ალბათ, კინორეჟისორებს უყვარებლების შემოწმება, თუ რამდენად ყურადღებიანები არიან ისინი დეტალების მიმართ:
1. ჯოკერი
ფილმი იწყება სცენით, რომელშიც მთავარი გმირი არტყრ ფლეკი სარკის წინ ისვამს გრიმს. რაღაც მომენტში კამერა ისეთ რაკურსს ჰქმნის, რომ სარკეც და უკან ნათურებიც ბეტმენის სახეს აჩვენებს. ბრიუს უეინი ამ დროისთვის ჯერ კიდევ ბავშვია, მაგრამ რეჟისორს ამ მომენტით მომავლის ერთგვარი ჩვენება უნდოდა.
2. მატრიცა
პირველად, როდესაც ნეო წინასწარმეტყველს ხვდება, ის მწვანე კაბაში გამოწყობილი შუახნის ქალია, ყვითელი წინსაფრით. ამგვარი ჩაცმულობა შემთხვევითი არ ყოფილა. ის უკავშირდება მიქელანჯელოს ფრესკას Delphic Sibyl. მასზე სივილაა გამოსახული, ბერძნულ მითოლოგიაში ის საკულტო ფიგურაა, ასევე წინასწარმეტყველი.
3. დასაწყისი
ბევრმა, რომელმაც პირველად ნახა კრისტოფერ ნოლანის ფილმი, ვერ გაიგო სად არის რეალობა და სად არის სიზმარი. რეჟისორი იძლევა მინიშნებას: ყველა სცენაში სადაც მთავარი გმირი დომინიკ კობი სიზმარშია, მას თითზე აქვს საქორწინო ბეჭედი, რადგან მისი გონების მიერ შექმნილ ისტორიებში მისი ცოლი ჯერ კიდევ ცოცხალია. სინამდვილეში, კობი არ ატარებს ბეჭედს.
4. ჯოკერი
ფილმში მხოლოდ სარკე არაა მნიშვნელოვანი დეტალი. საყურადღებოა ასევე ნახატი, რომელიც 1989 წლის ბეტმენშიც გვხვდება. სწორედ ეს ნახატი კიია ახალი ჯოკერის ოთახშიც.
5. მაკულატურა
ცოტამ თუ იცის, რომ მაკულატურას მაფიოზი მარსელუს უოლესი იყო შთაგონება იმ ანიმატორებისთვის, რომლებმაც შექმნეს ლილო და სტიჩი. მულტფილმის სოციალური მუშაკი კობრა ბაბლზი შექმნილია ამ კონკრეტული პერსონაჟისგან. აღსანიშნავია ისიც, რომ მულტფილმში კობრას ახმოვანებს თავად ვინგ რეიმსის რომელმაც მარსელუსი ითამაშა ტარანტინოს ფილმში.
6. ჰან სოლო: ვარსკვლავური ომები. ისტორიები
ვარსკვლავურ ომებში არაერთხელ შეგვხვედრია მესიჯები ინდიანა ჯონსისთვის . ვარსკვლავური ომების სპინ-ოფში შეგიძლიათ იხილოთ ცნობილ არქეოლოგთან დაკავშირებული ნივთებიც. როდესაც ჰან სოლო და კომპანია მიდიან ბოროტი დრიდენ ვოსის ბუნაგში, ოქროს კერპი ჩანს უკანა პლანზე ერთ სცენაში. სწორედ ამ არტეფაქტისთვის ნადირობდა ინდიანა ჯონსი, რომელმაც გადალახა ხაფანგები ფილმში "დაკარგული კიდობნის ძიებაში".
7. ბედნიერების დევნა
როგორც იცით, ფილმი რეალურ ისტორიას ეფუძნება. ფილმის დასაწყისში, როდესაც უილ სმიტის გმრიი გზას გადაკვეთს, მას მოხუცი კაცი ხვდება ოსტიუმში. სინამდვილეში ეს კაცი კრისტოფერ გარდნერია. ადამიანი, რომლის შესახებაც ეს ფილმია გადაღებული.
8. შურისმაძიებლები : ფინალი
სცენაში, სადაც შურისმაძიებლები წრეში დგებიან დროში მოგზაურობისთვის, წითელი ხელთათმანებით ჰქმნიან რკინის კაცის რეაქტორის მსგავს ფიგურას, ტონი სტარკისადმი პატივისცემის ნიშნით. ეს თეორია მარველმაც დაადასტურა.
9. რკინის კაცი
ამ სცენაში ობადაია სტარკს ეუბნება, რომ მისი რეაქტორი მეცხრე სიმფონიასავითაა. კომპოზიტორებს შორის არსებობს ცრურწმენა, რომ მეცხრე სიმფონიის დაწერის შემდეგ, მათ სიკვდილი უახლოვდებათ. სწორედ ამისი თქმა უნდოდა ბოროტმოქმედსაც.
10. 1917
ამ სცენაში, უმცროსი კაპრალი სკოფილდიზუსტად 10 ტყვიას ისვრის. სწორედ ეს რაოდენობა ეტევა იმ იარაღში ( “ლი-ენფილდი"), რომელიც ხელში უჭირავს.
11. ტიტანიკი
ფილმის ბოლოს, როუზი იხსენებს გემზე მყოფ ყველა ადამიანს. მას კიბესთან მომჭიმარი ჯეკ დოუსიონი ხვდება, მის უკან კი საათი 02:20 წუთს აჩვენებს. ეს სწორედ ის დროა, როდესაც ნამდვილი ტიტანიკი წყალში მთლიანად ჩაიძირა.
12. ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება
გიგანტური არწივები, რომელთა წყალობიდაც გენდალფი ფროდოს და სემს გადაარჩენს ტვით ტოლკინმა შექმნა. შთაგონება კი ოქსფორდის ერთ-ერთი პაბისგან «The Eagle and Child» მიიღო. სწორედ იქ იკრიბებოდა ლიტერატურული კლუბი “ ინკლინგი". მასში შედიონა ტოლკინიც.
13. იგი 2
ფილმის მეორე ნაწილში ზრდასრული მაიკი პოულობს წიგნს, რომელშიც ნახსენებია ხანძარი, რომელშიც მისი მშობლები დაიღუპნენ. თქვენ ხედავთ, რომ დამწვარი შენობის ცეცხლი ქმნის ასოებს IT. ანუ, ხანძარი შემთხვევითი არ იყო: ბოროტმა კლოუნმაც შეუწყო ხელი ხანძარს.
14. ინტერსტელარი
ყველას, ვინც უყურა ინტერსტელარს, კარგად ახსოვს ის მომენტი, როდესაც გმირები დაეშვებიან წყლიან პლანეტაზე მილერზე - იქ, სადაც დრო შენელებულია ისე, რომ მასზე 1 საათი უდრის დედამიწაზე 7 წელს. სანამ ამელია და კუპერი იქ არიან, მუსიკაში ისმის საათის ისრის ხმა. თითო ტიკტიკი დედამიწაზე თითო დღეს უდრის.