პოლიტიკა ქვეყნები, რომლებსაც ყველაზე მეტად სძულთ ერთმანეთი 2021, 1 ოქტომბერი, 16:12 ომები, უთანხმოება და ძალისხმევა მსოფლიოში სახელმწიფოთა შორის უპირატესობის მოპოვებისათვის თარიღდება ისტორიის უძველეს ფურცლებზე. ზოგიერთი სახელმწიფო და ერი არ ერიდება გამოხატოს ერთმანეთის მიმართ სიძულვილი და რისხვა. თუმცა, საყოველთაოდ ცნობილი აღქმის საწინააღმდეგოდ, დროდადრო განსხვავებული შედეგების მიღებაა შესაძლებელი. კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მეტი მოძულე აშშ-ს ჰყავს, ხოლო მეორე პოზიციაზე რუსეთია. დღევანდელ სტატიაში საუბარი გვექნება იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ყველაზე მეტად სძულთ ერთმანეთის... ინდოეთი - პაკისტანი 1947 წელს, როდესაც ბრიტანული ინდოეთი გაიყო ინდოეთად და პაკისტანად, დაიწყო შეუჩერებელი ომები. დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე ამ ქვეყნებმა ერთამანეთთან 4 ჯერ იომეს. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ორივე ქვეყანას ბირთვული ძალა გააჩნია. მთავარ პრობლემას ქაშმირის რეგიონი წარმოადგენს, რომელიც დღესაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში რეგიონია. ინდოეთი-პაკისტანის მტრობა ჩვენს ათეულში საპატიო ადგილს იკავებს. თურქეთი - საბერძნეთი თურქეთი- საბერძნეთის მტრობა XIX საუკუნიდან აიწყო. ოსმალეთის იმპერიიდან მოყოლებული თურქები და ბერძნები ერთმანეთს ძალიან ბევრ ომში დაუპირისპირდნენ, მათ შორის პირველ მსოფლიო ომშიც. ამ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა დღემდე აქტიურია, 1974 წლიდან მოყოლებული კვიპროსის საკითხი ისევ კითხვის ნიშნების ქვეშაა. სამხრეთ კორეა- ჩრდილოეთ კორეა არ არსებობს მსგავსი ჩამონათვალი, სადაც ამ ორ ქვეყანაზე საუბარი არ გვექნებოდა. 1945 წელს კორეა გაიყო ორ ნაწილა:ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა. ამის შემდეგ, დაიწყო 1950-53 წლებში კორეის ომი, რომელსაც ორივე მხრიდან უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ქვეყნებს შორის ყინული არც ომის შემდეგ დადნა. კიმის დინასტიის მმართველები სამხრეთ კორეასთან შერიგების მომხრეები არ არიან და თავს მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილ ქვეყანასაც უწოდებენ. საკვირველია, რომ ჩრდილოეთ კორეას მხარდაჭერას ჩინეთი, ხოლო სამხრეთისას აშშ უცხადებს. საუდის არაბეთი- ირანი საუდის არაბეთის და ირანის მტრობა უკვე საუკუნეებია გრძელდება. ორ ისლამურ სახელმწიფოს შორის პირველი უთანხმოება რელიგიური მიმდევრობის გამო დაიწყო. მოგახსენებთ, რომ ირანი შიიზმის, ხოლო საუდის არაბეთი სუნიტიზმის მიმდევარი ქვეყანაა. ამ ქვეყნების დაპირისპირებას შუა აღოსავლეთში მიმდინარე ცივ ომსაც უწოდებენ. რუსეთი- უკრაინა რუსეთი და უკრაინა წლების განმავლობაში მეგობრულად ცხოვრობდნენ. ეს ორი ერთმანეთისთვის მონათესავე ერი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გადაუმტერდნენ. სხვადასხვა პრობლემებთან ერთად, ქვეყნებმა ომიც დაიწყეს. დღეს უკრაინაში რუსეთს მოძალადე ქვეყნად და ქვეყნის პირველ მტრად მიიჩნევენ. აზერბაიჯანი- სომხეთი ამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის ყარაბახის პრობლემა სამკაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა კავკასიის რეგიონში. საბოლოოდ მიმდინარე წელს ომით აზერბაიჯანმა ყარაბახი სომხეთისგან დაიბრუნა. აზერებს და საომხებს ერთმანეთის ატანა არ აქვთ. ქვეყნებმა ერთმანეთი საუკუნოვან მტრებად გამოაცხადეს. აშშ-რუსეთი 1945-1989 წლებში ამ ორ ქვეყანას შორის დაიწყო ცივი ომი, თუმცა საბედნიეროდ პირდაპირ სისხლისღვრა არ დაწყებულა. ამის მიზეზი კი ბირთვული იარაღი იყო, რომელიც როგორც ორივე ქვეყანას, ასევე მთელ მსოფლიოს ძლიერად დააზარალებდა. აშშ და რუსეთი დღემდე ერთმანეთს მტრობენ. საზოგადოება მიიჩნევს, რომ აშშ და რუსეთი ყველაზე ძლიერი ორი ქვეყანაა მთელ მსოფლიოში. ისრაელი-პალესტინა შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მსოფლიოში ყველაზე ცხელი წერტილი ამჟამად ისრაელი-პალესტინას საზღვარია. ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა ყოველწლიურად მატულობს და უკვე ალბათ პიკზეა. ექსპერტების აზრით, ისრაელსა და პალესტინას შორის დაძაბულობა ომით დასრულდება, რომელიც შესაძლოა უახლოეს მომავალში განვითარდეს. შეგახსენებთ, რომ ისრაელს მხარდაჭერას აშშ უცხადებს. ელ სალვადორი- ჰონდურასი 1960 წლიდან მოყოლებული ამ ორ ქვეყანას შორის საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური ვითარება იყო. 1961 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატისთვის გადამწყვეტ ორთაბრძოლაში გამარჯვებული ელ სალვადორი გახდა, რამაც ორი კვირის შემდეგ, ამ ორ ქვეყანას შორის ომი გამოიწვია. პირველ საფეხბურთო მატჩში ელ სავადორი ჰონდურასთან დამარცხდა ანგარიშით 0-1. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, 18 წლის გოგონამ თავი მოიკლა, რადგან საკუთარი ეროვნული ნაკრები ჰონდურასთან დამარცხდა. ამის შემდეგ, კიდევ უფრო ვრწმუნდებით ამ ორი ქვეყნის პრინციპებს ერთმანეთის მიმართ. საფეხბურთო შეხვედრები სამ მატჩამდე მივიდა, საბოლოოდ ელ სალვადორმა მოახერხა გამარჯვება და მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება. ამ წარმატებიდან 2 კვირის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ომი დაიწყო. იაპონია- ჩინეთი- კორეა სამ ქვეყანას შორის საუკუნებიის მანძილზე ბევრი დაძაბულობა და ომი იყო. დროთა განმავლობაში ერთმანეთის მეგობრები, ხოლო შემდეგ მტრები იყვნენ. დღეს დღეობით სამივე ქვეყანა საკმაოდ კარგ ეკონომიკურ ვითარებაშია. იაპონია, ჩინეთი და სამხრეთ კორეა მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ქვეყნები არიან ტექნოლოგიის დარგში, თუმცა ერთმანეთის კონკურენტები ყოველთვის იქნებიან. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი<<<<< იხილეთ ასევე >>>>>5 ადგილი დედამიწაზე, რომელიც მეცნიერებს თავგზას ურევს! 14 სიმართლე ჩვილების შესახებ, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს! 10 ტიკ-ტოკერი, რომლებიც ყველაზე მეტს გამოიმუშავებენ 405 დღე წყნარ ოკეანეში - გადარჩენილ მეთევზეს კანიბალიზმში ადანაშაულებენ 3 უცნაურობა, რომელიც ოკეანის სიღრმეში იმალება სლენდერმანის ნამდვილი ამბავი - რა მოხდა სინამდვილეში? "სულ სხვა სამყარო" - 16 საინტერესო დეტალი ნიდერლანდების ყოველდღიური ცხოვრებიდან ცნობილ ნახატებში დამალული საიდუმლოებები - ადამის შექმნა 1732 2-ს მოსწონს |