x
image
თამილა გურაშვილი
კომპანია Virgin Galactic-მა კოსმოსური ბილეთების გაყიდვა დაიწყო
image



Virgin Galactic-მა კოსმოსური ტურისტებისთვის ბილეთების გაყიდვა დაიწყო. დედამიწის ზედაპირიდან 80 კილომეტრზე მეტ სიმაღლეზე ასვლის უფლებისთვის, 450 ათას დოლარზე მეტი უნდა გადაიხადონ.





პოტენციური მყიდველებისთვის არსებობს სამი ვარიანტი: "საოჯახო პაკეტი", მარტო ფრენა ან ფრენის სრული პაკეტის შეძენის შესაძლებლობა, იუწყება "რია ნოვოსტი".





კოსმოსური ხომალდის Unity -ის შემდეგი რეისი დაგეგმილია სექტემბრის ბოლოსთვის.






შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს კომპანია Virgin Galactic-ის კოსმოსური ხომალდი ბორტზე ბრიტანელ მილიარდერ რიჩარდ ბრენსონთან ერთად წარმატებით დაეშვა დედამიწაზე სტრატოსფეროში გაფრენის შემდეგ.





ფრენა ერთ საათს გაგრძელდა. Unity-ის სარაკეტო ხომალდმა მანძილი დაფარა ორმხრივი გამშვები თვითმფრინავის White Knight Two-ის დახმარებით. ამის შემდეგ, ის გამოეყო მას და ჩართო საკუთარი ძრავები, რათა, მიეღწია 80 კილომეტრ სიმაღლემდე, როგორც ეს დაგეგმილი იყო ფრენის წინ.






70 წლის ბრენსონი სტრატოსფეროში გაფრინდა შეერთებული შტატების კოსმოსური პორტიდან. ბრენსონი აცხადებდა, რომ კოსმოსში იყო, მაგრამ ფრენის სიმაღლე არ აღემატებოდა დედამიწის ზედაპირიდან 80 კილომეტრს. კოსმოსური სივრცე კი იწყება 20 კილომეტრით მეტ სიმაღლეზე.

0
70
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0