განათლება ოფირის დაკარგული მაღარო და მეფე სოლომონის საგანძური 2021, 13 ივლისი, 8:53 ისრაელის III მეფე, სოლომონი (ძვ. წ. აღრ. 965 – 928 წწ.), იყო მმართველი, რომლმაც საკუთარი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთის ზესახელმწიფოდ აქცია... და ის ძველი აღქმის ერთ–ერთი, ყველაზე ცნობილი და ლეგენდარული პერსონაჟია. მისი სახელთან დაკავშირებული ერთ–ერთი ლეგენდა — აურაცხელი სიმდიდრის ფლობას ეხება, რომლის წყაროს ოფირის ოქროს მაღარო წარმოადგენდა. ექსპერტების აზრით, დღევანდელი სტანდარტებით, სოლომონის ქონება 60 ტრილიონ დოლარს აჭარბებდა, რომლის უდიდესი ნაწილი, სუფთა ოქროს სახით იყო. მეფის სასახლის ინტერიერი და ექსტერიერი, რომელიც ძვ. წ. აღრ. X საუკუნეში ააშენეს, ძვირფასი ლითონით იყო გაფორმებული, ხოლო ტახტი ოქროს და სპილოს ძვლის კომბინაციას წარმოადგენდა, მას ფეხების დასაწყობიც კი, ოქროსი ჰქონდა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეფე სოლომონის მაღაროს მდებარეობა ცნობილი არ არის და შეიძლება, ის წითელი ზღვის სანაპიროსთან კი არა, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყოფილიყო, საიდანაც მოპოვებული ოქროს გადმოზიდვას ფინიკიელები უზრუნველყოფდნენ. ერთი ვერსიით, ოფერი აფრიკაში, თანამედროვე ტუნისის ტერიტორიაზე იყო, სადაც აფრების (ლათინური სახელი, რომელიც კართაგენელებმა ლიბიიდან ჩამოსახლებულებს მისცეს) ტომი ცხოვრობდა. თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა. არიან ისეთებიც, ვისაც სწამს, რომ მაღარო დღემდე იმიტომ ვერ აღმოაჩინეს, რომ მისი სახელი, თარგმნის დროს, დაიკარგა. ბიბლია თავდაპირველად ივრითზე დაიწერა, ხოლო შემდეგ, ბერძნულად ითარგმნა, რომელზეც სახელი – Ophir სიტყვა Ophis–ისგან მომდინარეობს, რაც თარგმანში, «გველს» ნიშნავს. 368 3-ს მოსწონს
|