სასარგებლო პროდუქტები რატომ უნდა მოვხარშოთ ბანანი სანამ დასაძინებლად წავალთ? 2021, 27 ივლისი, 18:50 იმიტომ, რომ ბანანის და დარიჩინის ჩაის აქვს დამამშვიდებელი და ძილის მომგვრელი ეფექტისამწუხაროდ ყველა არ არის ისეთი იღბლიანი, რომ ღამით კარგად გამოიძინოს. თუ ცუდად გვძინავს, ეს არა მხოლოდ გამაღიზიანებელია, არამედ ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და რაც ყველაზე მთავარია, ჯანმრთელობაზე. შედეგად, ვერ ვახერხებთ კონცენტრაციას, მუდმივად ცუდ ხასიათზე ვართ. და თუ ეს სისტემატიურ ხასიათს იღებს, შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ძალიან სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. სავარაუდოდ, როგორც ადამიანების უმრავლესობა, საძილე აბებს მიმართავთ უძილობასთან გასამკლავებლად. თუმცა, ეს საუკეთესო გამოსავალი არ არის, რადგან შეჩვევას იწვევს. ამიტომაც, გირჩევთ მიირთვათ ბანანისა და დარიჩინის ჩაი, რომელიც სამუდამოდ დაგავიწყებთ ამ პრობლემას. კარგი ამბავი ის არის, რომ მის მომზადებას თავადაც შეძლებთ ძალიან მარტივად
ბანანი, როგორც ძილის ხელშემწყობი საშუალებაბანანი – საოცარი პროდუქტია! ის მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით, ბოჭკოვანით, მკვებავი ნივთიერებებით, ბუნებრივი შაქრით. ბანანი არ შეიცავს ალერგენებს, ამიტომაც ის შეიძლება მივცეთ ჩვილებსაც. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თუ ყოველ დღე 2 ბანანს მივიღებთ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას მოვაგვარებთ! განსაკუთრებით პოზიტიურად მოქმედებს ნერვიულ სისტემასა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე, ახდენს რა კუჭის ლორწოვანი გარსის რეგენერაციის სტიმულირებას. ბანანი შეიცავს ამინომჟავას, ტრიპტოფანს. ეს იწვევს ტვინში ქიმიური ნივთიერების სეროტონინის სინთეზს. ეს უკანასკნელი კი წარმოადგენს ნეირომედიატორს, რომელიც ტვინს მოდუნებაში, დამშვიდებაში ეხმარება, რის შედეგადაც თავს ბედნიერად იგრძნობთ. ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის თანახმად, სეროტონინს აქვს დამამშვიდებელი და ძილის ხელშემწყობი ეფექტი. ასე რომ, ბანანის ჭამა ძილის წინ გააუმჯობესებს თქვენი ძილის ხარისხს. მაგრამ იცოდით, რომ ბანანის ნახარშის მიღებაც შეგიძლიათ, რომელიც გაცილებით უფრო ეფექტურია აღნიშნული შემთხვევის დროს? ჩაი ბანანითა და დარიჩინითმთელს მშოფლიოში ბანანისა და დარიჩინის ჩაის უშუალოდ ძილის წინ მიირთმევენ. ორივე პროდუქტს ბევრი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისება აქვს, მათ შორის ძილის ხელშემწყობიც. დარიჩინი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და სისხლის მიმოქცევას. ამას გარდა, ბანანი უზრუნველყოფს თქვენს ორგანიზმში ნაკლები კორტიზოლის გამომუშავებას– რომელიც ასევე სტრესის ჰორმონის სახელითაა ცნობილი. ტრიპტოფანის მაღალი შემცველობა კი ხელს უწყობს სერატონინის გამომუშავებას ორგანიზმში, რაც ღამით ჯანსაღი ძილის გარანტია. ბანანის ჩაიმზად ხართ დილით ხალისიანმა და ენერგიით სავსემ გაიღვიძოთ სახიფათო და შეჩვევის გამომწვევი აბების გამოყენების გარეშე? თუ ასეა, სცადეთ და მოხარშეთ ბანანის ჩაი შემდეგი ინგრედიენტების გამოყენებით:
მომზადების წესი
ასევე დაგაინტერესებთ: რა ემართება ჩვენს ტვინს ძილის უკმარისობის შედეგად შოკისმომგვრელი ფაქტები ადამიანის სხეულის შესახებ, რომლის შესახებაც არაფერი იცოდით ლუდის 12 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ! ალოეს 17 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის რატომ გვირჩევენ მედიკოსები ჟოლოს წვენის მიღებას? რატომ უნდა მივიღოთ გვირილის ჩაი? აუცილებლად შეიტანეთ თქვენს ყოველდღიურ რაციონში 12 მიზეზი, თუ რატომ უნდა დავლიოთ ლუდი ნორმის ფარგლებში 128 7-ს მოსწონს
|