საზოგადოება ამათ ფეხებზე ჰკიდიათ ჰესები,ლგბტქ+ ტიპები,მთავარია ქვეყნის, წინააღმდეგ ბრძოლა-ამირან სალუქვაძე 2021, 7 ივლისი, 18:39 სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც "სირცხვილიას" ოფისიდან ლგბტქ აქტივისტი ვარლამ გოლეთიანს საქმეს ურჩევს, საყვედურობს, რომ ყოველთვის მხარში ედგნენ, მან კი მათ საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა.
„თუ მართლა ესაუბრება, გოლეთიანისთვის პრობლემაა, თუ ამათთანაც იყო და იმათთანაც. თუ ამისთანებთან იჭერდა საქმეს. ხალხს არ სჯერა. წავიკითხე კომენტარები. ამათთან საქმეს არ დაიჭერდაო. მარტივად გადამოწმდება. უნდა ჩაწეროს “ლაივი” და ამ გოგონას დავალება კი არ უნდა შეასრულოს, უნდა უარყოს ეს საუბარი. რასაც აქ საუბრობს, ფორმულზე და ყველგან ეთერები გაგიხსენიო, ეს პრობლემაა. ამიტომ უნდა უარყოს, საჯაროდ, დამაჯერებლად. მთავარი ამ ვიდეოში სხვა რამეა: “განა ჰესების წინააღმდეგი ვართ, უბრალოდ მხარს გიჭერდითო”. აი ესაა ამ ორგანიზაციის და მათ უკან მდგომი პოლიტიკური პარტიის სახე.მათ ფეხებზე ჰკიდიათ ჰესების საკითხი. მთავარი იყო ხელისუფლების, ქვეყნის, წინააღმდეგ ბრძოლა. ზუსტად ასევე ფეხებზე ჰკიდიათ ამათ ეს ლგბტქ+ ტიპები. უბრალოდ მხარს უჭერენ. უფრო სწორად, იყენებენ ხელისუფლების და ქვეყნის წინააღმდეგ პროვოკაციების მოსაწყობად. ზუსტად ეს დავწერე 30 ივნისს, 1 და 4 ივლისს. ასევე იგივეს ვწერდი წინა წლებში ე.წ. პრაიდებისას. ეს ე.წ. პრაიდები არის კოლექტიური სამნიძეების და ნაცმოძრაობის პოლიტიკური აქცია-პროვოკაცია. ჰო, ამ ძალებისგან არ გამოვრიცხავ თავად ლგბტქ+ პირებს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი პროვოკაცია მოუწყონ. ვის დაბრალდება? დაბრალდებათ გუშინდელი აქციის მომწყობთ და ხელისუფლებას. ამიტომ უნდა იფიქროთ სამით თუ არა, ერთი სვლით წინმსწრებად“, -წერს ამირან სალუქვაძე. 367 3-ს მოსწონს
|