არქიტექტურა კონტეინერებისგან შექმნილი სახლი – ინტერიერი ისევე მოგხიბლავთ, როგორც ექსტერიერი 2021, 16 ივლისი, 10:54 კონტეინერში ცხოვრება და ამასთან, შუა უდაბნოში ყველასთვის შესაძლოა სახალისოდ არ ჟღერდეს, მაგრამ ნუ გააკეთებთ წინასწარ დასკვნებს, სანამ ლონდონელი დიზაინერის ჯეიმზ უაითეიკერის ქმნილებას არ ნახავთ. 200 კვ. მ. საცხოვრებელი სახლი, რომელიც მოიცავს სამზარეულოს, მისაღებ ოთახს და სამ საძინებელს საკუთარი სააბაზანოებით – ეს ყველაფერი შექმნილია რამდენიმე კონტეინერისგან, რომლებიც ერთმანეთს სხვადასხვა კუთხით უერთდება, რაც უდაბნოში აყვავებული ყვავილის ასოციაციას იწვევს ან ნაგებობას სრულიად სხვა სამყაროდან. სახლი შეიქმნება კინო პროდიუსერისთვის, რომელიც კრეატიული პროექტებისადმი გარკვეულ ლტოლვას განიცდის. “წლის დასაწყისში კლიენტს ლოს ენჯელესში სტუმრები ეწვივნენ, რომელთაც ცოტაოდენი თავისუფალი დრო ჰქონდათ მისი მიწის ნაკვეთი რომ ენახათ Joshua Tree-ში. ერთ– ერთმა მისა მეგობარმა აღნიშნა, თუ რა დიდებულად გამოიყურება იქ ყველაფერი და კარგი იდეა იქნებოდა რაიმე განსაკუთრებული შექმნილიყო ამ უდაბურ ადგილას. შემდეგ მან თავისი ლეპტოპი გახსნა და ყველას ის ფოტო აჩვენა, რომელიც ინტერნეტში ნახა რამდენიმე წლით ადრე. ეს იყო ჩემს მიერ შექმნილი ოფისის პროექტი კონტეინერებით, რომელიც არასოდეს ამიშენებია. ყველა ძალიან მოიხიბლა ნამუშევრით. რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც კლიენტი ლონდონში იმყოფებოდა, დამიკავშირდა და შეხვედრა მთხოვა". სახლს ეწოდა The Joshua Tree Residence, ის აშენდება ჩემი კლიენტის 90 აკრ მიწის ნაკვეთზე კალიფორნიაში და გეგმის მიხედვით დაიწყება მომავალ წელს. როცა დასრულდება რეზიდენცია, ის სრულად იქნება დამოკიდებული მზის ენერგიაზე, რომლის პანელები განთავსდება ავტოფარეხის სახურავზე. მისი ყველა ფანჯრიდან საოცარი ხედი გადაიშლება იმ უჩვეულო ლანდშაფტის, რომელიც გარს აკრავს. ერთ მხარეს ასევე იქნება ხის ვერანდა. ამ ჩამონათვალის შემდეგ მაინც ფიქრობთ, რომ უდაბნოში, გადასაზიდი კონტეინერებით შექმნილ სახლში ცხოვრება სახალისოდ არ ჟღერს? ასევე დაგაინტერესებთ: პატარა სახლი, რომლის პრაქტიკული და კომფორტული ინტერიერი ნამდვილად მოგხიბლავთ! საოცნებო პატარა სახლი ბორბლებზე დახვეწილი ინტერიერით ბინა დამალული საძინებლით – მცირე ფართის მაქსიმალურად გამოყენება რემონტი და დიზაინი: როგორ მოვაწყოთ ყველაზე მყუდრო ადგილი სახლში – 70 კრეატიული იდეა (ნაწილი II) ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად კომფორტულია ამ პაწაწინა სახლში ცხოვრება ორიგინალური კიბეები თქვენი სახლისთვის – ინტერიერი და დიზაინი როგორ მოვაწყოთ ბაღები და ეზოები ორიგინალურად – 55 საოცარი იდეა როგორ მოვაწყოთ თანამედროვე სტილის ბაღები და ეზოები - 45 საოცარი იდეა 148 6-ს მოსწონს
|