x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ცნობილ ნახატებში დამალული საიდუმლოებები - ადამის შექმნა

დღეს ვისაუბრებთ ნახატზე, რომელიც მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ხელოვნურ შედევრებს შორისაა მოხვედრილი. ამ საინტერესო ნახატში უამრავი საიდუმლოება იმალება. მეცნიერები წლების განმავლობაში ცდილობენ ამ საიდუმლოებების ამოხსნას, თუმცა ზუსტ დასკვნამდე ჯერ კიდევ ვერ მივიდნენ და ალბათ ვერც მივლენ. ვნახოთ უფრო დეტალურად...


image









ადამის შექმნა - ავტორი: მიქელანჯელო ბოუნაროტი


image




მიქელანჯელოს ფრესკა, დაწერილი სავარაუდოდ 1511 წელს, არის სიქსტეს კაპელას ჭერზე დაწერილი ფრესკებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული. ფრესკაზე აღწერილია სიუჟეტი ძველი აღთქმიდან — ღმერთის მიერ პირველი ადამიანის, ადამის შექმნა:


„ და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან. და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად."



„ადამის შექმნა“ სიქსტეს კაპელის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფერწერული კომპოზიციაა. ღვთის მარჯვენა ხელი მამართულია ადამისაკენ. მათი ხელები ერთმანეთს არ ეხება. სავარაუდოდ, მიქელანჯელომ ამით ღვთიურისა და ადამიანურის ერთმანეთთან მიუწვდომლობა გამოხატა.


image





პირველი იდუმალი ამ გენიალურ ნახატში - როგორც ხედავთ მიქელანჯელოს ფანტაზიის უნარს და ნიჭს საზღვარი ნამდვილად არ ჰქონია, ის ძალიან ჭკვიანი მხატვარი და მოქანდაკე იყო . ფოტოზე აღბეჭდილია ადამი, რომელსაც ღმერთი სიცოცხლეს აძლევს. ადამი იმდენად სუსტია, რომ ხელის აწევაც არ შეუძლია, თუმცა მის ტვინში მხატვრის ნიჭიერად შესრულებული ღმერთის გამოსახულებაა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა ადამს თავის ვიზუალური მხარე უსახსოვრა და ამის შემდეგ ყველა ადამიანს ღმერთი ადამიანის მაგრვარი ჰგონია. ზუსტად ამის დასამტკიცებლად იშრომა მიქელანჯელომაც - ეს იყო მეცნიერების მიერ აღმოჩენილი პირველი საიდუმლოება.



მეორე იდუმალი - ფოტოზე ჩანს, თუ როგორ ეხვევა ღმერთი ერთი მკავით ქალს. ვინ უნდა იყოს ეს ქალი, თუ არა ევა? მეცნიერების აზრით ამ ფოტოზე აღბეჭდილი ქალი ევაა, რომელსაც ღმერთი ადამის შემდეგ ქმნის...



ხოლო მწვანე ლენტისებრი ტილო, რომელიც ქვემოთ არის გაშლილი ადამიანის ცხოვრებაა - ასე ხსნიან ამ ყველაფერს მსოფლიოს მოწინავე და რელიგიათმცოდნე მეცნიერები.




რაც შეეხება ბოლო იდუმალებას - ფოტოზე ჩანს სხვა სახეებიც, რომლებიც ადამის და ევას დედამიწაზე ცხოვრებას წინასწრამეტყველებს. მათ უამრავი სირთულეების გავლა მოუწევთ და ამაში მონაწილეობას დარჩენილი სახეები მიიღებენ - ასე თვლიან კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები.

image


























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<




ცნობილ ნახატებში დამალული საიდუმლოებები - უკანასკნელი ვახშამი (საიდუმლო სერობა)

image




ცნობილ ნახატებში დამალული საიდუმლოებები - მონა ლიზა


image




ზოგჯერ შემთხვევით, ზოგჯერ კი გონივრულად - როგორ გაიგეს ამ ადამიანებმა მეუღლის ღალატის შესახებ?

image




"ჩვენი ბავშვობა" - ამ ფოტოების მნიშვნელობას დღეს ბევრი ვერ მიხვდება...

image




14 შემაშფოთებელი მიზეზი, რის გამოც გარემოს უფრო მეტად უნდა მოვუფრთხილდეთ!

image




ახალი კვლევების თანახმად, შესაძლოა მეგადოლონი მარიანას ღრმულში კვლავ არსებობდეს

image




კიბერ სახლი - თუ გაწუხებთ პოსტაპოკალიფტური მომავალი, ილონ მასკის კიბერ სახლის ყიდვა მოგიწევთ!

image





0
1040
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1040
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0