x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საკუთარ თანამშრომლებს მაინც მოუფრთხილდით, თქვენ, ცოტა დებილები ხომ არ ხართ?!-მანჩო გიორგობიანი ტელევიზიებს მიმართავს
imageსამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი რუსთაველზე მიმდინარე პროცესებს სოციალური ქსელით ეხმაურება და ტელევიზიების სტუდიაში მსხდომ ჟურნალისტებს მოუწოდებს, ამ დაძაბულ სიტუაციაში მაინც ნუ გამოიყენებენ სიძულვილის ენას.


„ტელევიზიების სტუდიებში ვინც სხედხართ, წესიერად ილაპარაკეთ, სიძულვილის ენის გარეშე! თუნდაც გარეთ გამოსული ხალხის მიმართ სიტყვები შეარჩიეთ! ვერ ხვდებით, რომ ძაბავთ ვითარებას და ხალხი აგრესიას გამოხატავს ქუჩაში მყოფი კორესპონდენტების მიმართ?! საკუთარ თანამშრომლებს მაინც მოუფრთხილდით, თქვენ, ცოტა დებილები ხომ არ ხართ?!.“, -წერს მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში.

imageდღეს "თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების აგრესიისა და თავდასხმის სამიზნე ტელევიზიების ოპერატორები და ჟურნალისტები გახდნენ.თავდასხმა მოხდა რუსთავი-2-ის, იმედის, მთავრის და ტვ პირველის თანამშრომლებზე.

სირცხვილიას“ ოფისთან ჩამოვდიოდით, რა დროსაც, ბრბო ამოვიდა. ვასრულებდით ჩვენს მოვალეობას მე და ჩემი ჟურნალისტი. ჯერ მირანდას სწვდნენ თმებში, ითრიეს, მერე, მთელი აგრესია ჩემზე გადმოვიდა. არავის უთქვამს, რატომ? რისთვის? რა ხდებოდა? უბრალოდ, წამოვიდა გინება და დაშენა“, - ამბობს „ტვ პირველის“ ოპერატორი.



რუსთავი -2-მა საგანგებო განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნულია, რომ დღეიდან რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებულ არცერთ ღონისძიებას არ გააშუქებს.


"ჩვენი ტელეკომპანიის ეთერი არასოდეს აღარ დაეთმობა პირებს და მათ ლიდერებს, რომლებიც ღიად იყენებენ სიძულვილის ენას, მოუწოდებენ ძალადობისა და აგრესიისკენ, აკეთებენ ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ თუ სხვა მსგავსი შინაარსის განცხადებებს.

"რუსთავი 2" მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გამოიძიოს ტელეკომპანიის თანამშრომლების წინააღმდეგ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულები. ტელეკომპანია ძალოვან უწყებას მიაწვდის ფიზიკური ძალადობის ამსახველ ვიდეომასალას, სადაც თავდამსხმელთა იდენტიფიცირება მარტივია. "რუსთავი 2" აუცილებლად ყურადღებით დააკვირდება გამოძიების პროცესს, ვიდრე ყველა დამნაშავე კანონის წინაშე არ აგებს პასუხს!" - ნათქვამია "რუსთავი 2-ის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


სამწუხაროდ, ძალადობით წახალისებულმა ცალკეული პირები უცხოეთის მოქალაქეებსაც დაესხნენ თავს, თუმცა იქვე მოქალაქეებმა დამნაშავე პოლიციის მოსვლამდე დააკავეს.



1
956
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
956
  
2021, 6 ივლისი, 9:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1