ფიქრობთ, რომ ვარსკვლავები მხოლოდ ტრუფელებს და ზღვის პროდუქტებს მიირთმევენ? არა, ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება გაგაკვირვოთ კიდეც:
1. ანჯელინა ჯოლი
კამბოჯაში ტარაკები და სხვადასხვა მატლები დელიკატესად ითვლება, ამიტომაც, ჯოლიმ იქ ყოფნის პერიოდში ეს საკვებიც ჩართო თავის რაციონში, მეტიც, თავის შვილებსაც გაასინჯა.
2. ფერჯი
მომღერალი ყოველ დღე 2 სუფრის კოვზ ვაშლის ძმარს სვამს, რადგან მიაჩნია, რომ მას ორგანიზმიდან ზედმეტი ტოქსინები გამოაქვს.
3. მერაია ქერი
მომღერალს ერთი უცნაურობა ახასიათებს, ის მიირთმევს მხოლოდ იმ პროდუქტებს, რომელსაც იასამნისფერი აქვს, სხვა ფერის საჭმელს ის უბრალოდ უვარგისად მიიჩნევს. იასამნისფერი პროდუქტები შეიცავს ანტოციანს, რომელსაც უნიკალური სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებები აქვს.
4. რიზ უიზერსპუნი
მსახიობი მხოლოდ გახეხილ საკვებს მოიხმარს, გახელილი ხილის და ბსტნეულის პიურე, დაბლენდერებული სუფები და ა. შ. ამბობენ, რომ იგივე რაციონი აქვს ლედი გაგასაც.
5. პენელოპა კრუსი
ეს მსახიობი კი არანაირ დიეტას არ იცავს, პირიქიღ, აღმერთებს შემწვარ ბრინჯს და პასტას სხვადასხვა სოუსებით, აც მთავარია, მათი მომზადებაც უყვარს.
6. ჯენიფერ ლოპესი
მიუხედავად მუდამ იდეალური ფიგურისა, მსახიობი და მომღერალი დღეს არ ტოვებს სხვადსხვა მავნე წასახემსებელის გარეშე, როგორებიცაა მაგალითად M&M’s, Snickers, ჩიფსები, მზესუმზირა, შოკოლადის ორცხობილები და ყველის ჩხირები.
7. პატრისია კაასი
ცნობილი ფრანგი მომრერალი ყოველდღიურად 6 ქილა ლუდს სვამს, როგორ მოგწონთ?