x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ვარსკვლავური წყვილები, რომელთა რომანიც გადასაღებ მოედანზე დაიწყო

იშვიათი არაა, როდესაც ცნობილ ადამიანებს შორის გრძნობები რაიმე საერთო პროექტის დროს მუშაობისას ჩნდება. ჰოლივუდში ასეთი მრავალი წყვილი არსებობს, ზოგიერთი მათგანი დღესაც ბედნიერ ქორწინებაშია, ზოგიც ერთმანეთს დაშორდა და ახლა სასამართლო დავები აქვთ სხვადასხვა საკითხებზე:

1. რაიან რეინოლდსი და ევა მენდესი

მსახიობებმა შეყვარებული წყვილის როლები შეასრულეს ფილმში “The Place Beyond the Pines ", მათი რომანი კი გადაღებების დროს დაიწყო. წყვილი ერთად უკვე 10 წელზე მეტია რაცაა და 2 საერთო ქალიშვილიც ჰყავთ. შვილების გამო მენდესი დროებით ჰოლივუდსაც ჩამოშორდა და ცდილობს მთელი თავისი დრო ოჯახს დაუთმოს.image

2. ბრედ პიტი და ანჯელონა ჯოლი

ყველასთვის საყვარელი “ბრანჯელინა" ჰოლივუდში ყველაზე ლამაზ წყვილად ითვლებოდა. მათი რომანი ფილმის “მისტერ და მისის სმიტების" გადაღებების დროს დაიწყო. იმ პერიოდში ბრედ პიტი ჯერ კიდევ ჯენიფერ ენისტონზე იყო დაქორწინებული, თუმცა ჯოლის გამო ცოლი მიატოვა. ბრედი და ანჯელინა ერთმანეთს 11 წელი ხვდებოდნენ და 6 შვილს ზრდიდნენ, თუმცა 2016 წელს დაშორდნენ და ბავშვებზე მეურვეობის საკითხს ჯერ კიდევ სასამართლოში წყვეტენ.image

3. ჯონი დეპი და ემბერ ჰერდი

დეპმა ვანესა პარადისთან 14 წლიანი ურთიერთობა სწორედ ემბერ ჰერდის გამო დაასრულა და ახლა სავარაუდოდ ძალიანაც ნანობს. მათ ერთმანეთი ფილმის “რომაული დღიურის" გადაღებებზე გაიცნეს და მიუხედავად 23 წლიანი სხვაობისა, რომანი გააბეს. მიუხედავად იმისა, რომ პარადისთან 14 წლიანი ურთიერთობა არაოფიციალურად ჰქონდა, ჰერდიზე გაცნობიდან რამდენიმე თვეში დაქორწინდა 2015 წელს. 1.5 წელიწადში კი სკანდალით დასორდნენ. ორივე მხარე ერთმანეთს სდებს ბრალს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში და სასამართლო დღესაც გრძელდება.
image

4. ჩენიგ ტატუმი და ჯენა დევანი

კიდევ ერთი ლამაზი წყვილი, რომელთა ისტორიაც ფილმის “ნაბიჯი წინ" გადაღებებიდან დაიწყო 2006 წელს, 2018 წელს კი დაშორდნენ. მათ საერთო შვილი, ეველინი დარჩათ. image

5. ჯოშუა დალასი და ჯინიფერ გუდვინი

ფიფია და უფლისწული სერიალიდან “ერთხელ ზღაპარში". მათი სიყვარული ეკრანიდან რეალურ ცხოვრებამდე გადაიზარდა, დღემდე ერთად არიან და იდეალური ურთიერთობა აქვთ.image

6. რაიან რეინოლდსი და ბლეიკ ლაივლი

მსახიობებმა ერთმანეთი ფილმის “მწვანე ფანარი"-ს გადაღებებზე გაიცნეს. იმ პერიოდში რეინოლდსი სკარლეტ იოჰანსონს ხვდებოდა, ბლეიკ ლაივლი კი ლეონარდო დიკაპრიოს. ურთიერთობა კი როგორც თავად ამბობენ, თავიანთ მეორე ნახევრებთან ურთიერთობის დასრულების შემდეგ დაიწყეს, თუმცაღა ამის საპირისპიროს ამტკიცებენ სხვადასხვა წყაროები. რაც არ უნდა იყოს, ისინი დრეს ჰოლივუდის ერთ -ერთ ყველაზე ლამაზ და მტკიცე წყვილს წარმოადგენენ, მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ და აპირებენ ერთი ბავშვი იშვილონ უახლოეს მომავალში.image

7. კურტ რასელი და გოლდი ჰოუნი

ვის არ უყვარს რომანტიკული კომედია “ბორტს მიღმა"? სწორედ ამ ფილმის წყალობით გაიცნეს ერთმანეთი და დაქორწინდნენ, ისინი უკვე თითქმის 40 წელია ერთად არიან და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ჰოლივუდის ყველაზე მტკიცე წყვილია.image

8. დენიელ კრეიგი და რეიჩელ ვეისი

ისინი ისევ მეგობრებად დარჩებოდნნე რომ არა 2011 წელს Dream House-ზე საერთო მუშაობა და იმავე წელსვე ფარულად იქორწინეს, მათ ქორწილს კი მხოლოდ 4 ადამიანი ესწრებოდა.image

9. პენელოპა კრუსი და ხავიერ ბარდემი

მათ ერთმანეთი 1992 წელს გაიცნეს, თუმცა იმ დროს პენელოპა 18 წლის იყო, ხავიერი კი 24 ის, 2006 წელს ფილმის “ვიკი კრისტინა ბარსელონა"-ს გადარებების დროს კი მათ შორის რომანი გაჩაღდა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა, თუმცა პაპარაცებმა 2007 წელს მალდივებზე გამოიჭირეს ერთად დასვენების დროს.image








0
313
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
313
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0