x
მეტი
  • 06.07.2022
  • სტატია:120577
  • ვიდეო:354542
  • სურათი:492638
უბრალო ხერხები, რომელიც მერილინ მონროს, სოფი ლორენს და სხვ. ეხმარებოდა სრულყოფილების მიღწევაში
image

ამ მსახიობებს სრულყოფილებისთვის, რომ მიეღწიათ, უბრალო და მარტივ ხერხებს იყენებდნენ:

1. მერილინ მონრო

image

მერილინის სავიზიტო ბარათი მშვენიერი პლატინისფერი თმები და მსხვილი, სავსე და ვნებიანი ტუჩები იყო. თავისი სექსუალური ღიმილის შესაქმნელად იგი არანაკლებ ხუთ პომადას იყენებდა! მათ შორის იყო სამი წითელი ფერის პომადა, თეთრი ფერის პომადა (ჰაილაიტერის მაგივრობას სწევდა) და ბლესკი. ამ მეთოდით დიდი ხანია სარგებლობენ თანამედროვე ვიზაჟისტები: სხვადასხვა ტონების დამატება ტუჩების მოცულობას ზრდის, ამასთან მუქ ტონებს გარე კონტურისთვის იყენებენ, შედარებით ღიას-ცენტრთან. რა თქმა უნდა, ასეთი რთული მანიპულაციებისთვის ჯობია ფუნჯის გამოყენება, როგორც ამას ვარსკვლავი აკეთებდა.

2. ოდრი ჰეპბერნი

image

მშვენიერ ოდრის ბუნებრივად ჰქონდა "შვლის ნუკრის"გამოხედვა. მის დიდ, ნუშისებურ თვალებს ლამაზი "ჩარჩო" სჭირდებოდა და მსახიობი დროს არ იშურებდა, ყოველდღე ქმნიდა მას. წამწამების შეღებვის შემდეგ, იგი მოთმინებით აცალკევებდა მათ ერთმანეთისგან და ასწორებდა...ჩვეულებრივი საკერავი ნემსით! ფრთხილად! ეს მეთოდი დაკვირვებას და მოთმინებას საჭიროებს, ვერ იტანს ხელების კანკალს. თუ არ გინდათ დროის დაკარგვა, უბრალოდ აიღეთ ტუშის სუფთა, მშრალი ჯაგრისი და დაივარცხნეთ წამწამები, როცა ისინი ოდნავ შეშრება.

3. ელიზაბეთ ტეილორი

image

მსახიობი არა მხოლოდ თავისი როლებით იყო განთქმული-მას აბრეშუმის, ფაიფურისებრი კანი ჰქონდა. თუმცა ელიზაბეთის ბიუთი-საიდუმლო დიდი ხანია ამოხსნილია: იგი სახეს იპარსავდა, რაც თავისებური პილინგი იყო. ჩვენს დროში კანის მოვლის უფრო მარტივი მეთოდები არსებობს.

4. სოფი ლორენი


image

ყველა დროის ერთ-ერთი ლამაზი ქალბატონი მართალია უკვე ასაკშია, მაგრამ ენა არ მოგიბრუნდება 86 წლის ლორენს "ბებია" დაუძახო. სოფი ახალგაზრდობიდანვე იყენებდა ზეითუნის ზეთს, როგორც სახის მოვლის საშუალებას. ზეთი შეიძლება გამოვიყენოთ მაკიაჟის მოსაცილებლად, დამატენიანებელი ნიღბის სახით თმისა და სახის კანისთვის. რეგულარული პროცედურების შემდეგ კანი რბილი და ხავერდისებური ხდება, თმები კი აბრეშუმივით მბზინვარე.




ნახეთ სხვა სტატიებიც:




1920-იანი წლების ცნობილი ქალბატონების მეთოდები, რომლებსაც იდეალური გარეგნობის მისაღწევად იყენებდნენ

image


პომადის შემადგენლობა, მისი ისტორია და საშიშროება

image


გასული საუკუნის მოდის მიმდევარი ქალბატონების თავდაცვის საშუალება-თავსაბურავის სარჭი, რომლითაც საყვარლების მკვლელობებიც ხდებოდა

image


სტომატოლოგების ახალი "ფიშკა"-შოუბიზნესის ვარსკვლავების კბილების სამკაულები

image


ამ მსახიობებმა თავიანთი როლები შეიძულეს რთული გრიმის გამო, რომელიც სატანჯველად ექცათ (ვიდეოც)

image


როგორები იქნებოდნენ დღეს, ადრე გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები

image


ცნობილი მამაკაცები, რომლებიც მაკიაჟზე გიჟდებიან

image









3
546
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
546
  
2021, 18 მაისი, 11:26
9-ჯერ როგორ გათხოვდა? (მათ შორის ორჯერ რიჩარდ ბერტონზე) მეტი რა საქმე ჰქონდა :)))
2021, 18 მაისი, 11:22
თვალები აქვს ძალიან ლამაზი :)
2021, 18 მაისი, 11:09
ელიზაბეტ ტეილორის ლამაზ ქალობა ვერ გავიგე და მომკალით,,რა მოსწონდათ ამ ქალში? ან 9-ჯერ როგორ გათხოვდა?
0 1 3