სამეგრელო და ზემო სვანეთი მეგრული ეზო - საოცარ ფერთა გამა 2021, 16 ივლისი, 16:28 მეგრული ეზო გამოირჩევა არა მარტო დიდი, გადაშლილი სივრცით, არამედ ულამაზესი გაფორმებითაც. განსაკუთრებით ლამაზი ის ზაფხულის სეზონზეა, როცა უთვალავი ფერით და სიხასხასით ივსება. ეზოს დიზაინშიც ვლინდება მეგრელი კაცის პეწი, მოხერხებულობა, სიცოცხლის სიყვარული და ხალისი, მშვენიერის, ამაღლებულისაკენ სწრაფვა, კოლხური გენის გამორჩეულობა. ეს ლოგიკურიცაა. მითის მიხედვით, ჯერ კიდევ კოლხთა მეფის, აიეტის უმშვენიერეს ასულს, მედეას ჰქონია ბაღი, სადაც ხარობდა სამი სახის გვირილა, ასევე, ყოჩივარდა, ლავანდა, ზაფრანა, იორდასალამის ყვავილი და ა.შ.
135 შეფასება არ არის
|