x
მეტი
  • 21.07.2024
  • სტატია:136075
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510325
ხელოვანს, რომელმაც უხილავი ქანდაკება $18 ათასად გაყიდა, პლაგიატისთვის უჩივიან
image

იტალიელი ხელოვანი სალვატორე გარაუმ, თავისი უხილავი ქანდაკება ივნისში $18 300-ად გაყიდა. ავტორის თქმით, ქანდაკება, სახელწოდებით Io Sono (მე ვარ), არსებობს, მაგრამ არამატერიალური ფორმით და ის უფრო "ვაკუუმია". როგორც ირკვევა, უხილავი ქანდაკების ირგვლივ მითქმა-მოთქმა მხოლოდ ხუმრობით არ დასრულებულა: ამერიკელი ხელოვანი ტომ მილერი აპირებს, გარაუს პლაგიატის გამო სასამართლოში უჩივლოს.

ტომ მილერის თქმით, სალვატორე გარაუმ უხილავი ქანდაკების იდეა მისგან მოიპარა ისე, რომ ნამუშევარზე მილერის უფლება არ უღიარებია. ტომ მილერი აღნიშნავს, რომ მან საკუთარი უხილავი ქანდაკება, სახელად Nothing (არაფერი) ფლორიდაში, გეინსვილში ჯერ კიდევ 2016 წელს გამოფინა.

"როგორც კი ეს ვნახე, მაშინვე გავიფიქრე: 'ეს ხომ ზუსტად ჩემი იდეაა'. იდეები და მათი აღიარება მნიშვნელოვანია. მისგან სწორედ ეს აღიარება მინდოდა, ამიტომ დავუკავშირდი, თუმცა მან ჩემი წინადადება უგულებელყო. ამის შემდეგ იტალიელი ადვოკატი დავიქირავე", — ამბობს ტომ მილერი.


მილერის ადვოკატის, რიჩარდ ფაბიანის თქმით, გარაუს წერილი უკვე გაუგზავნეს და სასამართლოში სარჩელის შესატანად ემზადებიან.

"ვფიქრობთ, ნათელია, რომ ბატონმა მილერმა აღნიშნული ნამუშევარი ბატონ გარაუზე ადრე შექმნა და ამის შესახებ თავად ბატონმა გარაუმაც იცოდა. ბატონი მილერი იმსახურებს, რომ მისი ნამუშევარი აღიაროს და მიიღოს ყველა უფლება და სარგებელი, რომელიც ამ აღიარებას თან მოჰყვება", — ამბობს მილერის ადვოკატი.





0
78
1-ს მოსწონს
ავტორი:დათო ხაზალაშვილი
დათო ხაზალაშვილი
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0