გოგონების საყვარელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი უსიამოვნო ინციდენტში გაეხვა. ის და მისი შეყვარებული სელენა გომესი თეატრიდან გამოდიოდნენ, როდესაც მათ პაპარაცი შეხვდა. ჯასტინს რაღაც არ მოეწონა ფოტოგრაფის ქმედებაში და კამერის დასამტვრევად გაიწია. ამ დროს კი, მას, ფეხსაცმელი გასძვრა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ინციდენტს სელენა მშვიდად ადევნებდა თვალყურს.