x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ცნობილ ფილმებში გაპარული შეცდომები, რომლებიც რეჟისორებს ისე მოეწონათ, რომ დატოვეს

ხანდახან ფილმებში შემთხვევითი მომენტები უფრო ეფექტურია, ეს სცენებიც სწორედ ასეთთ შემთხვევითობებს მიეკუთვნება:

1. შურისმაძიებლები- მოცვი

საქმე იმასია, რომ რობერტ დაუნი უმცროსი მთელი გადაღებების პროცესში რაღაცას ჭამდა. ამ სცენაშიც ის დაუფიქრებლად შევიდა მოცვის პაკეტით ხელში და სასუსნავი ჰალკსა და კაპიტან ამერიკასაც შესთავაზა. მსახიობებიც თამაშში აჰყვნენ, ხოლო რეჟისორს სცენა მოეწონა და დატოვება გადაწყვიტა.image

2. გალაქტიკის მცვლები- სფეროს სცენა

კრის პრეტი იმდენად მოუქნელია, რომ სფერო უსასრულობის ქვით მართლა ხელიდან გაუვარდა, თუმცა არ შეიმჩნია და შეძლო სიტუაციიდან მოხერხებულად გამოსვლა.image

3. როგორ გახდეთ პრინცესა- ვარდნა

ამ სცენაში ენ ჰეტეუეი მართლა დაეცა კიბეებზე, თუმცა რადგან მიას პერსონაჟი ისედაც მოუხერხებელი იყო, წაქცევის სცენა მოუხდა კიდეც.image

4. ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო


ეს სცენა ტრაგიკულად შეიძლებოდა დასრულებულიყო რომ არა ვიგო მორტენსენის მოხერხებულობა. მსახიობ-ორკს დანა ხელიდან გაუსხლტა და პირდაპირ მორტენსენის სახისკენ გააქანა, მან კი ხმლის ერთი მოქნევით რეფლექსურად აირიდა თავიდან. სცენა იმდენად კარგი და ბუნებრივი გამოვიდა, რომ დატოვეს.

image

5. შუაღამის კოვბოი-ტაქსი

დასტინ ჰოფმანმა იმდენად კარგად მოირგო პატარა თაღლითის, რატსოს როლი, რომ როდესაც გფადაებების დროს შემთხვევით გამოვლილმა ტაქსიმ კინაღამ მართლა გაიტანა ის, მძღოლს დაუყვირა “სად ჯანდაბაში მოდიხარ?"image

6. კაზინო როიალი- სცენა სანაპიროზე

დენიელ კრეიგი წყალში დაეცა, მაგრამ გადაღებები არ შეუწყვეტიათ, ამიტომ იმპროვიზაცია მოუწია და ბონდის გოგონას მორიგი კადრის ნაცვლად საცურაო კოსტიუმში ამჯერად თვით ბონდი წარსდგა საცურაო შორტებით. ცნობისტვის, ეს შორტები აუქციონზე 72 000 დოლარად გაიყიდა.image

7. ბნელი რაინდი- საავადმყოფოს აფეთქება

აფეთქების სცენაში ტექნიკური ხარვეზები იყო, ცეცხლი მოულოდნელად გაჩნდა და მალევე ჩაქრა, თუმცა ჰიტ ლეჯერის იმპროვიზაციის წყალობით, ამ სცენის მეორედ გადაღება არ მოუწიათ.
image

8. ამერიკელი სმაიპერი- ბავშვის სცენა

ბავშვს, რომელიც ამ სცენაში უნდა გადაეღოთ, სიცხემ აუწია, ამიტომ ბრედლი კუპერს თოჯინის დაჭერა მოუწია ხელში. ერთ მომენტში ჩანს კიდეც, თუ როგორ ამოძრავებს თითით თოჯინის ხელს სცენა რეალური რომ გამოსულიყო.image

9. ჯანგო გათავისუფლებული- სცენა სასადილოში

ამ სცენაში ლეონარდო დიკაპრიო ისე შეიჭრა როლში რომ ხელი გაიჭრა და ვერც შეამჩნია. კვენტინ ტარანტინომ გადაღებები არ შეწყვიტა, სცენა კი ნამდვილად ეფექტური გამოვიდა.image

10. საეჭვო სახეები- სცენა პოლიციის განყოფილებაში

კოლექტიური სიცილის წასკდომა სცენარიში სულაც არ ყოფილა გათვალისწინებული. საქმე იმაშია, რომ ამ სცენის გადაღების დროს ბენისიო დელ ტორომ ჰაერი გააფუჭა. ეს ხსნის იმაცას, თუ რატომ იფარავს ცხვირს ხელით გებრიელ ბირნი.image

11. პირველი შურისმაძიებელი- შეხება

ჰეილი ეტველი გამოტყდა, რომ სცენატრიში სულაც არ იყო ნახსენები, რ ომ მისი გმირი კაპიტანი ამერიკის მკერდს უნდა შეხებოდა. კრის ევანსის დანახვისას ქალი იმდენად აღფრთოვანდა მისი ფიზიკური მონაცემებით, რომ ხელი უნებლიედ შეახო.image





0
273
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
273
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0