კულტურა ქვეყანა, სადაც ადამიანი წყობიდან გამოსვლის გამო კანონით ისჯება, გასარეცხი მანქანის პატრონი კი ჯარიმდება- საინტერესო ფაქტები ომანის შესახებ 2021, 28 ივლისი, 11:59 რა გსმენიათ ომანის შესახებ? ეს ის ქვეყანაა, რომელიც ტურისტების დიდი რაოდენობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის თავს მეტიც, მისი არსებობის შესახებ ბევრმა არც არაფერი იცის. თუმცა, მიუხედავად ამისა, მას ტურისტული პოტენციალი საკმაოდ დიდი აქვს, შეიძლება იმაზე მეტიც, ვიდრე არაბთა გაერთიანებული საამიროებს. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ამ ქვეყნის და მისი მცხოვრებლების შესახებ: 4, 5 მილიონი მოსახლედან დაახლოებით 40% ემიგრანტია. მათი უმეტესობა ინდოეთის, პაკისტანის, ბანგლადეშის და სხვა მიმდებარე შტატების მცხოვრებლები არიან. ისინი ომანს ირჩევენ, რადგან აქ მათ კარგი პირობები და სხვადასხვა შესაძლებლობები აქვთ, მაგალითად, შეუძლიათ საბანკო ანგარიშის გახსა და უძრავი ქონებაც შეძენაც კი. სხვადასხვა ეროვნებების გამო, ქვეყანაში მრავალი ნაციონალური რესტორანია გახსნილი, რაც ასევე წარმატებით სარგებლობს. ომანი ემიგრანტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად ითვლება. სულ რამდენიმე წლის წინ, ომანელები ხუთშაბათობით და პარასკევობით ისვენებდნენ, 2013 წელს მათმა სულთანმა დასვენების დღეები კვირის ბოლოსთვის გადაიტანა, ბანკების მუშაობა უფრო მოსახერხებელი რომ ყოფილიყო. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ 1970 წლამდე ომანში გვიანი შუა საუკუნეების ატმოსფერო სუფევდა: ქვეყანას ნამდვილად არ ჰქონდა ელექტროენერგია, ტელევიზია, მედიცინა, უმაღლესი განათლება, ყვაოდა მონობა და ქალების უფლებებზე საერთოდ საუბარიც არ ღირდა. ყველაფერი შეიცვალა ინგლისში განათლებამიღებული სულთანის, ქაბუსის მოსვლით. დაიწყო გლობალური ცვლილებები ქვეყანაში. სულთან ქაბუსმა განავითარა ნავთობის ინდუსტრია, მის დროს გაიხსნა ომანის პირველი უნივერსიტეტი, მან გაათანაბრა ქალისა და მამაკაცის უფლებები, აღმოფხვრა მონობა და გაუნათლებლობა, ააშენა საავადმყოფოები და მის დროს გამოჩნდა ტელევიზია ქვეყანაში. გასულ წელს ქაბუსის გარდაცვალების შემდეგ, ომანს მისი მემკვიდრე, ბიძაშვილი ჰეისამ ბინ ტარიქ ალ საიდი მართავს, რომელიც განაგრძობს ბიძაშვილის მოდერნიზაციის პოლიტიკას. ქალაქ იბრაში, რომელიც დედაქალაქისგან 170 ილომეტრითაა აშორებული, არის ბაზრობა სახელად Ibra Souk. იქ კვირაში ერთხელ მხოლოდ ქალ მოვაჭრეებს და მყიდველებს უშვებენ. პრინციპში, მამაკაცებისთვის საინტერესოც არ იქნება, რადგან ამ დროს ყიდიან მხოლოდ ტანსაცმელს, სამკაულებს და კოსმეტიკას. აქლემით სიარული ტრადიციული სპორტია ომანში და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში. ამ ძვირადღირებული