ბრიტნი სპირსის თამამი ფოტოსესია ინსტაგრამიდან სოციალურ ქსელებში განხილვის თემა გახდა
![ბრიტნი სპირსის თამამი ფოტოსესია
ინსტაგრამიდან სოციალურ ქსელებში
განხილვის თემა გახდა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202107/2021072815131989693.jpg)
39 წლის ბრიტნი სპირსმა კიდევ ერთხელ შეძლო ხალხის ალაპარაკება. რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა მომღერალმა ინსტაგრამზე საკმაოდ თამამი ფოტოსურათები ატვირთა ნიშნად იმისა, რომ მის სოციალურ ქსელს უკვე აღარავინ აკონტროლებს. როგორც იცით, ბრიტნი სპირსი სასამართლოში ებრძვის საკუთარ მამას ჯეიმი სპირსს, რომელიც 13 წელია მისი ოფიციალური მეურვეა და ფინანსებსაც ის უკონტროლებს. რამდენიმე დღის წინ კი მომღერალმა პატარა გამარჯვება იგება, სასამართლომ მას უფლება მისცა საკუთარი ადვოკატი აეყვანა და მეტიც, მანქანის ტარების უფლებაც დაუბრუნა. ამიტომაც, ფიქრობენ, რომ თამამი ფოსოსურათები ამ პატარა გამარჯვების ხაზის გასასმელად გამოაქვეყნა.![ბრიტნი სპირსის თამამი ფოტოსესია
ინსტაგრამიდან სოციალურ ქსელებში
განხილვის თემა გახდა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202107/2021072815213189693.jpg)
![ბრიტნი სპირსის თამამი ფოტოსესია
ინსტაგრამიდან სოციალურ ქსელებში
განხილვის თემა გახდა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202107/2021072815213989693.jpg)
ორივე ფოტოსურათი სოციალურ ქსელებსა და პრესაში განხილვის საგანი გახდა და მალევე ააგროვა მილიონობით მოწონება და კომენტარები.
![ბრიტნი სპირსის თამამი ფოტოსესია
ინსტაგრამიდან სოციალურ ქსელებში
განხილვის თემა გახდა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202107/2021072815272489693.jpg)
ბრიტნი აღარ ერიდება კომენტარებზე პასუხის გაცემასაც და თავისახლობლებს და ნათესავებსაც აკრიტიკებს, რომლებიც მისი თქმით მძიმე დროს არაფრით ეხმარებოდნენ, ახლა კი უბრალოდ ფარისევლობენ, რათა პრესაში უკეთესები გამოჩდნენ. მეტიც. ბრიტნის ყოფილმა დაცვის წევრმა რამდენიმე დღის წინ ისიც დაწერა, რომ მომღერალს ძლიერ ნეიროლეპტიკებს ასმევდნენ და მარტივად კონტროლირებადს ხდიდნენ, წამლების შესახებ კი ყველამ კარგად იცოდა.