x
image
ირინა მ.
Mediator image
ნაკლებად ცნობილი ფაქტები ცნობილი ფილმების შესახებ

image

თითქოს ყველაფერი ვიცით საყვარელი ფილმების შესახებ, მაგრამ არც ასე ყოფილა საქმე. ნახეთ ნაკლებად ცნობილი ფაქტები, კარგად ცნობილი ფილმების შესახებ.

ფილმი "ნათლიმამა"

ბევრი მათგანი, ვინც ფილმში "ნათლიმამა", დონ კარლეონეს ქორწილის სცენებში მიიღო მონაწილეობა, ნამდვილი განგსტერები და მათი ნათესავები არიან. იმდენად, რამდენადაც ეს იყო პირველი ფილმი, რომელშიც დეტალურად არის ნაჩვენები მაფიოზური კლანების შიდა სამყარო და "დალოცვილია" მაფიის გავლენიანი წევრების მიერ, ბევრს სურდა ამ ფილმში მონაწილების მიღება.

image

ფილმი "კრავთა დუმილი"

ენტონი ჰოპკინსი, რომელმაც ფილმისთვის "კრავთა დუმილი" "ოსკარი" დაიმსახურა, ეკრანზე მხოლოდ 16 წუთის განმავლობაში ჩანს და გავრცელებული აზრის მიუხედავად, ჰანიბალ ლექტერი თვალს მაინც ახამხამებს.

image

ფილმი "ეშმაკის ადვოკატი"

ორთაბრძოლა (კრივი), რომელსაც ფილმის გმირები ალ პაჩინო და კიანუ რივზი ესწრებიან, ნამდვილია–ბრძოლა მსოფლიო ჩემპიონის წოდებისთვის როი ჯონსი-უმცროსის მონაწილეობით ტარდებოდა 1996 წ. 4 ოქტომბერს, ნიუ-იორკში და დასრულდა მისი გამარჯვებით ბრაიანტ ბრენონზე.

image

სერიალი "მეგობრები"

როგორც სერიალ "მეგობრების" ერთ-ერთმა ფანატმა დაიანგარიშა, სიტკომის ათი სეზონის განმავლობაში ჯოუის ჩენდლერის ვალი დაუგროვდა 119 760 დოლარი.

image

ფილმი "ნათება"/მულტფილმი "სათამაშოების ისტორია"

ხალიჩა სიდის ოთახის წინ მულტიპლიკაციური ფილმიდან "სათამაშოების ისტორია" ზუსტად იმეორებს ოტელ "ოვერლუქის" ერთ-ერთი დერეფნის ხალიჩას ფილმიდან "ნათება". ზუსტად იმ დერეფნის, სადაც ჯეკ ნიკოლსონი ცდილობს მეუღლის და შვილის მოკვლას ცულით.

image

image

ფილმ "კრავთა დუმილის" პოსტერი

ყველამ იცის, რომ "კრავთა დუმილის" პოსტერზე გამოსახულია თავის ქალის გამოსახულებიანი პეპელა. მაგრამ ცოტას თუ მიუქცევია ყურადღება იმისთვის, რომ თავის ქალა შედგენილია ცხრა შიშველი ქალის სხეულისგან.

image

ფილმი "ტიტანიკი"

როუზის განთქმული პორტრეტი, რომელიც ჯეკმა დახატა, სინამდვილეში ჯეიმს კამერონის მიერ არის შესრულებული, ისევე როგორც სხვა ჩანახატები ჯეკის ალბომში.

image

ფილმი "კივილი"/მუნკის სურათი "ყვირილი"

საშინელებათა ფილმ "კივილის" გმირებს-მკვლელებს, მორგებული აქვთ ნიღბები, რომლებიც ფაქტიურად გადმოხატულია ედვარდ მუნკის სურათიდან "ყვირილი".

image

ფილმი "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა"

აღნიშნული ფილმის მასობრივ სცენებში სულით ავადმყოფების კლინიკის ნამდვილი პაციენტები მონაწილეობენ.

image


ფილმი "ტერმინატორი"

მსახიობ ლინდა ჰამილტონს, რომელიც სარა კონორის როლს ასრულებს ფილმში ტერმინატორი, ჰყავს ტყუპისცალი და, რომელიც საოცრად ჰგავს მას. ეპიზოდში, სადაც ტერმინატორი Т1000 სარას სახეს ღებულობს, მისი ორეულის როლს სწორედ ტყუპისცალი ასრულებს. "ტერმინატორ-2"-ის სრულ ვერსიაშიც, სარკეების სცენაში, ასევე მისი და მონაწილეობს.

image







იხილეთ შემდეგი:






აი, რატომ ირგებენ დიდი ზომის ფეხსაცმელებს ცნობილი სახეები

image


საინტერესო, თუმცა ზოგიერთი, არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტი ვენეციის შესახებ

image


რატომ არ უყვართ ის ჰოლივუდში და სხვა საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ


image


როგორი იქნებოდნენ ცნობილი ქალბატონების პერსონაჟები მაკიაჟის გარეშე

image


როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ადამიანები იმიჯის შეცვლამდე

image


თურმე მილიონერებიც ჩამოფასებულ ტანსაცმელს ყიდულობენ და იაფფასიან სასადილოებში იკვებებიან

image


ცნობილი ადამიანების ყველაზე უცნაური ანდერძები

image


უბრალო ხერხები, რომელიც მერილინ მონროს, სოფი ლორენს და სხვ. ეხმარებოდა სრულყოფილების მიღწევაში

image


როგორები იქნებოდნენ დღეს, ადრე გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები

image







0
2335
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
2335
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0