სპორტისთვის, რომელსაც შეიხების სპორტსაც უწოდებენ, მხოლოდ ერთკაპიანი აქლემებია შესაფერისი. ადრე მცირე წონის გამო ბავშვები რბოლაში მონაწილეობდნენ, ახლა კი ეს აკრძალულია და აქლემის ზურგზე სპეციალური რობოტი ჟოკეი ზის, რომლის მოდელიც კატარში შეიქმნა. მოწყობილობა იწონის 2-3 კგ-ს და მას აკონტროლებს ოპერატორი, რომელიც მაღალი გამავლობის მანქანას მართავს სარბოლო ტრასის პარალელურად. სხვათა შორის, აქლემს შეუძლია 65 კმ / სთ სიჩქარის მიღწევა. უცხოელები და, განსაკუთრებით, დასავლური ტანსაცმლის მატარებელი უცხოელი ქალები ყოველთვის ყურადღების ქვეშ არიან. მამაკაცები მათ შეიძლება თვამოუწყვეტლად აშტერდებოდნენ, მაგრამ ისინი ამ მზერით მხოლოდ ინტერესს გამოხატავენ. თუ გაუღიმებთ, ისინი ამ ჟესტს ფლირტად ჩათვლიან. მაგრამ მამაკაცებს ეკრძალებათ ქალებზე შეხება. გოგონას შეუძლია შეატყობინოს პოლიციას, თუ მამაკაცი შემთხვევით შეეხო მას ხელს და შევიწროებაში დაადანაშაულოს. სავარაუდოდ, მას დაუჯერებენ მოწმეების არყოფნის დროსაც. მოგზაურებს უწევთ ტაქსით გადაადგილება ქალაქებში ან მანქანის დაქირავება. ომანში ძალიან ცოტა ავტობუსია და მგზავრობაც ძალიან მოუხერხებელია, მაგრამ მანქანის დაქირავება ძვირი არ ღირს. ომანი ასევე არის მსოფლიოს 27 ქვეყანას შორის, სადაც არ არსებობს მატარებლები (და რკინიგზები)
ქორწილის დღეს კაცი მარტო მიდის მეჩეთში და იქ ასრულებს მულკას რიტუალს, რის შემდეგაც ქორწინება დადებულად ითვლება. ბანკეტი ტარდება ცალ-ცალკე. მხოლოდ ქალები იკრიბებიან პატარძლის სახლში და ზეიმობენ. მათ შეუძლიათ დასავლური საღამოს კაბები ჩაიცვან და თავზე არაფერი მოიხვიონ, დღესასწაულის ბოლოს საქმრო ჩამოდის და პატარძალი თავის სახლში მიჰყავს. ომანში კაცს შეიძლება 4 ცოლი ჰყავდეს, მაგრამ ამჟამად 20 კაციდან 19 კაცი ირჩევს ერთ მეუღლესთან ცხოვრებას. თუ მათ მეორედ დაქორწინება სურთ, ისინი ჩვეულებრივ დაშორდებიან ქალს და გაშორებული ქალი სახელმწიფოს ხარჯზე იწყებს ცხოვრებას. როდესაც ომანში ახალგაზრდა მამაკაცს დაქორწინება სურს, ის ჩვეულებრივ დედას ან დებს სთხოვს, იპოვონ მისთვის შესაფერისი გოგონა. ამის შემდეგ მაჭანკლებს აგზავნიან პოტენციური პატარძლის სახლში. თუ ოჯახი თანახმაა, შემდეგ ჯერზე, როდესაც საქმრო მივა პატარძლის მამასთან, ისინი მოწმეების წინაშე განიხილავენ პატარძლის ფასს. ბოლო წლების განმავლობაში, ქორწინების ღირებულებამ მიაღწია იმ დონეს, რომ ქვეყანაში ნაკლები ქორწილების რეგისტრაცია ხდება. საშუალო შემოსავლის მქონე პატარძლისთვის მოსალოდნელი გამოსასყიდი 9, 000 რიალი (დაახლოებით 23 000 აშშ დოლარი). ქორწილისთვის საკმაოდ ხშირია დაახლოებით 30-40 ათასი დოლარის დახარჯვა და ყველა ხარჯი საქმროს ეკისრება. ამისათვის მამაკაცებს ხშირად უზარმაზარი ვალების გადახდა უწევთ. 483 2-ს მოსწონს
|