უპირველეს ყოვლისა სანამ ყველაზე პოპულარულ 5 ქართულ ვიდეოს წარმოგიდგენთ, უნდა ავღნიშნო, რომ კარგა ხანს ვიქექებოდი you tube-ზე და გამოიკვეთა შემდეგი ტენდეცია:ქართველ ხალხში აშკარად ყველაზე პოპულარულია ვანო ჯავახიშვილს რომ დავესესხოთ, "არასაფილარმონიე"სიმღერები, ანუ ე.წ. საქეიფოები.მის ხარისხზე თუ უხარისხობაზე მე არ დავიწყებ საუბარს, ან საერთოდ ვინ დაადგინა რა არის "მდარე" მუსიკა და რა არა?რა უნდა იმღერო ფილარმონიაში და რა არა? მასე რომ ფიქრობენ ზოგიერთები, იმიტომაც არის ქართული შოუ-ბიზნესი კარგ დღეში. ახლა კი გადავიდეთ საუკეთესო ხუთეულზე.1-სოსო ნარიმანიძე-(ნიჭიერი-2011)-აბობოქრებულ ზღვაში გატარებ-1.7 მილიონი ნახვა.2-აყვავებულა არაგვზე დეკა-თსუ გორდელა-1.04 მილიონი ნახვა.3-ნინო ჩხეიძე და ფანდურა-მაყვალა-1.03 მილიონი ნახვა.4- თეონა ქუმსიაშვილი-დილაო ავდრიანაო-1.01 მილიონი ნახვა.5-ოჰ, რას ცეკვავენ, ვენაცვალე ამათ-1 მილიონი ნახვა.