x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
23 წლის ჩეხი ტანმოვარჯიშე სელფის გადაღების დროს კლდიდან გადავარდა
image

გავრცელებული ინფორმაციით, პროფესიონალი ტანმოვარჯიშე სელფის გადაღების დროს გარდაიცვალა, იმ ციხესიმაგრის მონახულებისას, რომელიც დისნეის "მძინარე მზეთუნახავის" შთაგონების წყარო გახდა.


ჩეხი სპორტსმენი 23 ნატალი სტიჩოვა, გარდაიცვალა ექვსი დღის შემდეგ, როდესაც 15 აგვისტოს ბავარიაში, ( გერმანიაა), ტეგელბერგის მთიდან თითქმის 262 ფუტის სიმაღლიდან ჩამოვარდა.


გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგიკული ვარდნა მოხდა ულამაზეს ნოიშვანშტაინის ციხესთან, როდესაც ის ფოტოს გადაღებას ცდილობდა.



ნატალის მეგობარმა თქვა, რომ ის მთის კიდესთან ძალიან ახლოს იდგა, როდესაც ციხესიმაგრის წინ ეფექტური კადრის შერჩევის დროს გადაიჩეხა.

image

მეგობარმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, დასძინა: „დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ჩვენ ვერასდროს გავიგებთ, ფეხი დაუცურდა თუ კლდის კიდე ჩამოიშალა."


ინციდენტის დროს ნატალის ორი მეგობარი გოგონა და მისი მეგობარი ბიჭი დავითი ახლდნენ.


პოლიციამ ამ ტურისტულ მარშრუტს "რთულ ასასვლელი" უწოდა.


ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ ნატალი მძიმე დაზიანებებით ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, იგი სასწრაფად გადაიყვანეს საავადმყოფოში ვერტმფრენით.

image

21 აგვისტოს, მისმა ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება თავის ტვინის სამუდამოდ დაზიანების გამო გოგონა აპარატიდან მოეხსნათ.


ნატალი თავის ქვეყანაში ცნობილი სპორტული ვარსკვლავი იყო და ცოტა ხნის წინ თავადაც დაიწყო ახალგაზრდა სპორტსმენების გაწვრთნა.

image


მისმა კლუბმა, Artistic Gymnastics Sokol Příbram-მა გამოთქვა მწუხარება : ”ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ ჩვენმა მშვენიერმა მეგობარმა, ტანვარჯიშემ და მწვრთნელმა ნატალკა სტიჩოვამ ტრაგიკული შემთხვევის გამო სამუდამოდ დაგვტოვა"

0
309
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
309
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0