x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ნავარინოს ხოცვა–ჟლეტა-რა მოხდა 200 წლის წინ ბერძნებსა და თურქებს შორის
image

200 წლის წინ, 1821 წლის 7 აგვისტოს მოხდა ნავარინოს ხოცვა–ჟლეტა, რა დროსაც ბერძენი მემბოხეების მხრიდან განხორციელდა თურქული გარნიზონისა და სამოქალაქო მოსახლეობის სასტიკი ხოცვა-ჟლეტვა. ევროპულ ჟურნალისტიკაში და ლიტერატურაში ნავარინოს ხოცვა -ჟლეტის ისტორია პირველად გამოჩნდა აღწერილი მოვლენებიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, რაც ზოგიერთი მკვლევარის მიერ აღიქმება, როგორც საეჭვო ფაქტი.ასეა თუ ისე, მოდით გავიხსენოთ რა მოხდა ზუსტად 200 წლის წინ.





1821 წლის 6 მარტს, ალექსანდრე იფსილანტიმ გადალახა მდინარე პრუტი რუმინეთში და თავისი მცირე რაზმით შევიდა თანამედროვე მოლდოვას ტერიტორიაზე. ეს იყო ბერძნების აჯანყების დასაწყისი ოსმალეთის მმართველობის წინააღმდეგ. აჯანყება გავრცელდა მთელ საბერძნეთში და ეგეოსის ზღვის კუნძულებზე. ამავდროულად, თურქულმა ჯარებმა სისასტიკე გამოავლინეს აჯანყების ჩახშობისას, რა დროსაც მართლმადიდებელი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ძარცვა -გლეჯვის სერიებმა მოიცვა თურქეთის ქალაქები.


პარალელურად, აჯანყებულების მიერ აღებულ რაიონებში ბერძნებმა მუსულმანების (თურქები, ალბანელები) და ებრაელების არაერთი მკვლელობა ჩაიდინეს. 1821 წლის მარტის ბოლოდან აგვისტომდე, პელოპონესის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ პილოსის (ბერძნული Πύλος) სიმაგრეები, რომლებიც ევროპელებისთვის ცნობილია აგრეთვე ნავარინოს(Navarino), სახელითაც, ალყაში მოაქციეს ბერძენმა მეამბოხეების რაზმებმა. ციხესიმაგრის ალყის შედეგად, ნიოკასტრომ და პალოკასტრომ გადაწყვიტეს დანებებულიყვნენ იმ პირობით, რომ გარნიზონებსა და მშვიდობიან მოსახლეობას მიეცემოდათ საშუალება უსაფრთხოდ დაეტოვებინათ ქალაქი და გადასულიყვნენ ეგვიპტეში. თუმცა, როდესაც ნიოკასტროს ციხესიმაგრის კარიბჭე გაიხსნა, ბერძნებმა დაიწყეს ოსმალოს ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა .ინგლისელ ისტორიკოს ჯორჯ ფინლეის(George Finlay), თავის წიგნში "საბერძნეთის ისტორია", რომელიც დაწერა 1843-1861 წლებში, მოჰყავს ბერძენი მღვდლის ჩვენება, რომელიც სავარაუდოდ მოვლენების თვითმხილველია:




"ტყვიით და ხმლით დაჭრილი ქალები ზღვაში ხტებოდნენ, იმ განზრახვით, რომ თავს უშველიდნენ, მაგრამ წყალშივე ცხრილავდნენ.

დედები ბავშვებით ხელში, ტანსაცმელის გარეშე, გარბოდნენ ზღვაში, ეძებენ ხსნას იქ, მაგრამ ყველა, ვისაც წყალში ამჩნევდნენ, სასტიკი მსროლელების ცეცხლის ქვეშ ექცეოდნენ. ბერძნები ჩვილებს დედებს მკერდიდან აცლიდნენ და კლდეებიდან აგდებდნენ. სამი და ოთხი წლის ბავშვებს, ასევე ზღვაში ყრიდნენ და ახრჩობდნენ. როდესაც ხოცვა -ჟლეტა დასრულდა, გვამები ტალღებმა ხმელეთზე გამორიყა და ქვიშაზე მიმოიფანტა..საფრთხე იყო იმის, რომ ჭირი გაჩენილიყო"


მთლიანად დახოცეს 2000-დან 3000-მდე თურქი.

მეორე ციხესიმაგრის, -პალოკასტროს აღება ინციდენტის გარეშე მოხდა.

ზოგიერთი ცნობის თანახმად, აჯანყების დაწყებამდე საბერძნეთში 50 000 -მდე ოსმალი ცხოვრობდა. 1821 წლის ზაფხულისთვის თითქმის ყველა მათგანი მოკლეს ან გაიქცნენ:

"საბერძნეთში თურქებმა ისეთი ძლიერი კვალი ვერ დატოვეს, როგორც სხვა ქვეყნებში. ისინი მოულოდნელად და სამუდამოდ გაუჩინარდნენ 1821 წლის გაზაფხულზე, ისინი არც უგლოვიათ და არ შეუმჩნევია დანარჩენ მსოფლიოს ... 20 000 -ზე მეტი თურქი მამაკაცი, ქალი და ბავშვი მოკლეს რამოდენიმე კვირიანი ხოცვა-ჟლეტვის დროს. მათ განზრახ ხოცავდნენ, ყოველგვარი ყოყმანისა და ორჭოფობის გარეშე ..."


აღსანიშანავია, რომ ბერძნების მიერ მუსულმანებისა და ებრაელების ხოცვა -ჟლეტის შემთხვევები პრაქტიკულად მხოლოდ ევროპელი ავტორების სპეციალურ ისტორიულ კვლევებშია ნახსენები, დაწერილი მოვლენებიდან მრავალი წლის შემდეგ. ბერძნული რევოლუციის დროს მუსლიმთა ხოცვა -ჟლეტასთან ერთად, ბერძნებთან ტყვედ ჩავარდნილი მუსულმანი ქალების, გოგოებისა და ბიჭების მონებად( სექსუალური )გაყიდვის პრაქტიკა, მათ შორის ევროპული გემების ეკიპაჟებიდან, რომლებიც შედიოდნენ საბერძნეთის პორტებში, ასევე შეუმჩნეველი დარჩა ევროპული საზოგადოების მიერ.





0
358
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
358
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0