x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ბრიტნი სპირსი კარიერას ასრულებს მანამ, სანამ მის მამას სრული მეურვეობა არ ჩამოერთმევა

image
ცნობილი პოპ ვარსკვლავის ცხოვრებას და კარიერას უკვე 13 წელია რაც მისი მამა, ჯეიმს პარნელ სპირსი აკონტროლებს. ბრიტნი მამის მეურვეობისგან თავის დახსნას 2014 წლიდან ცდილობს, ახლახანს კი პატარა მცირე გამარჯვებაც მოიპოვა, როდესაც სასამართლომ უფლება მისცა საკუთარი ადვოკატი აეყვანა, რომელიც მის უფლებებს დაიცავდა. 39 წლის მომღერალის ცხოვრებას დღესაც მეურვე აკონტროლებს იმ ფსიოლოგიური აშლილობის გამო, რაც წლების წინ დაემართა ქმართან დაშორების და შვილების ჩამორთმევის შემდეგ. პოპვარსკვლავმა ცოტა ნის წინ საზოგადოებას ამცნო, რომ კარიერის დასრულებას გეგმავს მანამ, სანამ მისი მამა მეურვეობას არ ჩამოშორდება. გარდა ამისა, მამაკაცი მის ფინანსებსაც სრულიად აკონტროლებს და ბრიტნის თქმით თანხებს უკანონონ ითვისებს.

“ აღარ ვაპირებ სცენაზე გამოსვლას სანამ მამაჩემი წყვეტს რას ვიცვამ, რას ვამბობ, ვფირობ ან ვაკეთებ. ამას 13 წლის განმავლობაში ვაკეთებდი. სჯობს საღამურებში ვიცეკვო კამერის წინ საკუთარ მისაღებ ოთახში, ვიდრე ლას ვეგასის დარბაზებში ისე, რომ ფანებს ხელიც არ ჩამოვართვა. გარდა ამისა, უკვე დიდი ხანია უფლებას არ მაძლევენ ახალი სიმღერები ჩავწერო, ან ძველი სიმღერების რემიქსი შევქმნა, ასე რომ, მივდივარ!"

image

ბრიტნისგან კარგად “მოხვდა" მის დასაც, ასევე მომღერალ ჯეიმი ლინს, რომელიც აქტიურად უჭერდა დას მხარს მამის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში. მას ბრიტნიმ ცალკე პოსტი მიუძღვნა, მართალია, სახელი არ დაუზუსტებია, თუმცა საზოგადოება მაინც მიხვდა ვისი მისამართითაც იწერებოდა:

“ არ არსებობს იმაზე უარესი, ვიდრე შენი ახლობელი ადამიანები, რომლებიც არასოდეს გეხმარებოდნენ, უცებ აქვეყნებენ ინფორმაციას მხარდაჭერის სიტყვებით... ამაზე უარესი არ არსებობს. როგორ ბედავენ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად გიყვარს რამის თქმას? მათ ხელიც არ გამოუწვდიათ იმისათვის, რომ იმ დროს წამოვეყენებინე. როგორ გაბედე საჯაროდ იმის თქმა, რომ შენთვის სულ ერთი არ არის? ხელი გამომიწოდე მაშინ, როდესაც ვიძირებოდი? არა. ასე რომ, ამას თუ კითხულობ, იცი რომ შენზეა ა გყოფნის თავხედობა, რომ “სახის შესანარჩუნებლად" ჩემს სიტუაციაზე რამეს აქვეყნებ და კიდევ აპირებ რამის დაწერას, გთხოვ, შეჩერდი შენს მოძღვრულ მიმართვებზე როცა სიმართლისგან ისე შორს დგახარ, რომ სასაცილოც კია!"image
ბრიტნი იმ ხალხსაც გადასწევდა, რომლებიც სოციალურ ქსელებში მის კონტენტს აკრიტინებენ:

“იმ ქალებს, რომლებიც ამბობენ, რომ უცნაურია ჯერ კიდევ ზღაპრების რომ მჯერა... ჯანდაბაშიც წასულვართ! როგორც უკვე ვთქვი, იმედი ერთაერთია რაც დამრჩა. გაგიმართლათ საერთოდ რამეს რომ ვავეყნებ, თუ არ მოგწონთ რასაც ხეედავთ, მაშინ გამოწერა გამიუქმეთ. ხალხი ცდილობს იმედის ჩაკვლას, რადგან ის ყველაზე დაუცველი და სუსტი რამაა მსოფლიოში. ახლა კი წავალ და ოხერ ზღაპარს წავიკითხავ! პ.ს. თუკი არ გსურთ დაინახოთ, როგორ ცეკვავს ჩემი ძვირფასი უკანალი ჩემს მისაღებ ოთახში, ან ეს თქვენს სტანდარტებს არ შეესაბამება, წადით და თქვენც რამე ოხერი წიგნი წაიკითხეთ!"
imageimage




0
204
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0