმაციით, ადამიანებმა სხვა პლანეტების შესახებ უფრო მეტი იციან, ვიდრე ოკეანეების... 12. წყნარი ოკეანის ფსკერის რუკის შედგენა უფრო რთულია, ვიდრე პლანეტა ვენერასი. 13. 1971 წლიდან ვიცით, რომ მზის სისტემის უდიდესი ვულკანი არის Olympus Mons მარსზე. თუმცა 2013 წელს აღმოვაჩინეთ, რომ მსოფლიოს უდიდესი ვულკანი არის ტამუს მასივი. 14. ისევ და ისევ მხოლოდ 3 წლის წინ გავიგეთ, რომ ჩვენი პლანეტის შიდა ფენებში არის წყლის იმდენი რეზერვი, რამდენიც ოკეანეების ჯამურ ზომას 3 ჯერ აღემატება. 15. ოკეანეების სიღრმეში დაახლოებით 60 მილიარდი დოლარის ღირებულების საგანძური იმალება. 16. ყოველწლიურად ოკეანეებში 10 000 სატვირთო კონტეინერი იკარგება. 17. 1997 წელს წყნარ ოკეანიდან უცნაური ხმები ისმოდა. მას შემდეგ არავის გაუგონია, თუმცა არც არავინ იცის რისი ხმა იყო ეს... 18. კუბის სანაპიროზე ღრმა წყლებში მკვლევარებმა აღმოაჩინეს ჩაძირული ქალაქის მსგავსი წარმონაქმნი. არსებობს ჭორები, რომ ეს ნანგრევები არის დაკარგული ქალაქი ატლანტიდა. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<17 საინტერესო და გამაოგნებელი ფაქტი ფეხბურთის შესახებ, რომელიც შესაძლოა პირველად წაიკოთხოთ! ქვეყნები, რომლებსაც ყველაზე მეტად სძულთ ერთმანეთი 5 ადგილი დედამიწაზე, რომელიც მეცნიერებს თავგზას ურევს! 14 სიმართლე ჩვილების შესახებ, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს! როგორ გავიგოთ მოვწონვართ თუ არა ქალს(გოგოს)? "სულ სხვა სამყარო" - 16 საინტერესო დეტალი ნიდერლანდების ყოველდღიური ცხოვრებიდან ცნობილ ნახატებში დამალული საიდუმლოებები - ადამის შექმნა ამ დამთხვევების შემდეგ ვრწმუნდებით, რომ დედამიწაზე არსებობს რაღაც უცნაური! 10 ქვეყანა, რომელთა დაპყრობაც თითქმის შეუძლებელია! ალექსანდრე მაკედონელი და მისი უდიდესი იმპერია! (ყველაფერი, რაც დღემდე არ იცოდით!) 1860 4-ს მოსწონს
|