x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
10 ტრანსფორმერი ხიდი მსოფლიოში
image


მოძრავი ხიდი, არის ხიდი, რომელსაც აქვს დინამიური მოძრავი ნაწილები, ხიდის ფორმის შესაცვლელად. როგორც წესი, ნავების გადასასვლელად.


მოძრავი ხიდის მრავალი სახეობა არსებობს. ისინი გარდაქმნის ფორმით განსხვავდებიან. მართალია ყველაზე პოპულარული საავტომობილო ხიდებია, თუმცა მსდოფლიოში შეგვიძლია ვიხილოთ მოხსნადი ხიდი, სვინგის ხიდი, დახრილი ხიდი, ვერტიკალური ლიფტით ხიდი, გადამზიდავი ხიდი და კიდევ რამდენიმე ტიპი. ვნახოთ გამორჩეული 10 მათგანი.






1. Tower Bridge, ინგლისი, ლონდონი

ლონდონის ეს სიმბოლო აგებულია 1886 წლიდან 1894 წლამდე. ეს არის კომბინირებული საყრდენი და დაკიდებული ხიდი.





კოშკის ხიდი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხიდია მსოფლიოში როგორც ჩვეულებრივ ასევე მოძრავ ხიდებს შორის.

image

იხსნება 5 წუთში 86 გრადუსიანი კუთხით. თითოეული ნაწილის წონა 1000 ტონაზე მეტია.






2. Slauerhoff Bridge ლუვარდენი, ნიდერლანდები

სლაუერჰოვის ხიდი, იგივე მფრინავი დრაივი არის სრულად ავტომატიზირებული საყრდენი ხიდი, რომელის გზის მონაკვეთი შთამბეჭდავად ტრიალებს ჰაერში, რათა ნავებმა გაირონ. გზის ეს მონაკვეთი 15 მეტრია და 90 გრადუსით ადის ჰაერში.


image







3. Gateshead Millennium Bridge, ნიუკასლი, ინგლისი

გეითსჰედის ათასწლეულის ხიდი, არის საცალფეხო დახრილობის ხიდი, რომელიც ნიუკასლში, მდინარე ტინზე მდებარეობს.

ხიდი საზოგადოებისთვის 2001 წელს გაიხსნა და ზოგჯერ მას მოიხსენიებენ როგორც მოხამხამე თვალს.


Gateshead Millennium Bridge






4. Pont Jacques Chaban-Delmas, ბორდო, საფრანგეთი

ჟაკ შაბან-დელმას ხიდი, არის ევროპაში ყველაზე გრძელი ვერტიკალური ლიფტის ხიდი. მდებარეობს ბორდოში მდინარე გარონზე. ხიდი 2013 წელს გაიხსნა. მისი სიგრძე 670 მეტრია, სიგანე კი - 100.


image







5. Puente de la Mujer, ბუენოს აირესი, არგენტინა

პუენტე დე ლა მუჰერ, ანუ ქალის ხიდი, განკუთვნილია ფეხით მოსიარულეთათვის.

ხიდი, რომელიც 2001 წელს გაიხსნა, ზოგიერთი ადგილობრივი მოსახლეობისათვის ტანგოს მოცეკვავე ქალს ჰგავს. მდებარეობს პუერტო მადეროს სანაპირო ზონაში და ითვლება ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად. ხიდის ნაწილი 90 გრადუსით ბრუნავს, რათა ნავებმა შეძლონ გავლა.

image





6. Vizcaya Bridge, ბისკაია, ესპანეთი

სატრანსპორტო ხიდი, რომელიც აკავშირებს ბისკაიის პროვინციაში მდებარე ქალაქებს პორტუგალეთეს და ლას არენასს. სატრანსპორტო ხიდი არის მოძრავი ხიდის ტიპი, რომელიც ჰორიზონტალური ლიფტის მსგავსად მოქმედებს: გზის მონაკვეთი, მანქანებით გადაადგილდება მეორე მხარეს. აშენდა 1893 წელს, ეს არის მსოფლიოში ყველაზე ძველი გადამზიდავი ხიდი, აგრეთვე წარმოადგენს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს. ხიდის სიგრძე 164 მეტრია და მას შეუძლია 6 წამყვანი მანქანისა და რამდენიმე ათეული მგზავრის გადაყვანა ერთი მხრიდან მეორე მხარეს 90 წამში.


image





7. The Dragon Bridge at Foryd Harbour, რილი უელსი

მას დარაკონის ხიდს უწოდებენ. არის ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისთვის განკუთვნილი ხიდი, რომლის მშენებლობა 4.2 მილიონი გირვანქა სტერლინგი (6 მილიონი დოლარი) დაჯდა. აშენდა 2013 წელს და აქვს 100 წლიანი ექსპლუატაციის ვადა.


image





8. Scale Lane footbridge, ჰალი, ინგლისი

"Scale Lane" არის საფეხმავლო ხიდი ქალაქ ჰალიში, ინგლისში ჰამბერსაიდის საგრაფოში, მდინარე ჰალზე. სხვათა შორის ამ მდინარეზე გადებული ხიდების უმეტესობა მოძრავია: 6 სვინგის ხიდი, 4 საყრდენი ხიდი და 3 ლიფტიანი ხიდი.


image





9. Hörn Bridge, კილი, გერმანია

ჰორნის ხიდი საკმაოდ უნიკალური ტიპის მოძრავი ხიდია, რადგან იდ იკეცება. აშენდა 1997 წელს და მისი სიგრძე 25.5 მეტრია. მდებარეობს მდინარე ჰორნზე, რომელიც აკავშირებს ქალაქის ცენტრს გაარდენის კვარტალთან. ხიდი იკეცება საათში ერთხელ, რათა გემებმა გაიარონ.

image





10. The Rolling Bridge, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

იგივე ხვეული ხიდი არის ტალღოვანი მოძრავი ხიდის სახეობა, რომელიც დასრულდა 2004 წელს ლონდონის პედინგტონის აუზში. ეს არის ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი ხიდი. შედგება რვა სამკუთხა მონაკვეთისაგან რომელიც ჰიდრავლიკურად იშლება. გაშლილ მდგომარეობაში ხიდი სიგრძე 12 მეტრია.


image




0
155
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0