x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
7 წყვილი ტყუპი ტოკიოს ოლიმპიადაზე,რომლის გარჩევაც ჟიურისაც გაუჭირდება
1–დინა და არინა ავერინები-(მხატვრული ტანვარჯიში)-22 წლის დები ავერიებისთვის ეს პირველი ოლიმპიური თამაშებია. მათ მხოლოდ გამარჯვება აქვთ გადაწყვეტილი, რადგან 2000 წლიდან რუსეთი დომინირებს მხატვრულ ტანვარჯიშში.ტოკიოში გამგზავრებამდე გოგონებმა აღნიშნეს, რომ ისინი არ აპირებენ რაიმე ექსპერიმენტებს და შეასრულებენ იმ პროგრამას, რომელიც მათ საფუძვლიანად იციან.

image

2–ჯენიფერ და ჯესიკა გადიროვები-(სპორტული ტანვარჯიში)-აზერბაიჯანული წარმოშობის 16 წლის სპორტსმენები გამოდიან ბრიტანეთის ნაკრებში. ისინი ექვსი წლის ასაკიდან ვარჯიშობენ ტანვარჯიშში.არიან ინგლისის, დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატების პრიზიორები და მსოფლიოს ჩემპიონები იუნორებს შორის.

image



3-ადამ და საიმონ იეტსები(ველოსპორტი)-ძმები წარმოადგენენ გაერთიანებული სამეფოს ეროვნულ გუნდს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თითქმის იდენტურია, მცოდნე ადამიანებს ადვილად შეუძლიათ ერთმანეთისგან გარჩევა: ადამს აქვს უფრო სწორი წინა კბილები და იარა ნიკაპზე.

image

4-პატ და ლუკ მაკკორმაკი(კრივი) - როგორც ჩანს, ტოკიოში ბრიტანეთის გუნდი ქვეყანა ტყუპებისგან შედგება. ძმები მაკკორმაკები პირველად იასპარეზებენ ოლიმპიადაზე ერთად: 2016 წელს მხოლოდ პატმა მიიღო მონაწილეობა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე.

image

5-შარლოტა და ლორა ტრემბლები (სინქრონული ცურვა) 22 წლის დები საფრანგეთიდან სინქრონული ცურვის ნაკრების წევრები არიან. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც სამხრეთ კორეაში ჩატარდა, მათ მერვეა დგილი დაიკავეს, რამაც ოლიმპიადაზე გასვლის უფლება მისცა.

image

6-სანე და ვიკე ვევერსი(მხატვრული ტანვარჯიში) - დები არიან ნიდერლანდების ეროვნული ტანვარჯიშის ნაკრების წევრები და ვარჯიშობენ მამის ხელმძღვანელობით. 2016 წელს სანე გახდა პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ჰოლანდიის ისტორიაში ძელზე კატეგორიაში.

image


7-აზია და ალისა დ'ამატო (მხატვრული ტანვარჯიში) - და ისევ ტყუპი ტანმოვარჯიშეები, ამჯერად იტალიიდან. დებისთვის, ტოკიოს ოლიმპიადა პირველი გახდა მათ სპორტულ კარიერაში. მანამდე გოგონები ღირსეულად წარმოადგენდნენ ქვეყანას სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე.

image

0
430
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
430
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0