საზოგადოება "არ გიფიქრიათ, რომ ეს კომენტარები უბრალოდ ცუდად წარმოაჩენს თქვენს ადამიანობას?" 2021, 18 ივლისი, 17:21 მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი (სუხიტა) ისეთ არასასიამოვნო კომეტარებს ეხმაურება, რომლის დაწერასაც არ იშურებს ხოლმე საზოგადოება. "ხალხო ეს რა ისტერიკაა "დაბერდი". ხო, ადამიანები ბერდებიან და მეც ვბერდები რატო წერთ ამას თავმომწონედ თითქოს რამე შეცდომა დამეშვას ან რამეში მაჯობეთ, თქვენი მიღწევა არაა თუ ვინმეზე გვეან დაიბადეთ ან ვინმეზე გვიან გიჩნდებათ ნაოჭები, ხო შესაძლოა თქვენი აზრით დავბერდი (მე იმაზე ახალგაზრდად ვგრძნობ თავს ვიდრე 10 წლის წინ), მაგრამ ამას ასე ირონიით რატო წერთ? ჩემი დაბერება თქვენი წარმატებაბრატოა? ბოლო ვიდეოების კომენტარებს გადახედეთ ვისაც არ გინახავთ და ნახავთ ამ თითქმის დამცინავ კომენტარებს. ყველა უნდა დავბერდეთ და მოვხუცდეთ თორემ 13 წლისა ვკვდებოდი და სულ ახალგაზრდა დავრჩებოდი მათ მეხსიერებაში ვისაც ვემახსოვრებოდი... "წვერი გაიპარსე" "რას გავხარ" არ გიფიქრიათ რომ ეს კომენტარები უბრალოდ ცუდად წარმოაჩენს თქვენს ადამიანობას?" - წერს ის. ცნობისთვის გეტყვით, რომ მომღერალი 36 წლისაა. 164 შეფასება არ არის
|