ისტორია "გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება"-სტალინის ლეგენდარული რადიომიმართვიდან 80 წელი გავიდა 2021, 3 ივლისი, 13:49 ზუსტად 80 წლის წინ 1941 წლის 3 ივლისს, სტალინმა, პირველად დიდი სამამული ომის დაწყების შემდეგ რადიოთი მიმართა საბჭოთა ხალხს, ამის გარდა მიმართვის ტექსტი დაიბეჭდა როგოც ცენტრალურ გაზეთებში, ასევე ცალკე პროშურად გამოიცა. ის ფაქტი, რომ სტალინმა ომის დაწყებისთანავე არ მიმართა ხალხს, ზოგიერთები მაშინვე საგონებელში ჩააგდო. საყოველთაოდ ითვლებოდა, რომ სტალინი ომის დასაწყისში გამუდმებით იმყოფებოდა დეპრესიულ მდგომარეობაში ან პროსტრაციაში.თუმცა ეს ვერსია მოგვიანებით უარყოფილი იქნა მას შემდეგ, როდესაც სტალინის კაბინეტში ვიზიტორების ჟურნალი გახდა ხელმისაწვდომი. მარტო 22 ივნისს, მის კაბინეტში 29-პიროვნება იყო შესული, ვიზიტორებს შორის იყვნენ ჟუკოვი, ვოროშილოვი, მოლოტოვი, ვატუტინი. მოლოტოვის მოგონებების თანახმად, სტალინს არ სურდა დაუყოვნებლივ გამოეხატა საკუთარი პოზიცია, იმ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იყო ნათელი. გამოსვლა იწყება სიტყვებით: „ამხანაგებო! მოქალაქეებო! Ძმებო და დებო! ჩვენი არმიისა და ფლოტის ჯარისკაცები! მოგმართავთ, ჩემო მეგობრებო! " შემდეგ სტალინი საუბრობს ფრონტზე არსებულ რთულ ვითარებაზე, მტრის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ქალაქების დაბომბვაზე; იგი ამბობს, რომ : ”სერიოზული საფრთხე ემუქრება ჩვენს სამშობლოს”. იგი უარყოფს გერმანიის ფაშისტური არმიის "უძლეველობას", მაგალითად მოჰყავს ნაპოლეონისა და ვილჰელმ II- ის ჯარების დამარცხება (მოლოტოვმაც ისაუბრა ნაპოლეონზე). ომის პირველი დღეების მარცხი აიხსნა გერმანიის არმიის ხელსაყრელი პოზიციით. სტალინი უარყოფს, რომ თავდაუსხმელობის პაქტი შეცდომა იყო - ეს დაეხმარა ქვეყანას წელიწადნახევარი მშვიდობა უზრუნველყო. შემდეგ სტალინი აყენებს საკითხს სახელმწიფოს და ხალხების ყოფნა-არ ყოფნის საკითხს და საუბრობს ჰიტლერელთა მიზნებზე: "ჩვენი სამშობლო სერიოზული საფრთხის წინაშეა… მტერი სასტიკი და ულმობელია. იგი მიზნად ისახავს, ხელთ იგდოს ჩვენი ოფლით მორწყული მიწა-წყალი, ხელთ იგდოს ჩვენი ხელით მოპოვებული ჩვენი პური და ჩვენი ნავთობი. იგი მიზნად ისახავს, აღადგინოს მემამულეთა ძალაუფლება, აღადგინოს ცარიზმი, დაანგრიოს რუსთა, უკრაინელთა, ბელორუსთა, ლიტველთა, ლატვიელთა, ესტონელთა, უზბეკთა, თათართა, მოლდაველთა, ქართველთა, სომეხთა, აზერბაიჯანელთა და საბჭოთა კავშირის სხვა თავისუფალი ხალხების ნაციონალური კულტურა და ნაციონალური სახელმწიფოებრიობა. გააგერმანელოს ისინი, გერმანელი თავადებისა და ბარონების მონებად აქციოს ისინი. ამრიგად, საქმე ეხება საბჭოთა სახელმწიფოს სიკვდილ-სიცოცხლეს, სსრ კავშირის ხალხთა სიკვდილ-სიცოცხლეს; საქმე ეხება იმას _ თავისუფალი უნდა იყვნენ საბჭოთა კავშირის ხალხები თუ მონობაში უნდა ჩავარდნენ. საჭიროა, საბჭოთა ადამიანებმა შეიგნონ ეს და უკუაგდონ უდარდელობა, რათა მოახდინონ თავიანთი თავის მობილიზება და გარდაქმნან თავიანთი მუშაობა საომარ ყაიდაზე, რომლისთვისაც უცხოა მტრის დანდობა…" შემდეგ სტალინი ხასგასმით აღნიშნავს რომ, ”ფაშისტურ გერმანიასთან ომი არ შეიძლება ჩაითვალოს ჩვეულებრივ ომად. ეს არ არის მხოლოდ ორ არმიას შორის ომი. ამავე დროს, ეს არის მთელი საბჭოთა ხალხის ომი გერმანიის ფაშისტური ჯარების წინააღმდეგ. ფაშისტი მჩაგვრელების წინააღმდეგ გამართული საერთო სახალხო სამამულო ომის მიზანი არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის ლიკვიდაციაა, არამედ ევროპის ყველა ხალხის დახმარებაც გერმანული ფაშიზმის უღლიდან გათავისფლებისთვის. "ჩვენი ქვეყნის ყველა ხალხი, ყველა საუკეთესო ადამიანი ევროპაში, ამერიკაში და აზიაში, ბოლოს და ბოლოს, ყველა