x
image
პოკაჰონტასი
როგორი საცურაო კოსტუმი უნდა გეცვათ 2021 წლის მოდის ტენდენციების მიხედვით
image
უკვე შუა ზაფხულია, თანდათან უფრო დაცხა და დღეებიც გრძელი გახდა. ჩვენი საყვარელი ზღვის კურორტებიც დიდიხანია გვიხმობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საცურაო კოსტუმების სეზონი დადგა. 2021 წლის ზაფხული, ტენდენციების მხრივ, მართლაც მრავალფეროვანია და მოიცავს, როგორც კომფორტულ, ისე სექსუალური სტილის კოსტუმებს. ასე რომ, გადახედეთ წარმოდგენილ ვარიანტებს და აარჩიეთ სასურველი. წლევანდელი მოდა საშუალებას იძლევა, ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ. რაც მთავარია, არ დაივიწყოთ მზისგან დამცავი კრემები.


image


ტყავის ფაქტურის საცურაო კოსტუმი არაჩვეულებრივად იბრწყინებს თქვენს სხეულზე.



image







ატლასის ეს მოდელი, რომელიც შესანიშნავად გამოკვეთს თქვენი სხეულის ფორმებს, 80-იანი წლების ტენდენციებს გაგახსენებთ. ეს სტილი ნამდვილად იმსახურებს ადგილს თქვენს საცურაო კოსტუმებს შორის.

image




რეგულირებადი ზონრების მქონე ეს რეტრო ნამუშევარი, ნამდვილად იქნება 2021 წლის ზაფხულის ვარსკვლავი, რომელშიც შესანიშნავ ნამზეურს მიიღებთ.image







ერთი მხრის სილუეტიანი მოდელები კვლავ მოდაშია. ეს სტილი 60-იანი წლების ბრიტანული სცენის შთაგონებაა. კოსტუმის ნაოჭიანი ფაქტურა მეტად სასიამოვნოა სხეულზე.

image




ეს საცურაო კოსტუმი საუკეთესო საშუალებაა კლასიკური სილუეტის მისაღებად.

image





ფართომკლავებიანი მოდელი ახალი და თამამი გადაწყვეტილებაა. ასეთ საცურაო კოსტუმს, შეგიძლიათ, სანაპიროზე გატარებული ხანგრძლივი დღის შემდეგ, მაღალწელიანი შარვალი შეუხამოთ.image



თუ მაქსიმალურად ამოჭრილ საცურაო კოსტუმს ეძებთ, მაშინ ეს მოდელი თქვენთვისაა.

image





ეს კონკრეტული მოდელი, დიზაინერ მარა ჰოფმანს ეკუთვნის, ზოგადად კი, მკაფიოდ გამოხატული რეტრო სტილის, პრინტიანი საცურაო კოსტუმები, წელს ძალიან აქტუალურია. ასეთი სტილი მეტად ეფექტურს გაგხდით.

image






წელს, შეგიძლიათ ეს უცხო და განსხვავებული სტილიც თამამად დაამატოთ თქვენს გარდერობს.

image






ამ მოდელს აქვს ბიუსჰალტერის სტილის კორსეტი, რომელიც შესანიშნავად დგას მკერდზე.

image





კორსეტის დეტალი ამ მოდელშიც საოცრად ელეგანტურია.

image





მათთვის, ვინც უფრო მდგრად სტილს ეძებს, ამ საცურაო კოსტუმის სრულად რეგულირებადი ზედაპირი საშუალებას მოგცემთ იპოვოთ სრულყოფილება.

image




ბედნიერ დასვენების დღეებს გისურვებთ!





ასევე დაგაინტერესებთ:



პრინცესა დაიანას 15 ლუქი, რომელიც 2021 წელს კვლავ დაბრუნდა (+ფოტოები)image




მოდის 10 ხრიკი, რომელსაც სარა ჯესიკა პარკერი 80-იანი წლებიდან დღემდე იყენებს (+ფოტოები)

image












0
359
1-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
359
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0