x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბავშვთა Voice-ს მონაწილე მატარებელმა გაიტანა,რადგან ყურსასმენები ეკეთა
imageბიჭუნას უყვარდა მოტოციკლი და ყველაფერი რაც მასთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მისმა მშობლებმა მისთვის საშიში სათამაშო მაინც უყიდეს შვილს, რათა სოფლის გზებზე ესეირნა.


გასულ შაბათ-კვირას დაიღუპა 14 წლის ფილიპ ლიტვინოვი, რომელმაც ასეთ პატარა ასაკში უკვე შეძლო გაეცნო მთელი ქვეყანას. ბიჭმა მონაწილეობა მიიღო შოუში "ბავშვთა ვოისი", სადაც ფილიპმა შეასრულა 50-იანი წლების ცნობილი ჰიტის, Johnny B. Goode-ს რუსულენოვანი ვერსია, მიუხედავად იმისა, რომ სიღერის შესრულების დროს ჟიურის არცერთი წევრი არ შემოტრიალდა, ამან ხელი არ შეუშალა შემსრულებელს მაყურებლის გული დაეპყრო, წერს "MK".


image

შოუში მონაწილეობის დროს ფილიპმა აღიარა, რომ უყვარს ფილმები "კერკეტი კაკლის" სერიიდან და კარტინგის რბოლები. მოტოციკლეტებს ასევე განსაკუთრებული ადგილი ეკავა ბიჭის გულში, რადგან მამამისი მოტოკროსის ჩემპიონია.


ფილიპეს დაჟინებული თხოვნის შემდეგ, იგი ჩაეწერა მოტოციკლეტის მართვის კურსებზე, რის შემდეგაც მოზარდს მოპედი უყიდეს, რიტაც იგი სოფელში დასეირნობდა.

ლიტვინოვების ოჯახმა მთელი ზაფხული გაატარა მოსკოვის გარეუბანში აგარაკზე, სადაც ბიჭუნას უსაფრთოდ შეეძლო მოპედით სეირნობა.


ტრაგედიის დროს ფილიპე ნელი სიჩქარით მოძრაობდა სოფლის გზაზე, ერთ მომენტში იაროსლავის მიმართულების სადგურ "43-ე კილომეტრის" გადასასვლელსთან მივიდა, რომელზეც არავითარი მარეგულირებელი არ იყო.ბიჭუნამ ვერ შეამჩნია მომავალი მატარებელი. თვითმხილველები მას უყვიროდნენ რომ მატარებელი უახლოვდებოდა, მაგრამ ფილიპეს ყურსასმენები ეკეთა და არაფერი ესმოდა.

დაშავებული ბიჭი რკინიგზიდან თვითმხილველებმა გამოიყვანეს, ნახევარი საათის შემდეგ ტრაგედიის ადგილზე ბებია და მშობლები მივიდნენ. მაგრამ ფილიპეს გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის ერთადერთი ბავშვი იყო ოჯახში.


0
68
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0