x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მან მეუღლის გვამი საფლავიდან ამოიღო და ტახტზე დასვა...

შექსპირი შეცდა: უფრო სევდიანი ამბავი, ვიდრე რომეოს და ჯულიეტას სიყვარულის ისტორია იყო, არსებობს. სევდა კი იმაში მდგომარეობს, რომ ის რეალურად მოხდა და დრამა უამრავი ადამიანის თვალწინ გათამაშდა.

რა თქმა უნდა, დღეს რთულია იმის მტკიცება, რომ შექსპირის პიესის პროტოტიპები სწორედ ის ადამიანები იყვნენ და არც ის არის ცნობილი, თუ რა გახდა პოემის შექმნისას ავტორის შთაგონების წყარო, მაგრამ ევროპაში, მსგავსი ისტორია მართლაც მოხდა! თან, «რომეო და ჯულიეტას» შექმნამდე, ბევრად უფრო ადრე. ეს ტრაგედია პორტუგალიის მეფის – აფონსუ IV გულადის (1291-1367) სახელს უკავშირდება, რომელსაც 1320 წელს ტახტის მემკვიდრე – პედრო შეეძინა, რომელიც ამ სიყვარულის დრამატული ისტორიის მთავარი გმირი გახდა.


image


როდესაც პედროს 14 წელი შეუსრულდა, მამამ მისი დაქორწინება გადაწყვიტა და არჩევანი ესპანეთის პრინცესაზე შეაჩერა. იმ დროისთვის, პრინცს საკუთარი ფრეილინა ინეს დე კასტრო უყვარდა. მაგრამ, რადგენ მისი უპირველესი ვალი, ტახტის და ქვეყნისადმი მოვალეობა იყო, კონსტანცა კასტილიელზე დაქორწინდა. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია, რომ პარალელურად, ინესთანაც ჰქონოდა ურთიერთობა და როდესაც მისი მეუღლე უდროოდ გარდაიცვალა და 25 წლის ასაკში დაქვრივდა, პრინცმა, ეს სიყვარულის ზეციურ კურთხევად ჩათვალა და ინესთან ერთად დაიწყო ცხოვრება.
პედროს ასეთმა საქციელმა მეფე აღაშფოთა, რადგან ის შვილისთვის, უკვე მეორე დინასტიურ ქორწინებას გეგმავდა და ყველანაირად ცდილობდა, შეყვარებულები ერთმანეთისთვის დაეშორებინა. ვიდრე მეფე გეგმებს აწყობდა, პედროს და ინესს 4 შვილი შეეძინათ. კანონიერი მემკვიდრეებისგან განსხვავებით, რომლებიც მას მეუღლესთან შეეძინა, ინესის შვილები სრულიად ჯანმრთელები იყვნენ და აფონსუ IV ეს ფაქტიც ძალიან უკვირდა (შეიძლება, ამის მიზეზი ის იყო, რომ პედროს დედა და მეუღლე, კასტილიის მეფის, ფერნანდო III (1199-1252) შთამომავლები იყვნენ. რედ.) და აღელვებდა. ის ხვდებოდა, რომ პედროს კანონიერი შვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ქვეყანას ვერ მართავდა. მაგრამ, ტახტი არც «ნახევრად ჯიშიანი» მემკვიდრისთვის ემეტებოდა. ამიტომ, დინასტიის დაცვის მიზნით, მან ინესის ციხეში ჩასმა გადაწყვიტა.


imageimage


ინეს დე კასტრო მეფეს შეწყალებას სთხოვდა. ის გადასახლებაზეც თანახმა იყო, რომ მისი შვილები (და მეფის შვილიშვილები) დედის გარეშე არ დარჩენილიყვნენ. თუმცა, მეფე შეუვალი აღმოჩნდა და ინესი ჯერ ციხეში გამოაკეტინა, ხოლო 1355 წლის 7 იანვარს მისი სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა. მეფე ფიქრობდა, რომ ინესის სიკვდილის შემდეგ, პედრო რომელიმე პრინცესაზე დაქორწინდებოდა. მაგრამ, მეფის საქციელმა პრინცი იმდენად განარისხა, რომ ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო, რომელიც 2 წელს გრძელდებოდა და მხოლოდ აფონსუ IV-ს გარდაცვალების შემდეგ დასრულდა.
პორტუგალიის ტახტზე პედრო ავიდა და პირველი, რაც მან გააკეთა ის იყო, რომ ინესის მკვლელები მოძებნა, მათ ბრალად უგულობა წაუყენა და გულები ამოაცალა, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით.
შემდეგ, კიდევ უფრო დიდი სიგიჟე ჩაიდინა: მეფემ საფლავიდან ინესის ცხედრის ამოსვენება ბრძანა, ის ტახტზე დედოფალივით დასვა და სამეფო კარის ყველა წარმომადგენელს მისთვის ხელზე ამბორი აიძულა.


image


მოგვიანებით, პედრომ, სიკვდილის შემდეგ დედოფლად გამოცხადებული ინესი ალკობასას მონასტერში დაკრძალა და მისი სარკოფაგის გვერდით კიდევ ერთი სარკოფაგი დაადგმევინა, რომელშიც გარდაცვალების შემდეგ, მისი ცხედარი უნდა ჩაესვენებინათ.


imageimageimageimageimageimageimageimageimage










0
663
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
663
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0