x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
3 უცნაურობა, რომელიც ოკეანის სიღრმეში იმალება

უკიდეგანო ოკეანეების ბოლომდე გამოკვლევა ამ დრომდე შეუძლებელია. ღრმა და თვალუწვდომელი წყლების სიღრმეში უამრავი საიდუმლოება იმალება. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ 3 უცნაურობაზე, რომელიც ოკეანეების სიღრმეშია აღმოჩენილი...


image






1. დაკარგული ქალაქი კუბის სანაპიროებთან

image


სტატიას ვიწყებთ ჩაძირული ქალაქით, რომელიც კუბის სანაპიროებთან ახლოს, ბერმუდის ეშმაკის სამკუთხედთან მდებარეობს. კანადელი წყვილის მეთაურობით, კვლევითმა ჯგუფმა წყალქვეშა ქალაქში საინტერესო აღმოჩენებს მოაწერა ხელი. მათ კუბის სანაპიროებიდან 700 მეტრის მოშორებით და 180 მეტრის სიღმეზე აღმოჩინეს გიგანტური ჩაძირული ქალაქი გზებით, გვირაბებით, პირამიდებითა და სხვა სტრუქტურებით. აგრეთვე ნაპოვნია მინისგან დამზადებული პირამიდები, სფინქსის სახით ქანდაკებები და მრავალი მონოლითური ნაგებობა და შენობების კედლებზე ამოკვეთილი წარწერებიც კი. მეცნიერების აზრით ეს არის ანტიკური ლათინო ამერიკული ქალაქი, რომელიც უნიკალური კულტურის მატარებელი იყო. მათი ვარაუდით ეს ჩაძირული ქალაქი 1500-2000 წლის წინ იყო აშენებული.








2. ბალტიის ზღვის ანომალია

image


2011 წლის ივნისიდან მოყოლებული მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ ბალტიის ზღვის ქვეშ აღმოჩენილი დიდი, სოკოს ფორმის დისკი. ობიექტის სონარულმა სურათებმა ცხადყო, რომ დისკი ძველი ათასწლეულის ფალკონს ჰგავდა. თუმცა სხვა ვერსიებიც არსებობს, ერთ-ერთის თანახმად, ეს არის მოწყობილობა, რომელიც შექმნილია ფაშისტების მიერ, ბრიტანული და რუსული წყალქვეშა ნავების რადარის გამოვლენის დასაბლოკად. ამას ასაბუთებს ის ფაქტიც, რომ როდესაც ამ დისკს რაიმე ელექტრონული მოწყობილობა უახოლოვდება, სიგნალი იკარგება. არსებობს უცხო პლანეტელების ვერსიებიც.





3. კუების სასაფლაო

image


არ გეგონოთ, რომ ეს არ არის წმინდა ადგილი, სადაც კუებს მსხვერპლად სწირავენ. მალაიზიის კუნძულ სიპადაზე არსებობს კუების სასაფლაო, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ეს რეალობაა. წყლის ქვეშ მდებარე გამოქვაბული 20 მეტრის სიღრმეშია, აქ შესაძლებელია ნახოთ ძირითადად კუების და მცირე რაოდენობის დელფინის ჩონჩხები. როგორც ცნობილია, გამოქვაბულში შესვლა მარტივია, თუმცა გამოსვლა საკმაოდ რთული, რის გამოც ძალიან ბევრი ზღვის ბინადარი ამ ადგილას იღუპება. კუების სასაფლაოს მალაიზიაში ყველაზე ხშირად მყვინთავები სტუმრობენ.















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



3 წარმოუდგენელი რამ, რომელიც ოკეანეების სიღრმეშია ნაპოვნი


image





"ჩვენი ბავშვობა" - ამ ფოტოების მნიშვნელობას დღეს ბევრი ვერ მიხვდება...

image





ცნობილ ნახატებში დამალული საიდუმლოებები - უკანასკნელი ვახშამი

image





რესტორნები, სადაც მხოლოდ ყველაზე იღბლიან ადამიანებს შეუძლიათ სტუმრობა

image





როგორი იქნება 2021 წელი თხის რქებისთვის?

image




0
547
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
547
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0