x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
9 გავრცელებული კლიშე რომანტიული კომედიებიდან, რომლებიც ყველა ფილმში გვხვდება

მსუბუქი, რომანტიკული, კომედიური მელოდრამები ყველას უყვარს, 2000 იან წლებში ამ ჟანრის ფილმების სიმრავლე ნამდვილად იყო. როდის გააანალიზეთ, რომ ცნობილი სასიყვარულო მელოდრამები ყველა ერთმანეთს ჰგავს და კლიშეები აქვს, რომლებსაც ყველა ფილმში ხედავთ?

1. ქორწილის ჩაშლა უკანასკნელ წამს

რამდენი ფილმი გინახავთ, სადაც პატარძალი ან სიძე ქორწილს შლის ბოლო წამს? კითხვაზე “თანახმა ხართ თუ არა", უცებ ახლოდან აჩვენებენ პერსონაჟს, რომელსაც ბოლო წამს დაშორება უნდა იმ ადამიანთან, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარებას აპირებდა და სინამდვილეში 2 კვირის გაცნობილი ადამიანი უყვარს. ეს ხომ ყველაზე გავრცელებული კლიშეა კლიშეებს შორის.image

2. ღალატი მომავალი ბედნიერების მომასწავებელია

როგორც წესი, საყვარელი ადამიანის ღალატის გაგებს შემდეგ, დეპრესია იწყება და ახალ ურთიერთობისთვის უბრალოდ ფსიქოლოგიურად არ ხართ მზად. აი მელოდრამებში კი სულ სხვასგვარადაა, ღალატის შემდეგ გოგონა შემთხვევით ხვდება მამაკაცს, რომელიც უმალ მოხიბლავს და მოღალატე წამებში ავიწყდება. ნეტავ ყველაფერი მართლა ასე მარტივი იყოს.image

3. ტყუილს შდეგები არ მოჰყვება

თუკი მთავარი გმირი საკუთარი მიზნების მისაღწევად იტყუება, იქნება ეს კარიერის თუ სასიყვარულო ურთიერთობის შემთხვევაში, ფილმის დასასრულს ყველაფერი ირკვევა, თუმცა, რაოდენ დამნაშავეც არ უნდა იყოს, საყვარელი ადამიანი მას ყოველთვის წუთებში პატიობს. ეს უკვე საპნის ოპერას უფრო ჰგავს არა?image

4. ჯერ სიძულვილი, შემდეგ სიყვარული

მელოდრამების სცენარისტების საყვარელი ხრიკი, ორი მიმზიდველი, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანი პირველი შეხვედრიდანვე კამათობენ და ერთმანეთს ვერ იტანენ, თანდათან კი ერთმანეთის სხვა მხარეებს ხედავენ და უყვარდებათ. ესეც კლიშეა რა თქმა უნდა, მაგრამ დამეთანხმებით, სასიამოვნო სანახავი მაინც არის.
image

5. ქალები, რომლებიც ჯერ ვერ ეწყობიან ერთმანეთს, ფილმის ბოლოს კი საუკეთესო მეგობრები არიან

საჭიროა მხოლოდ საერთო ყოფილი შეყვარებული ან რაიმე ღონისძიება, სადაც მხოლოდ ერთმანეთს იცნობე და შეუძლიათ სხვებზე საუბარი. სულ ესაა, ფილმის ბოლოს ადიკალურად განსხვავებული ქალები, რომლებიც შეიძლება ერთმანეთს ემტერებოდნენ კიდეც, ქალურ სოლიდარობას იჩენენ და მეგობრდებიან.image

6. კოცნა წვიმის ქვეშ

რეალურად, წვიმის დროს ადამიანის რელექსია მშრალი, თბილი ადგილის პოვნა. მაგრამ მელოდრამებში ასე არ ხდება. ძლიერი წვიმის ქვეშ უნდა გაარკვიოს წყვილმა ურთიერტობა, გამოუტყდნენ ერთმანეთს სიყვარულში და სცენა მხურვალე კოცნით დააგვირგვინონ.image

7. ქალი და მამაკაცი მეგობრები ვერ იქნებიან

გავრცელებული კლიშეა, როდესაც ქალი და მამაკაცი წლებია მეგობრობენ, ერთს მეორე აუცილებლად უყვარს წლების განმავლობასი, თუმცა მეორეს გრზნობები მასინ უჩნდება, როდესაც პირველი ვიღაც სხვას ნახულობს. უნდა ითქვას, რომ ესეც საინტერესო და სახალისო სანახავია.image

8. ცნობილი ვარსკვლავი და უბრალო ადამიანი

რა თქმა უნდა, უბრალო ადამიანს არ უნდა აინტერესებდეს შოუ-ბიზნესიმ ან ვერ ერკვეოდეს, შეიძლება შეხვედრის დროს სახეზეც ვერ იცნოს ცნობილი ადამიანი და სწორედ ამ ფაქტმა მიიზიდოს ისიც.image

9. სიყვარულის გამხელა აეროპორტში

მამაკაცი მაშინ ხვდება თავისი გრძნობების შესახებ, როდესაც ქალი სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაში გადასვლას აპირებს. რა თქმა უნდა აეროპორტში თავპირისმტვრევით დარბის და როგორღაც თვითმფრინავის ბორტზე უშვებენ უბილეთო მგზავრს. შემდეგაა უკვე ემოციური მონოლოგი, ქალის ქცრემლებული თვალები, ინტერესიანი მგზავრების მზერები და ფინალური კოცნა, რომელსაც ასევე მგზავრების ტაში მოსდევს ხოლმე.image

0
138
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0