საუკეთესო ადამიანი გერმანიაში ... ხედავს, რომ ჩვენი საქმე სამართლიანია, მტერი განადგურდება, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. " ანალიზიმკვლევარის აზრით, სტალინის სიტყვის მიზანი იყო ეჭვების, უნდობლობის და შიშის გაფანტვა, რათა მოეხდინა სახალხო ძალების მობილიზაცია ფაშისტი აგრესორებზე წინააღმდეგობის გაწევის მიზნით. სიტყვით გამოსვლისას იგი, უპირველეს ყოვლისა, ნერგავს პატრიოტიზმის განცდას, როგორც საშუალებას, რომელიც არბილებს, ხსნის უთანხმოებებს. მთელი თავისი მიმართვის განმავლობაში სტალინი ქმნის და აყალიბებს თავისთვის სასარგებლო იმიჯს; ის აგრძნობინებს აუდიტორიას მათ უნიკალურობას, რაც გულისხმობს დიდ რუს და მოძმე ხალხებს. სტალინი საზოგადოებას სთავაზობს მტრის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას; ამგვარი როლის შესრულება გულისხმობს თითოეული ადამიანის ომში აქტიურად მონაწილეობის ვალდებულებას. დაპირება: სტალინის გამოსვლის ძირითადი დაპირება ის არის, რომ საბჭოთა ხალხმა გააცნობიეროს ომის მნიშვნელობა, საფრთხის ყველა სიმძიმე ქვეყნის მასშტაბით. ის ვარაუდობს, რომ ფაშისტური არმიის "უძლეველობა" მითია. ინტონაცია: სტალინის მთელ გამოსვლაში ხაზგასმულია პატრიოტიზმი. მიმართვის ინტონაცია სრულიად შეცვლილია, სიტყვა "თანამებრძოლებს"ანაცვლებს საოცრად ემოციური "მოქალაქეებო! ძმებო და დებო!". სტალინი ოსტატურად იყენებს რიტორიკულ ტექნიკას, ახდენს ჩანაცვლებას "ისინი" და "ჩვენ", "ჩვენში" მთელი საბჭოთა ხალხს და საკუთარ თავს გულისხმობს. შეთავაზებები: ეს არის მთელი საბჭოთა ხალხის ომი გერმანიის ფაშისტური ჯარების წინააღმდეგ. ფაშისტი მჩაგვრელების წინააღმდეგ გამართული საერთო სახალხო სამამულო ომის მიზანი არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის ლიკვიდაციაა, არამედ ევროპის ყველა ხალხის დახმარებაც გერმანული ფაშიზმის უღლიდან გათავისუფლებისთვის.ჩვენი ქვეყნის ყველა ხალხი, ყველა საუკეთესო ადამიანი ევროპაში, ამერიკაში და აზიაში, ბოლოს და ბოლოს, ყველა საუკეთესო ადამიანი გერმანიაში ... ხედავს, რომ ჩვენი საქმე სამართლიანია, მტერი განადგურდება, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. " საბჭოთა კავშირის მეთაურის, ნიკიტა ხრუშჩოვის ბიოგრაფიაში, მისი ხელისუფლებაში მოსვლამდე არის ეპიზოდი, როდესაც იგი მუხლებზე დახოხავდა სსრკ-ს მაშინდელი ლიდერის, იოსებ სტალინის წინაშე და ცდილობდა დაეყოლიებინა იგი, რომ არ დაესაჯა თავისი შვილი ლეონიდი, რომელსაც უნებლიედ შემოაკვდა ოფიცერი. ამის შესახებ ისაუბრა ბიოფიზიკოსმა, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქ... სტალინის რეაქცია დიდი სამამულო ომის დასაწყისთან დაკავშირებით და მისი ქცევა ომის პირველ დღეებში ( ხალხისადმი მიმართვამდე, რომელიც 1941 წლის 3 ივლისს მოხდა) დღემდე ისტორიკოსებისა და პოლიტოლოგების ინტერესის საგანია. კერძოდ, მრავალი ავტორის აზრით, მინსკის დაცემიდან რამდენიმე ხნის შემდეგ (ჩვეულებრივ საუბრობენ 1941 წლის 29-30 ივნ... 80 წლის წინ 1941 წლის 22 ივნისს, განთიადისას ვერმახტის ჯარები საბჭოთა კავშირს თავს დაესხა, ჰიტლერელთა სტრატეგიული მიზანი იყო საბჭოთა კავშირის უმოკლეს დროში, "ელვისებურად" დამარცხება, რომლის გეგმაც 1940 წელს შემუშავდა და ეწოდებოდა "ოპერაცია ბარბაროსა", ან "ბარბაროსას გეგმა". რატომ ჩაფლავდა " ბარბაროსას" გეგმა? ამ კითხვაზე პასუხი აი... ბრიტანეთში გამოდის უკრაინელი რეჟისორის სერგეი ლოზნიცას ახალი დოკუმენტური ფილმი "გამომშვიდობება სტალინთან(ორიგინალი სათაურია "სახელმწიფო დაკრძალვები)". ორ საათიანი დოკუმენტური ფილმი მთელი სკრუპულოზურობით აღადგენს 1953 წლის მარტის დღეებს - ბელადის სიკვდილის გამოცხადებიდან დაწყებული და წითელ მოედანზე მავზ... 177 6-ს მოსწონს
|