სხვა ლაშა ბექაურის გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრები ოლიმპიადის ტოპ-20-ქვეყანაში მოხვდა 2021, 28 ივლისი, 19:59
ტოკიოს ოლიმპიური თამაშებზე ძიუდოსტ ლაშა ბექაურის გამარჯვების შემდეგ, რომელმაც 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ფინალში დაამარცხა გერმანელი სპორტსმენი ედუარდ ტრიპელი და ოქროს მედალი მოიპოვა, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა მსოფლიო ოლიმპიურ რეიტინგში მე-19 ადგილზე გადაინაცვლა 200-ზე მეტ ქვეყნებს შორის.ეს საქართველოს ნაკრებისთვის მესამე მედალია.ამჟამად ქვეყნის მონაგარს წარმოადგენს 1 ოქროს(ლაშა ბექაური) და ორი ვერცხლის მედალი, რომელიც საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს შესძინეს ასევე ძიუდოსიტებმა ვაჟა მარგველაშვილმა 66 კგ.წონით კატეგორიაში და ლაშა შავდათუაშვილმა 73 კგ.წონით კატეგორიაში.
საქართველო რეიტინგში ასწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა რუმინეთი, ესპანეთი, ავსტრია, თურქეთი მექსიკა, არგენტინა, ბელგია, დანია და სხვა. უახლოეს მომავალში საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ მედალს ევროპის სამგზის ჩემპიონის, ოლიმპიადის და მსოფლიოს სამგზის ვერცხლის მედალოსანისგან, ძიუდოსიტ ვარლამ ლიპარტელიანისგან ელის. დღევანდელი მონაცემებით რეიტინგს ლიდერობს მასპინძელი ქვეყანა იაპონიის ნაკრები:13 ოქროს, 4 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედლით, მას მოჰყვება ჩინეთი და შეერთებული შტატები. 185 2-ს მოსწონს
|