x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო:"ეს ომია": თურქეთში ხანძარმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია
image



თურქეთის ყველაზე პოპულარულ კურორტები დამწვარი მარმარისი და ბოდრუმი, ახლა ნაცარით არის დაფარული, ტურისტებს, რომლებიც ჯერ არ არიან ევაკუირებულები უბრალოდ ჰაერი არ აქვთ, რომ ისუთქონ. ბევრი მიდის სანაპიროზე ჩემოდნებით, იმ იმედით, რომ მოულოდნელად ზღვიდან მოვა დახმარება. ამინდი უარესდება ალის გავრცელების თვალსაზრისით. ტენიანობა რეკორდულ 10 პროცენტამდე დაეცა და ცეცხლი მთებში და გზატკეცილების გასწვრივ ვრცელდება.






სანაპიროზე დასვენება პომპეის მსგავსადაა. წყალი შავი ფერფლით არის სავსე. ნაპირზე ტყის მასივი იწვის. დროდადრო ისმის ვერტმფრენების ხმა, ისინი აგროვებენ წყალს სწორედ ამ სანაპიროზე. ეს ნიშნავს, რომ ალი სადღაც ძალიან ახლოს არის. ასხამს წყალს და მიფრინავს ჩასაქრობად ყოველ 10 წუთში სპეციალური სამსახური აცხადებს ევაკუაციის შესახებ.







ადამიანები იღებენ მხოლოდ ყველაზე საჭირო და აუცილებელ ნივთებს - რითაც შეუძლიათ, თუნდაც ველოსიპედებით გამოაქვთ საჭირო ნივთები.







იჩმილერი იწვოდა რამდენიმე დღის განმავლობაში. მთის მახლობლად მდებარე სასტუმროებიდან ტურისტების ევაკუაცია მოხდა, გადავიდნენ უფრო უსაფრთხო ადგილებში.




მთელი ეს კვამლი ქარმა მარმარისში წაიღო. ხალხი იძულებული გახდა ღამე გაეტარებინა სანაპიროებზე, შეუძლებელი იყო ოთახებში სუნთქვა.





სოფელს ცეცხლი გაუჩნდა. ცაში არის სქელი ნარინჯისფერი ნისლი. სანაპიროებზე არიან ადამიანები ჩემოდნით. ისინი ევაკუირებულ იქნა სამხედრო ხომალდებით. უკვე შეუძლებელი იყო ქალაქის დატოვება. სასტუმროს თანამშრომლებს არ ჰქონდათ დრო, რომ დაეტოვებინათ.





"ჩვენ ღამეს გავათევთ ნავებზე, შემდეგ კი დაველოდებით დახმარებას, სამხედროები წაგვიყვანენ ზღვიდან. ტურისტები დიდი ხნის წინ იქნა ევაკუირებული, ისინი მარმარისში ადრევე წაიყვანეს." - აცხადებენ თანამშრომლები.





მაღაზიები დაკეტილია, ქუჩები ცარიელია. თითქოს კატასტროფის ფილმიდანაა კადრები აპოკალიფსამდე 5 წუთით ადრე. გზების ჩაკეტვა დაიწყო.





არ არის საკმარისი ხალხი და აღჭურვილობა. მაშველები შეიკრიბნენ მთელი ქვეყნიდან. მაგრამ მაინც ვერ უმკლავდებიან. ცეცხლთან მისვლა ხშირად შეუძლებელია. ელოდებიან ცეცხლის ალის დაკლებას, მეხანძრეები იძინებენ ევაკუირებული სასტუმროს აუზთან შეზლოგინებზე. მათაც კი ეშინიათ. პანიკაში მყოფი მაშველები გარბიან ხანძრიდან.


”ეს ჩვენთვის ნამდვილი ომია" - ამბობს მეხანძრე.



გზის გასწვრივ არის წყლის ბოთლები. ცეცხლს აქრობენ, არა მხოლოდ მეხანძრეები - ყველა, ვინც ხედავს ცეცხლს. რუსული ავიაცია ციდან ეხმარება. ეს კადრები გადაღებულია ჩვენი შვეულმფრენიდან. ანტალიაში მუშაობს ამფიბიური თვითმფრინავი Be-200.






ხანძარმა მოიცვა ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ყველა მთავარი კურორტი. ხელისუფლების ვერსიით, ეს არის შეგნებულად გაჩენილი ცეცხლი. სავარაუდოდ, ქურთისტანის მუშათა პარტიასთან დაკავშირებულმა ორგანიზაციამ „ცეცხლის ბავშვები“ აიღო პასუხისმგებლობა ამაზე, რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მაგრამ ტყეები ისევ და ისევ იწვის.



0
99
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0