სხვა საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები თავისუფლების ქანდაკების შესახებ 2021, 7 ივლისი, 9:28 ფაქტი № 1. თავისუფლების ქანდაკება სპილენძის არის (უფრო სწორედ, სპილენძის ფირფიტებით არის დაფარული). მაგრამ, წვიმის, ქარის და ზღვის წყლი შხეფებმა, მისი დაჟანგვა გამოიწვია. ქანდაკება ჯერ ღია ყავისფერი გახდა, ხოლო შემდეგ, – მოლურჯო-მწვანე ფერი მიიღო. ოქსიდების აპკი ქანდაკებას აღარ მოაცილეს, რადგან ის ამერიკის სიმბოლოს შემდგომი დაჟანგვისგან იცავს. ფაქტი № 2. ერთი შეხედვით, 1884 წელს გადაღებულ, ამ ფოტოზე, განსაკუთრებული არაფერია, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ თავისუფლების ქანდაკების კონსტრუქტირება ნიუ-იორკში კი არა, პარიზში ხდება. «ქალბატონი თავისუფლება», ვიდრე ნიუ-იორკში ჩავიდოდა, ჯერ პარიზში და ფილადელფიაში ნახეს. ფაქტი № 3. ლეგენდის თანახმად, თავისუფლების ქანდაკება ფრანგ მოქამდაკეს ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდის 1870 წელს ხილვასავით გამოეცხადა, როდესაც ის ნიუ-იორკის ყურეში ცურავდა. ამერიკაში მისი გეგმა მეტისმეტად ამბიციურად და საოცნებოდ მიიჩნიეს, მაგრამ საფრანგეთში გადაწყვიტეს, რომ ეს კარგი საჩუქარი იქნებოდა ამერიკის რევოლუციის (1775–1783 წწ.) იუბილესთვის. 1876 წელს, ფილადელფიაში დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების 100 წლისთავისთვის, ქანდაკებაზე მუშაობა ისევ გრძელდებოდა და ბარტოლდმა ამერიკაში, ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით გამართულ ზეიმზე, ქანდაკების მხოლოდ ნაწილი – ჩირაღდანი და ხელი გაგზავნა. ხოლო, მონუმენტის დანარჩენ ნაწილებზე მუშაობა გუსტავ ეიფელთან ერთად გააგრძელა. ფილადელფიაში ქანდაკების ნაწილის პრეზენტაციიდან – ნიუ-იორკში, მის საზეიმო გახსნამდე, 10 წელი გავიდა. 1884 წელს ქანდაკებაზე მუშაობა დასრულდა და ის პარიზელებს აჩვენეს. ხოლო შემდეგ, 350 ნაწილად დაშალეს და 214 ყუთში მოათავსეს. 1886 წლის ოქტომბერში, აშშ-ს ყველაზე ცნობილმა სიმბოლომ, ლიბერტი-აილენდზე დაიკავა საკუთარი ადგილი. არხის სხვა სიახლეები:1. მაღალგანვითარებული ცივილიზაციების კვალი, ჩვენი პლანეტის შორეულ წარსულში 414 3-ს მოსწონს
|