x
image
ირინა მ.
რა მოხდებოდა, თუ მთვარის ადგილს მზის სისტემის სხვა პლანეტები დაიკავებდნენ

image


ეს ექსპერიმენტი წარმოსახვითია, თუმცა არანაკლებ საინტერესო. განვიხილოთ რა მოხდებოდა, თუ მთვარეს მზის სისტემის პლანეტებით ჩავანაცვლებდით, როგორ ზემოქმედებას მოახდენდნენ ისინი გეოფიზიკურ პროცესებზე და საერთოდ ჩვენი პლანეტის სიცოცხლეზე.

იუპიტერი


image

თუ ისეთი გიგანტური პლანეტა, როგორიც იუპიტერია, დედამიწის სიახლოვეს აღმოჩნდებოდა, დაიწყებდა ჩვენი პლანეტის მიზიდვას. იუპიტერი 318-ჯერ მძიმეა დედამიწაზე. ჩვენ იმაზე ადრე გავქრებოდით, სანამ პლანეტები ერთმანეთს შეეჯახებოდა. ეს იმიტომ, რომ იუპიტერის გრავიტაცია ძალიან დიდ ზიანს მიაყენებდა ჩვენს პლანეტას: წარმოიშვებოდა გიგანტური მოქცევები (ათსართულიანი ცუნამები მასთან შედარებით არაფერი იქნებოდა), ამინდი კარდინალურად შეიცვლებოდა-თავსხმა წვიმები და ქარიშხლები შეაზანზარებდა დედამიწას, რაც მთავარია, დედამიწის ქერქი ვერ გაუძლებდა, ტექტონიკური ფილების მოძრაობა გაძლიერდებოდა და ძლიერი ვულკანები დაფარავდა ყველაფერს. დედამიწა დაკარგავდა ატმოსფეროს-იუპიტერის გრავიტაცია მას "წაართმევდა" შეჯახებამდე დიდი ხნით ადრე.


სატურნი


image

თუ იუპიტერს სატურნით ჩავანაცვლებთ, შედეგები საგრძნობლად არ შეიცვლებოდა. სატურნი დედამიწაზე 95-ჯერ მძიმეა. ყველა ეს კატასტროფები ამ შემთხვევაშიც მოხდებოდა, თუმცა გარდაუვალ კატასტროფამდე შესანიშნავ ხედს ვიხილავდით.

image

მერკური


დედამიწისთვის ცუდი ვარიანტი არ არის... მზის სისტემის სხვა პლანეტებთან შედარებით. მაგრამ მერკურის თანამგზავრად ყოფნა არ უწერია. თანამედროვე ჰიპოთეზის მიხედვით, ოდესღაც მერკური ვენერას თანამგზავრი იყო, მაგრამ მზის გრავიტაციის გამო მან დატოვა მისი ორბიტა.

image

მერკურის რადიუსი 1, 4-ჯერ მეტია მთვარისაზე. ვიზუალურად ეს შესამჩნევი იქნებოდა, თუმცა სტრუქტურის მიხედვით პლანეტები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან-იგივე კრატერების დიდი რაოდენობაა ორივე მათგანზე. მაგრამ მერკური ბევრად მკვრივია მთვარეზე, რამდენადაც იგი ბევრად მეტ ლითონს შეიცავს. მისი მასაც ბევრად აღემატება მთვარისას.

როგორი შედეგები ექნებოდა მთვარის მერკურით ჩანაცვლებას? ასეთი თანამგზავრით ცხოვრებას შევძლებდით, მაგრამ სანაპირო ზონა იქნებოდა ნაკლებად სტაბილური, მიქცევა-მოქცევები უფრო ძლიერი იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში შეიძლებოდა უფრო მეტი ენერგიის გამომუშავება მოქცევებზე მომუშავე ელექტროსადგურების მეშვეობით. შეიძლებოდა აგრეთვე, მერკურიზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაც, განსხვავებით მთვარისგან, სადაც პრაქტიკულად არაფერია.

მერკურის რა თქმა უნდა აქვს თავისი პლიუსები, მაგრამ მაინც... ჩვენი მთვარე იდეალური თანამგზავრია. არც ძალიან დიდი, არც ძალიან მკვრივი, მოქმედებს მიქცევა-მოქცევებზე და ცხოველების ცირკადულ რითმებზე მელატონინის სეკრეციის ზემოქმედების საშუალებით.

P.S. ცირკადული რითმებია სხვადასხვა ფსიქიკური, ფიზიკური და ქცევითი ცვლილებები, რომლებიც სხეულში ხდება ციკლურად და ყოველდღიურად. ეს ცვლილებები რეაგირებს გარკვეულ სტიმულებზე, როგორიცაა სინათლე და სიბნელე.

imageმთვარე





ეს საინტერესოა:





იცოდით, რომ მრავალსართულიან "კორპუსებს" ჯერ კიდევ მე-14ს. აგებდნენ (ჩინეთში) მძარცველებისგან თავის დასაცავად?


image


ბარჰოუტი-საიდუმლოებით მოცული "ჯოჯოხეთის ჭა" იემენში (+ვიდეო)

image


რატომ მალავს ჩინეთი ინფორმაციას თეთრი პირამიდის შესახებ?

image


რატომ ჩანს კოსმოსიდან ზოგიერთი ქვეყნის საზღვარი ასე უცნაურად?

image


ბულგარეთში, არქეოლოგიური გათხრების დროს, არტეფაქტი-"უცხოპლანეტელის" ნიღაბი აღმოაჩინეს

image


საიდუმლოებით მოცული მონეტა, რომელიც ეგვიპტეში აღმოაჩინეს

image


იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე, შესაძლოა, წყალქვეშა სამყაროში რვაფეხას მსგავსი არსებები ბინადრობდნენ

image


ნაპოვნი ბროლის კოსმონავტი, რომელიც არ ჯდება ოფიციალური მეცნიერების ჩარჩოებში

image


მეცნიერები მთვარეზე დედამიწის მილიონობით ორგანიზმების დნმ-ის სარეზერვო საცავის მშენებლობას გეგმავენ

image


რა მოხდება, თუ კოსმოსში იარაღიდან გავისვრით?

image












































































0
140
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
140