x
მეტი
  • 15.07.2024
  • სტატია:135973
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510275
ძმასავით შეზრდილი ბიჭი შემიყვარდა

image უზომოდ შეყვარებული ვარ, მაგრამ ჩემი გრძნობების გამხელის ძალიან მრცხვენია. მას, ვინც მიყვარს, ვერ ვეუბნები, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ის ჩემი ძმაკაცია. დ-ძმასავით გავიზარდეთ. ჩვენი დედები დაქალები არიან.ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობთ. მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთ. მასზე ყოველთვის ვამბობდი ჩემი ძმა არის მეთქი. სრულიად უცნობებსაც და-ძმა ვეგონეთ.

ის, რაც მე მჭირს, შეიძლება არასწორია და ჩემს ცუდ საქციელზე მეტყველებს, მაგრამ მივხვდი, რომ სიგიჟემდე მიყვარს. ყველა ის ქალი მძულს, რომელიც მის ახლოს ტრიალებს. მის ჯგუფელ გოგონებს ვერ ვიტან. სულ მასზე ვფიქრობ. უკვე მეგობრად ვეღარ აღვიქვამ. ვიტანჯები როცა სხვას წერს მესიჯს, ან ურეკავს. ერთხელ ავიღე მისი ტელეფონი და მესიჯების კითხვა დავიწყე. დამინახა და შენიშვნა მომცა. ჩემი და კი ხარ, მაგრამ ეჭვიანი ქალივით ნუ იქცევი, ჩემს მესიჯებს ნუ კითხულობო.

ჩემი დაქალებიც ვერ გამიგებენ. მასაც რომ შევუყვარდე, დარწმუნებული ვარ, ჩვენს სიყვარულს ისე აღიქვამენ, როგორც სისხლით ნათესავებს შორის. გამოსავალს ვერ ვპოულობ. რამდენჯერმე დავაპირე, ვეტყვი, რომ ძალიან მიყვარს და ამით ყველაფერს დავასრულებ - მეთქი, მაგრამ მეშინია, ვაითუ ვერ გამიგოს და დამშორდეს, ამას ვერ გადავიტან. ნუთუ ასე ძნელია მიხვდეს, რომ ის ძმასავით არ მიყვარს?! ჩვეულებრივი მეგობარივით რომ არ მიყვარს, ნუთუ ამასაც ვერ ხვდება?!

სიყვარულმა დამტანჯა. ამ ყველაფერს კი დასარული არ უჩანს. ძალიან მეშინია, რომ თავს ვეღარ გავაკონტროლებ და რაღაც სისულელეს ჩავიდენ. ამის გაფიქრებაც კი მზარავს

5
765
9-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
765
  
2012, 14 სექტემბერი, 1:20
შენ გეტყობა ამ საქმეში დიდი გამოცდილება გაქვს
2012, 14 სექტემბერი, 1:17
ბედნიერი ცოლ-ქმრობა მეგობრობით უნდა დაიწყოს და არა უეცრად მოვარდნილი გრძნობით
2012, 13 სექტემბერი, 10:59
+1
2012, 9 სექტემბერი, 12:48
++++
2012, 8 სექტემბერი, 22:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5