მოგეხსენებათ ანჯელინა ჯოლი გაეროს და "იუნესკოს" კეთილი ნების ელჩია, ამჟამად "იუნესკოს" ეგიდით მან მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში "ქალები ფუტკრებისათვის".
საქმე ეხება მოყვარული მეფუტკრეებისათვის საერთაშორისო ტრენინგის ჩატარებას, მეფუტკრეები მიწვეული იყვნენ სხვადასხვა ქვეყნიდან.
ტრენინგებზე მიწვეული იყო 50 მოყვარული მეფუტკრე, რომლებსაც ჩაუტარდა სწავლება ფუტკრის მოვლის ყველა წესების დაცვით. ღონისძიება ჩატარდა საფრანგეთში.
ღონისძიების მიზანი იყო, მომხდარიყო ფუტკრის მეტი პოპულარიზაცია და რიგ ქვეყნებში მათი პოპულაციის გამრავლება. თავად პროექტი დაგეგმილია 2025 წლამდე.
ზემოთ ატვირთულ სურათებზე ცნობილი მსახიობი საფრანგეთის აპიდოლოგიის ობსერვატორიის კურსდამთავრებულებთან მაზოგში, პროვანსის ოლქში.
ტრენინგებში მონაწილეობდნენ მხოლოდ ქალები, მათ პირადად ანჯელინამ გადასცა 30 დღიანი დაჩქარებული წესით სრული კურსის გავლის დამადასტურებელი დიპლომები.
«ტრენინგების ბოლოს თითოეულმა მონაწილემ მიიღო იმის დამადასტურებელი სერთიფიკატი, რომ ეს ადამიანები საკუთარ სახლებში დაბრუნდებიან, როგორც პროფესიონალი მეფუტკრეები. შესაბამისად მათ ექნებათ გზა ხსნილი იმისათვის, რომ გახდნენ ბიზნესმენები თაფლის წარმოების დარგში, მათ ეს სერთიფიკატი ასევე კარს გაუღებს მეფუტკრეთა საერთაშორისო გაერთიანების წევრობისათვის"-განაცხადა ცნობილმა მსახიობმა.