x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
9 საინტერესო ფაქტი, რომელიც ყველას სინამდვილე ჰგონია, მაგრამ არ არის

ბავშვობიდან ბევრ საინტერესო ფაქტებს გვასწავლიდნენ სკოლაში, თუმცა, მათი ნაწილი სინამდვილეს ნამდვილად არ შეესაბამება:

1. ადამიანს 5 გრძნობა აქვს

სინამდვილეში 5ზე გაცილებით მეტია, ამ დრომდე ზუსტი ციფრი ცნობილი არ არის (დაახლოებით 20), მაგრამ მხედველობის, სმეის, ყნოსვის, გემოსი და შეხების გრძნობებს შეგიძლიათ დაუმატოთ მაგალითად შიმშილი და წყურვილი. ასევე ღირს ამ ჩამონათვალს დაემატოს ნოციცეფცია (ტკივილის შეგრძნების უნარი), ტემპერატურა, წონასწორობის გრძნობა და ა. შ.image

2. ქამელეონები ფერს იცვლიან რათა გარემოს შეერწყან

სინამდვილეში, ქამელეონები რეაგირებენ მათ ემოციურ, მენტალურ და ფიზიკურ გრძნობებზე. გარემოსთან შერწყმა კი მათ თავიანთი შეფერილობის გამო ისედაც შეუძლიათ.image

3. საღეჭი რეზინის გადამუშავებას 7 წელი სჭირდება

ბევრს ბავშვობიდანვე შთააგონეს, რომ თუკი საღეჭ რეზინს გადაყლაპავთ, ის ნაწყალებს მიეწებება მთელი 7 წლით. სინამდვილეში, საღეჭი რეზინიც ისევე მუშავდება, როგორც სხვა დანარჩენი საკვები.image

4. ღამურები ვერ ხედავენ

ყველას გვახსოვს ბიოლოგიის გაკვეთილები, რომ ღამურები იყენებენ ექოლოკაციას სივრცეში ნავიგაციისთვის. ღამურებს აქვთ მხედველობა, უფრო დიდი სახეობები კი უფრო მხედველობას ეყრდნობიან, ვიდრე ექოლოკაციას. ასევე, ნუ დაივიწყებთ ღამის ხედვას.image

5. ალკოჰოლი ტვინის უჯრედებს კლავს

მიუხედავად იმისა, რომ ეს არასწორი მოსაზრებაა, ძალიან ბევრი ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება დააზიანოს ტვინი. ალკოჰოლი აზიანებს დენდრიტებს - ნეირონის მოკლე განშტოების პროცესებს, რომლებიც ნერვულ იმპულსებს ატარებენ ნეირონის სხეულში. მათი მურნალობა ი შეიძლება.image

6. ფრინველები თავიანთ ბარტყებს დატოვებენ, თუკი მათ შეეხებით

ფრინველებს ძალიან სუსტი ყნოსვა აქვთ, ამიტომაც, თუკი ბუდიდან გადმოგდებული ბარტყი დაინახეთ, ი უბრალოდ ბუდიდან გადმოვარდა.image

7. ელვა ერთსა და იმავე ადგილას ორჯერ არ ეცემა

კიდევ ერთი გავრცელებული მცდარი შეხედულება. NASA– ს თანახმად, იმავე ადგილას ელვის ორჯერ დარტყმის ალბათობაა 45%, ნულოვანი კი სულაც არ არის. ელვა მიწისკენ უმოკლეს გზას ეძებს, ამიტომ მაღალ შენობებსა და ხეებს განმეორებითი დარტყმის უდიდესი შანსი აქვთ.
image

8. ემპაიერ სთრით ბილდინგიდან გადაგდებულმა მონეტამ შეიძლება ადამიანი მოკლას

სინამდვილეში, მონეტის თავში მოხვედრის შემთხვევაში, მხოლოდ მცირე ზომის კოპი გექნებათ, რადგან საბოლოო სიჩქარე არ არის საკმარისი ადამიანისთვის ზიანის მიყენებისთვის, ხოლო თავად მონეტა აეროდინამიკური თვალსაზრისით არასტაბილურია მისი სიმძიმის გამო.image

9. ოქროს თევზებს 5 წამიანი მახსოვრობა აქვთ

ეს სტერეოტიპიც მცდარია. აკვარიუმის თევზის მეხსიერება ხუთ თვემდე შეიძლება გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, ეს მათ გენიოსებად არ აქცევს, მაგრამ თევზის ზოგიერთი სახეობა ინტელექტით შედარებულია ფრინველთან და სხვა ცხოველებთან.image








0
152
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0